მაიამის ტურნირის შემდეგ WTA-ს ტურის რამდენიმე ლიდერმა ხანგრძლივი პაუზის აღება გადაწყვიტა.
მაიამის ტურნირის შემდეგ WTA-ს ტურის რამდენიმე ლიდერმა ხანგრძლივი პაუზის აღება გადაწყვიტა.

საზაფხულო ჰარდის სეზონი დასრულდა. ჩოგბურთელებს წინ აქვთ გრუნტის საფარზე რამდენიმე საინტერესო კვირა. აღნიშნულ საფარზე პირველი ტურნირი ამ კვირას ჩარლსტონში გაიმართება. აქ მონაწილეთა სიაში ვხედავთ მაიამის ტრიუმფატორს აგნიეშკა რადვანსკას, დებ უილიამსებს, ვერა ზვონარევას, სამანტა სტოსურს, მარიონ ბარტოლის... თავდაპირველად აქ თამაშს აპირებდა მარია შარაპოვაც, მაგრამ ბოლო მომენტში უარი განაცხადა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ გამოაცხადა, რომ ხუთკვირიან დასვენებას გეგმავს. კერძოდ, ის გამოტოვებს შტუტგარტის ტურნირს, რომელიც 23 აპრილს აიღებს სტარტს.

"დასვენებას ვაპირებ. სავარაუდოდ, ჩემი მომდევნო ტურნირი იქნება მადრიდი. მინდა კარგად მოვემზადო გრუნტის სეზონისთვის", - განაცხადა აზარენკამ, რომელმაც მაიამის ტურნირის მეოთხედფინალში 3:6, 3:6 წააგო მარიონ ბარტოლისთან.

შარაპოვას მსგავსად, ჩარლსტონში არ გამოვა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი. 21 წლის დანიელმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ 9-15 აპრილს მშობლიურ კოპენჰაგენში ჰარდის ტურნირზე აპირებს გამოსვლას.

სხვათა შორის, კაროლინი ჩარლსტონის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია - გასულ წელს მან 6:2, 6:3 დაამარცხა რუსი ელენა ვესნინა.

გარდა ამისა, დანიელმა ჩოგბურთელმა ჯერჯერობით არ იცის, აპირებს თუ არა თავის ბოიფრენდთან - გოლფისტ რორი მაკილროისთან ერთად ჯორჯიას შტატის ქალაქ აუგუსტაში გამგზავრებას. უახლოეს პერიოდში სწორედ აქ გაიმართება გოლფის პროფესიული ტურის უმსხვილესი ტურნირი - "მასტერსი".

"ჯერ არ ვიცი, გავყვები თუ არა როის აუგუსტაში. მე მგონი, გადავიფიქრებ", - აცხადებს ვოზნიაცკი.

ბრაზილიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟორჟე ლასერდამ ჟურნალისტებს ამცნო, რომ 2013 წლიდან მის ქვეყანაში ქალთა პროფესიული ტურის (WTA) ტურნირი გაიმართება.

"ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ქალთა ჩოგბურთის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის ჭრილში", - ამბობს ლასერდა.

ბრაზილიური ტურნირის თარიღსა და ჩატარების ადგილზე არაფერს იტყობინებიან, თუმცა ბრაზილიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობასა და ინდიან უელსის ტურნირს შორის გრუნტისსაფარიან კორტებზე გაიმართება.

ავსტრიის ქალაქ ვენაში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე თანამდებობიდან გაანთავისუფლეს შერეულ წყვილთა ტურნირის - ჰოფმანის თასის დირექტორი პოლ მაკმანი.

2014 წლიდან მოყოლებული, გუნდური შეჯიბრი საერთაშორისო ფედერაციისგან ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა და ამ ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2002 წლამდე ჰოფმანის თასს ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაცია ხელმძღვანელობდა, რომლის შეფობას კონფლიქტი შეექმნა პოლ მაკნამისთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი