ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას, ბელარუსს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას, ჩამოართვას ბელარუსს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტარებმა იმ მიზეზით მიიღეს, რომ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ და ამ ქვეყანაში ხშირად ირღვევა ადამიანთა უფლებები.

დეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნების ჰოკეის ფედერაციებს, რათა მათ ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო ფედერაციაზე. შედეგი უნდა იყოს ამა წლის მაისში, ჰელსინკში გასამართი კონგრესის სხდომაზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანა, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე ბელარუსმა არ გაანთავისუფლა ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ცნობილია, რომ გასულ კვირას ევროსაბჭომ ბელარუსთან მიმართებაში სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სანქციების მიხედვით, შეზღუდვები დაუწესდათ მთელ რიგ მსხვილ ბელარუს ბიზნესმენებს, რომლებიც დაახლოებულნი არიან რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. მათ ეკრძალებათ ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში ჩასვლა, ყადაღა დაედო მათ აქტივებს ევროპის ბანკებში.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჩამორთმევის პერსპექტივაზე საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს ამგვარი გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის იმიჯს. "ეს წმინდა წყლის პოლიტიზირებული პროცესია და მას სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს", - ამბობს პრეზიდენტი. მისი თქმით, "ბელარუსმა დაიმსახურა ეს ჩემპიონატი".

ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსის მთავრობა პირობას იძლევა - მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის შეწყდება ოპოზიციის შევიწროება. ამ ინფორმაციის წყარო საერთაშორისო ფედერაციის ჩინოვნიკი კალერვო კუმოლა გახლავთ. მანვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ჩემპიონატის ორგანიზების უფლება არა დიქტატორ ლუკაშენკოს, არამედ ბელარუსის წარმატებულ ნაკრებს მიანიჭეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან