26 მაისს ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა უნდა გაიხსნას და შესაძლოა, სამხედრო აღლუმიც იქვე ჩატარდეს
26 მაისს საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი უნდა გაირკვეს. მაგრამ, სად უნდა გაიმართოს ფინალური შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

საერთოდ, მასპინძელი სტადიონის შერჩევის სხვადასხვა პრინციპი არსებობს: ზოგიერთ ქვეყანაში ფინალი ეროვნულ სტადიონზე იმართება, ზოგიერთგან კი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობის უფლებას რეგიონებსაც აძლევენ.

საქართველო ამ უკანასკნელთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ თავიდან ფინალებს ეროვნული სტადიონი მასპინძლობდა. ბოლო წლებში კი ეროვნული და "მიხეილ მესხი" ენაცვლებოდნენ, წლევანდელი თასის ფინალი კი, შესაძლოა, ქუთაისში გაიმართოს.

ეს ინფორმაცია ქუთაისში ლამის ყველა გულშემატკივარმა იცის. საქმე ისაა, რომ წინასწარი ვარაუდით, საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში სწორედ 26 მაისს

უნდა გაიხსნას და შესაძლოა, სამხედრო აღლუმიც იქვე ჩატარდეს.

შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სად გაიმართება თასის ფინალი. მაგრამ არის მოსაზრება, რომ ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მისი ჩატარება ქუთაისში უფრო მისაღები იქნება. გათვლა ისაა, რომ სტადიონზეც მეტი ხალხი მივა, მათ შორის, საპატიო სტუმრებიც, ეს კი ყოველთვის სასურველია.

საკითხის დაზუსტებას ფეხბურთის ფედერაციაში კომპენტენტურ ადამიანებთან ვცდილობდით, მაგრამ რატომღაც, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა, ფაქტია, რომ საკითხი მართლაც განიხილება და თასის გამარჯვებულის ქუთაისში გარკვევა სავსებით რეალურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vasiko basiladze
კარგია რეგიონებში უნდა ჩატარდეს ესეთი თამაშები,ნაკრების თამაშიც უნდა ჩატარდეს,მთავარია როგორი თამაში იქნება,ადგილს რა მნიშვნელობა აქვს
irakli
ეგრე ქუთაისში ზესტაფონში ბათუმში მცხოვრებმა გულშემატკივრებმა რა დააშავეს ? ყველა თამაში თბილისში ტარდება და არაფერია ცუდი იმაში რომ რეგიონებშიც ჩატარდეს თამაში თუნდაც თასის ფინალი :):):)
kzviadi
კაი რა თბილისლებს რა გაქვთ საწუწუნო, ჩვენ ქუთაისლებმა რაღა უნდა ვთქვათ მასშინ..15 ათასი კაცის გარანტიას ვაძლევ ფედერაციას თუ ქუთაისში ჩატარდება ფინალი
varrto
ყველაფერი მიაქვთ თბილისიდან რა, თასის ფინალიც აღარ ვნახოთ?
zestafan.com
თუ ზესტაფონი გავა ფინალში, უკეთესია უფრო მეტი ხალხი ჩავა ვიდრე თბილისში, მაგრამ ჩვენი სუპერთასი სად გააქვრეს ? ? ?
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს