31 მარტს ქართველი 17-წლამდელები ელიტრაუნდის გადამწყვეტ მატჩს უკრაინის ნაკრებთან ჩაატარებენ
31 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის გადამწყვეტ მატჩს ჩაატარებს და თუ გაიმარჯვა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

თბილისური ელიტრაუნდის ბოლო ტურის ვრცელ წინათქმას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ახლა კი ელიტრაუნდის სხვა ჯგუფებში შექმნილი მდგომარეობა მიმოვიხილოთ.

შვიდი ჯგუფიდან ექვსში ბრძოლა უკვე დასრულდა და შესაბამისად, 31 მარტს "მიხეილ მესხსა" და "დინამო არენაზე" გასამართი მატჩები ბოლო იქნება ელიტრაუნდში. ცნობისთვის, ჩვენი ჯგუფი რიგით მესამეა.

I ჯგუფი: ჩვენი ჯგუფის მსგავსად, შემადგენლობით აშკარად იმსახურებს "სიკვდილის ჯგუფის" სტატუსს. აქ საფრანგეთი და შვედეთი თავიდანვე წინ გაიჭრნენ და გადამწყვეტი მათი გუშინდელი დაპირისპირება აღმოჩნდა, სადაც ფრანგებს ფრეც ჰყოფნიდათ. მათ 3:1 გაიმარჯვეს და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. შეგახსენებთ, შვედები პირველ შესარჩევ ეტაპზე ქართველების მეტოქეები იყვნენ და ჩვენს გუნდს 2:0 სძლიეს.

II ჯგუფი: პოლონეთმა ფინალური ეტაპის საგზური პირველ ორ შეხვედრაში გამარჯვებით დაიბევა და სულ ერთი იყო, რას იზამდა ბოლო ტურში. პოლონელთა გარდა, ამ ჯგუფში ჩეხეთის, ბელარუსისა და ლუქსემბურგის ნაკრებები თამაშობდნენ.

IV ჯგუფი: ბოლო ტურში პორტუგალიას გერმანიასთან გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ 0:0-ს დასჯერდა და ფინალურ ეტაპზე გერმანელები გავიდნენ. მათ გარდა, ამ ჯგუფში ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებები თამაშობდნენ, რომლებიც, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ.

V ჯგუფი: ჰოლანდიამ და სერბეთმა ბოლო ტურში ერთმანეთთან ფრედ, 1:1 ითამაშეს და ორივემ 7-7 ქულა დააგროვა. ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ფინალური ეტაპის საგზური ჰოლანდიელებმა მოიპოვეს. ალბანეთი მესამე საფეხურზე გავიდა, ირლანდია - მეოთხეზე.

VI ჯგუფი: ელიტრაუნდის ყველაზე დიდი სენსაცია სწორედ აქ მოხდა. მართალია, ისლანდიამ არცთუ დიდი სახელებით დაკომპლექტებულ ჯგუფში გაიმარჯვა, მაგრამ მისი წარმატება მაინც გამოსარჩევია. 7-ქულიანმა ისლანდიელებმა დანიელებს ბურთების შეფარდებით აჯობეს. ჯგუფში მესამე შოტლანდია იყო, მეოთხე - ლიტვა.

VII ჯგუფი: ჯგუფის ფავორიტები რუსეთი და ბელგია იყვნენ, მაგრამ უნგრეთმა მათაც აჯობა და უელსსაც. უნგრეთი, ბელგია, რუსეთი, უელსი - ამ თანმიმდევრობით განლაგდნენ გუნდები სატურნირო ცხრილში. უნგრეთმა ასევე 7-ქულიან ბელგიას ბურთების სხვაობით გაასწრო.

კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ფინალისტები: საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია, ჰოლანდია, ისლანდია, უნგრეთი. იმედია, ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ საგზურს ვასილ მაისურაძის გუნდი მოიპოვებს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 4-16 მაისს სლოვენია უმასპინძლებს და ტურნირის მერვე მონაწილეც, ცხადია, ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრები იქნება.

III ჯგუფი

1. საქართველო 2 1 1 0 2-1 4

2. ინგლისი 2 1 0 1 1-1 3

3. ესპანეთი 2 0 2 0 3-3 2

4. უკრაინა 2 0 1 1 2-3 1

31 მარტი

14:00 მ. მესხი საქართველო-უკრაინა

14:00 ეროვნული ესპანეთი-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bacho
უკრაინას არ ყავს სუსტი გუნდი, დაცვიდან ითამაშებს და წინ 2 სწრაფი ბავშვი ყავთ და ფრთილად უნდა ვიყოთ
თემური
გამარჯვება ბიჭებო! ძალიან დიდი სიხარულის მოტანა შეგიძლიათ საქართველოსთვის. აბა თქვენ იცით!
შაკო
ჩვენი ჯგუფის ცხრილი დაგერთოთ ბარემ, ძნელია?ადმინი: ცხრილი დართულია. გმადლობთ, რომ სტუმრობთ ჩვენს საიტს
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ