"ნიუკასლის" 30 წლის არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო
"ნიუკასლის" 30 წლის არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა ფაბრისიო კოლოჩინიმ "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო და ექიმების პროგნოზით, ვარჯიშს აპრილის შუა რიცხვებამდე ვერ განაახლებს. ფეხბურთელს მინიმუმ 5 თამაშის გამოტოვება მოუხდება და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირებისა, როგორიცაა 1 აპრილს "ლივერპულთან".

ასტონ ვილამ საქმე გადადო

"ასტონ ვილას" ხელმძღვანელობის განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ კლუბმა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხოს. ამიტომ წამყვან ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება დროებით შეჩერებულია. პრემიერლიგის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი, "ვილას" კი გასავარდნ ზონას 8 ქულა აშორებს.

დაგვეთანხმებით, რომ შანსი ნაკლებია, მაგრამ ის მაინც არსებობს. მით უფრო, რომ გუნდს ამჟამად ტრავმირებულ ფეხბურთელთა მთელი არმია ჰყავს. მათ შორის - კირან კლარკი, ჯერმეინ ჯენასი, დარენ ბენტი, ფაბიან დელფი, შარლ ნ’ზოგბია და რიჩარდ დანი. როგორც კი საფრთხე ჩაივლის, კლუბი უმალ განაახლებს მოლაპარაკებებს ემილ ჰესკისთან, კარლოს კუელიარსა და ბრედ გუზანთან.

ნანი ჯერ კიდევ ავადაა

უქმეებზე ნანი ვერ ითამაშებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის ვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია და პორტუგალიელი "ბლექბერნთან" მოედანზე ვერ გავა.

ინფორმაცია მასმედიას ალექს ფერგიუსონმა მიაწოდა. აღნიშნულთან ერთად შოტლანდიელმა საყურადღებო განცხადებაც გააკეთა, რომ ის "ფულჰემთან" მომგები შემადგენლობის გამოცვლას არ აპირებს, რაც მისგან ცოტა უცნაურია, რადგან ცნობილია, რომ სერ ალექსს როტაცია ძალიან უყვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის