მეორე ბუნდესლიგაში ქართველის გუნდი ფრანკფურტის "აინტრახტთან" განადგურდა, ჩვენებურმა კი შეცვლაზე ითამაშა
ნიკოლოზ გელაშვილმა რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ "ბოხუმის" სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, თუმცა ამან მის გუნდს ვერაფერი უშველა.

"ბოხუმი" სტუმრად 0:3 განადგურდა ფრანკფურტის "აინტრახტთან", ქართველი ფორვარდი კი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

"ბოხუმს" ჯერ კიდევ არ ემუქრება მეორე ბუნდესლიგიდან დაქვეითების საფრთხე, მაგრამ ასე თუ გააგრძელა, სეზონის ფინიშზე, შესაძლოა, ამის საშიშროების წინაშეც დადგეს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის "ლე მანმა" "მონაკოს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველ მეკარეს ამ შეხვედრაში მონაწილეობა, რატომღაც, არ მიუღია. იგი განაცხადშიც არ ყოფილა. "ლე მანი" კვლავ გასავარდნ ზონაშია.

რუსეთის პრემიერლიგაში ნალჩიკის "სპარტაკმა" ტომსკის "ტომს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. "სპარტაკის" შემადგენლობაში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია დავით სირაძეს, რუსეთის მოქალაქე გუჯა რუხაიამ კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ნალჩიკელები ბოლო ადგილზე არიან და პრემიერლიგაში დარჩენა ძალიან გაუჭირდებათ.

ფინეთის ლიგის თასს ნახევარფინალში გამოეთიშა ტურკუს "ინტერი". მისმა ქართველმა ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ ჰიკ-ს გოლი გაუტანა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ჰიკ-მა იმარჯვა.

მოლდოვაში ვაჟა თარხნიშვილის "შერიფმა" შინ "კოსტულენი" 4:1 გაანადგურა, ლევან კორღალიძის "ზიმბრუმ" კი საკუთარ მოედანზე "სფინტულ გეორგეს" 2:0 სძლია. ორივე ქართველი მოედანზე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი