საქართველოს ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე ტრავმების გამო "დილაშიც" აღარ ვარჯიშობს
იანვარში გორის "დილას" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ მახარაძემ დავით იმედაშვილის დამატება გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე, "ლელოს" ვერსიით 2009/10 წლების სეზონში საქართველოს საუკეთესო ნახევარმცველი 2010 წლის ზაფხულში ლენქორანის "ხაზარში" ჩაირიცხა, მაგრამ მალე მენისკი დაიზიანა, სამი ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო მოედანს ვერა და ვერ დაუბრუნდა.

იანვარში იმედაშვილი თურქეთში რეაბილიტაციას ასრულებდა და გორელებს შეკრებაზე ვერ გაჰყვა. თუმცა, თურქი ექიმის პასუხის შემდეგ, 27 წლის ნახევარმცველმა თებერვალში ინდივიდუალურად ვარჯიში განაახლა, ნელ-ნელა კი ჩვეულ დატვირთვაზე გადასვლას ცდილობდა და გორის "დილასაც" შეუერთდა.

ამბობდა, დატვირთვებს კარგად ვეგუები და იმედოვნებდა, რომ მოედანს მალე დაუბრუნდებოდა.

მაგრამ გავიდა დრო და მისი გვარი არათუ "დილას" განაცხადში ვერ ამოვიკითხეთ, თურმე, გუნდშიც აღარ ვარჯიშობს. შევიტყვეთ, რომ მენისკმა კვლავ შეუქმნა მცირე პრობლემები და ვარჯიშისგან დროებით თავი შეიკავა - ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო.

ფეხბურთელის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი თურქმა ექიმმა არასწორად დაუგეგმა და მკურნალობის დასრულებას ევროპელ ექიმთან აპირებს.

საქართველოს ჩემპიონატში იმედაშვილმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ნებისმიერი ლიდერი გუნდისათვის საინტერესო მოთამაშე იქნებოდა. ამიტომ, ორმაგად საწყენია, ნიჭიერი მოთამაშე ასე რომ გაწვალდა და ორი წელია ვერ თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან