ინგლისელ 17-წლამდელთა თავკაცი ჩვენს წარმატებას კანონზომიერად მიიჩნევს
ინგლისის ნაკრები ელიტრაუნდის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ეს ტურნირის პირველ ტურშიც დაამტკიცეს, როდესაც უკრაინას 1:0 მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი გაუჩნდათ. მაგრამ საბოლოოდ ბრიტანელები მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ტურნირის დასრულების შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯონ პიკოკს ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ძალიან სიმპათიური, მაგრამ უიღბლო გუნდი ჩამოიყვანეთ...

- ეს ჩვენი ბრალია. ესპანელებთან სულ რაღაც ხუთი წუთით მოვდუნდით და შეცდომები დავუშვით, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. უპირატესობის მიუხედავად, დიდი ანგარიშით წავაგეთ და მატჩის შემოტრიალება ვეღარ შევძელით.

საქართველოსთან იგივე მოხდა: უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ბოლოს კი მეტოქემ ისეთი ლამაზი კომბინაცია გაითამაშა, რომ ჩვენი მცველები დაიბნენ და გოლიც გავუშვით.

- რას იტყვით საქართველოს ნაკრებზე?

- ქართულ მხარეს მადლობას გადავუხდი მშვენიერი მასპინძლობისა და კარგი ორგანიზაციისთვის. თქვენს გუნდს კი გამარჯვებას ვულოცავ და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ვუსურვებ.

ქართველებთან თბილისში ადრეც გვითამაშია და ვიცი, საკუთარ მოედანზე უხერხული მოწინააღმდეგეა. ვიცოდი და ველოდით კიდეც, ჯგუფში სხვა ძლიერი მეტოქეები რომ გვყავდა, მაგრამ გამოსვლას მესამე ადგილით თუ დავამთავრებდით, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო.

- ესპანეთი და ინგლისი მსოფლიო ფეხბურთის გრანდებია. ასეთი ნაკრებების უკან ჩამოტოვება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. თქვენი აზრით, საქართველომ პირველი ადგილი რის ხარჯზე დაიკავა?

- საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდური სულისკვეთებით გამოირჩეოდა. ჩვენ უფრო კარგად დავიწყეთ გამოსვლა, უკრაინას მოვუგეთ, თქვენ კი ესპანეთთან ფრედ ითამაშეთ და ძალიან ახლოს ვიყავით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლასთან.

მაგრამ ჩვენს უშუალო შეხვედრაში ქართველებმა ნებისყოფა, მონდომება და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს.

ჩემი კოლეგაც უნდა გამოვყო: საქართველოს ნაკრებს კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც იცის, ვისთან როგორ უნდა ითამაშოს. მან მეტოქეები და ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეაფასა, სწორად შეარჩია ტაქტიკა და ამ ყველაფრით შედეგსაც მიაღწია.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე მოთამაშე დაგამახსოვრდათ?

- საქართველოს ნაკრებში გამოსარჩევია არა რომელიმე ინდივიდი, არამედ გუნდური სულისკვეთება და მწვრთნელი. სწორედ ეს გახდა თქვენების წარმატების საფუძველი.

ცხადია, ამას თქვენი მოთამაშეების ინდივიდუალური ნიჭიერებაც დაემატა. ტექნიკურ, სწრაფ და აზრიან ქართველებს იმპროვიზაციის კარგი უნარი გააჩნიათ.

გუნდი მენტალურადაც კარგად იყო მომზადებული. პირველი წუთებიდან იგრძნობოდა, რომ შეჩვეულები არიან ბოლომდე ბრძოლას და საკუთარი ტრიბუნების წინაშე დამარცხება ძალიან არ სურდათ. არ შეიძლება, ეს ჟინი არ დააფასო.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრების წარმატება შემთხვევითი იყო. შემთხვევით არაფერი ხდება - თქვენ კარგად ორგანიზებული, შეკრული და ერთსულოვანი გუნდი გყავთ, რომელმაც პირველი ადგილი თავისი თამაშით დაიმსახურა.

ჩემი აზრით, საქართველოს შეუძლია, თავისი სიტყვა ევროპის ჩემპიონატზეც თქვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
"დინამო არენის" რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...