ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დათარსული მარია შარაპოვა

დათარსული მარია შარაპოვა

მაიამის სუპერტურნირის ფინალში აგნიეშკა რადვანსკამ ორ პარტიაში აჯობა რუსს, რომელმაც მეოთხედ წააგო გადამწყვეტი მატჩი ფლორიდაში
მაიამის სუპერტურნირის ფინალში აგნიეშკა რადვანსკამ ორ პარტიაში აჯობა მარია შარაპოვას, რომელმაც მეოთხედ წააგო გადამწყვეტი მატჩი ფლორიდაში.

წარმატებისთვის პოლონელმა 6 სუფთად მოგებული ბურთი იკმარა.

ამ სეზონში ორივე ჩოგბურთელი ძალიან კარგად თამაშობს და ორივე მოხარული იქნებოდა იმით, რომ ფინალში ვიქტორია აზარენკასთან არ მოუწია შეხვედრა. წელს მარიამაც და აგნიეშკამაც რამდენჯერმე მოასწრეს ბელარუსთან წაგება.

ორივე ჩოგბურთელი თავისი კარიერის პიკზე იმყოფება. პოლონელი სულ ცოტა ხნის წინ მეოთხე ჩოგანი გახდა და ბოლო თვეების განმავლობაში სამი დიდი ტურნირი მოიგო (დუბაი, პეკინი, ტოკიო). მაგრამ, რაც მთავარია, შეიცვალა მისი თამაში - პოლონელი ერთ-ერთი საუკეთესოა ტაქტიკური განსწავლულობის მხრივ.

მარია შარაპოვას ასე კარგად სეზონი არასოდეს დაუწყია. სეზონის პირველი მესამედის სამ მთავარ ტურნირზე რუსმა ფინალამდე მიაღწია, რაც ადრე არასოდეს გაუკეთებია. საერთოდაც, XXI საუკუნეში არცერთი ქალი ჩოგბურთელი გასულა ერთ სეზონში ავსტრალიის ღია პირველობის, ინდიან უელსისა და მაიამის ფინალში. ბოლოს ასეთი რამ ლინდსი დავენპორტმა და მარტინა ჰინგისმა გააკეთეს, როცა 2000 წელს გაითამაშეს ერთმანეთში სამი მთავარი პრიზი.

შარაპოვას მაიამიში რამდენჯერმე გაუჭირდა. მეორე წრეში მან ერთი სეტი წააგო შაარ პეერთან, კიდევ ერთი პარტია ნახევარფინალში კაროლინ ვოზნიაცკისთან დათმო. აგნიეშკამ კი მთელი ტურნირი ისე გაიარა, რომ სეტი არ წაუგია, უფრო მეტიც, მას ერთ პარტიაში ოთზე მეტი გეიმი არ დაუთმია.

საინტერესოა, რომ პირად შეხვედრებში შარაპოვას დიდი უპირატესობა ჰქონდა - 7:1. თანაც რუსმა 2007 წლის აშშ-ის ღიაზე წაგების შემდეგ, ზედიზედ ექვსჯერ დაამარცხა პოლონელი.

შარაპოვამ მატჩი სუფთად მოგებული პირველი ორი გათამაშებით დაიწყო და საბრძოლო განწყობა დაანახა მეტოქეს. რადვანსკამ იქვე მოუმატა და შეძლო თავის მოწოდებაზე ამ რთული გეიმის მოგება. მსგავსი სიტუაციები რადვანსკას მოწოდებაზე ხშირად იქმნებოდა, მაგრამ რთულ მომენტებში აგნიეშკა უშეცდომოდ თამაშობდა. მარია კი პირველ სეტში ბევრს ცდებოდა, მაგრამ ამ ნაკლის კომპენსირებას სუფთა მოგებებით ახდენდა - 16 “ვინერსი” ერთის წინააღმდეგ.

ასე რომ, სათამაშო უპირატესობა შარაპოვას მხარეს იყო, მაგრამ მე-12 გეიმში რუსმა სამი უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს სამმაგი სეტბოლი აჩუქა. ეს ჩავარდნა შარაპოვას სეტის წაგებად დაუჯდა - 5:7.

თამაშის სურათი დიდად არც მეორე სეტში შეცვლილა. ინიციატივა ისევ შარაპოვას რჩებოდა. მისი მხრიდან შეცდომები არ შემცირებულა და ამაში დამნაშავე არა მარტო რუსი ჩოგბურთელი, არამედ რადვანსკას კარგი დაცვა იყო. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მეორე ნომერს სეტის შუაში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მაგრამ იმ გათამაშებაში შარაპოვამ მორიგი უნებლიე შეცდომა დაუშვა, რომელთა რაოდენობა ჯამში 46 (!) იყო.

თუ სეტის დასაწყისში შარაპოვას გეიმებზე დიდი ბრძოლა არ ყოფილა, ბოლოსკენ აგნიეშკა რამდენჯერმე ახლოს იყო ბრეიკთან და მარიას მორიგი შეცდომების შემდეგ, გამარჯვება გაიფორმა - 7:5, 6:4.

პირველად 2005 წლის შემდეგ, ქალებს შორის მაიამის ტურნირის გამარჯვებულმა მთავარი პრიზი სეტის წაუგებლად მოიპოვა. შვიდი წლის წინ ეს გააკეთა კიმ კლაისტერსმა, რომელმაც ფინალში შარაპოვა დაამარცხა. მარიამ მეოთხედ წააგო ფლორიდაში ფინალური შეხვედრა.

აგნიეშკამ სეზონში მეორე და კარიერაში მეცხრე ტიტული მოიგო და რეიტინგში ძალიან მიუახლოვდა მესამე ადგილს. პეტრა კვიტოვამდე მას 400-ზე ნაკლები ქულა აშორებს.

მაიამის ტურნირი. ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 7:5, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში

ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა

რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე

სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა

"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს

სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...

ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...

სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა

"დინამო არენის" რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი

შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!

რონალდო თუ მესი - კვარაცხელიამ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გასცა

სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს

[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან

კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია

გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული

U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა

[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...