ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემის "ვიტესზე" ნაკლები გოლი ჯერჯერობით მხოლოდ ლიდერ "ალკმაარს" აქვს გაშვებული
ბელარუსულმა ინტერნეტ-გამოცემა "გოლმა" ევროპის 10 ვუნდერკინდი დაასახელა. მართალია, 24 წლის გურამ კაშია ვუნდერკინდებში ვერ მოხვდებოდა, უკვე გასცდა ამ ასაკს, მაგრამ თანაგუნდელთან ერთად ახსენეს: ათეულში მე-7 ადგილზე არნემის "ვიტესში" მისი მეწყვილე ტომაშ კალაში აღმოჩნდა.

18 წლის კალაში ჩეხი ვუნდერკინდია, რომელიც ლონდონის "ჩელსიმ" შეისყიდა, მაგრამ მერაბ ჟორდანიამ არნემის "ვიტესში" იჯარით გადაიყვანა. არადა, ტომაშის გამზრდელი კლუბის, ოლომოუცის "სიგმას" ხელმძღვანელები ინგლისელებს მცველის კიდევ ერთი წლით დატოვებას სთხოვდნენ.

"იონ ვან დენ ბრომის გუნდში, ტომაშ კალაშმა და ქართველმა გურამ კაშიამ ცენტრალურ მცველთა საიმედო წყვილი ჩამოაყალიბეს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იმსახურებენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ვიტესი" ერედივიზიეში ჯერჯერობით მხოლოდ მე-7 ადგილზე იმყოფება, არნემელებზე ნაკლები გოლი მხოლოდ ლიდერმა "ალკმაარმა" გაუშვა", - წერს ბელარუსული "გოლი".

მართლაც, ერედივიზიეს ცხრილს რომ გადახედოთ, პირველ ექვსეულში მყოფი კლუბებიდან "ვიტესზე" ნაკლები მხოლოდ ლიდერმა "ალკმაარმა" გაუშვა - 25 გოლი. დანარჩენი გრანდების მაჩვენებელსაც გადავხედოთ: პსვ-მ 40 გოლი გაუშვა, "აიაქსმა" - 33, "ტვენტემ" - 32.

ეტყობა, შემთხვევითი არ არის, "ვიტესის" ქართველი კაპიტნით "ტვენტე" და "ეინდჰოვენი" რომ ინტერესდებოდნენ. საერთოდაც, კაშიას პროგრესი რომ აშკარაა, ამ ფაქტს ყველა ამჩნევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

boka
ნაკრებში!!!
კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს