"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა "იუვენტუსთან" მარცხის (0:3) მიზეზებზე ისაუბრა
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი "იუვენტუსთან" მარცხის (0:3) შემდეგ, მეორე გაშვებულ გოლამდე, თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.

ამასთან, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მის გუნდს თამაში ტურინელთა დაცვის კარგი გარჯის გამო არ გამოუვიდა.

"ტურინში "იუვენტუსთან" დამარცხება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ეს როგორ მოხდება. მეორე გაშვებულ გოლამდე "იუვეს" თანაბრად ვეთამაშებოდით, შემდეგ კი თამაშის რიტმიდან ამოვვარდით.

მიმდინარე სეზონში ამდენი მატჩის ჩატარების შემდეგ სიმწვავე დაგვაკლდა, ტურინელები კი დაცვაში უბადლოდ მოქმედებდნენ. ჯორჯო კიელინის ერთბაშად სამი ფეხბურთელის დაჭერა შეუძლია. მისი ჩამოტოვება, უბრალოდ, შეუძლებელია.

პირველი გოლის ეპიზოდშიც არ გაგვიმართლა, მაგრამ გათანაბრებას ვცდილობდით. თუმცა არტურო ვიდალის საოცარი გოლის შემდეგ უკვე თამაშის რიტმიდან აშკარად ამოვვარდით.

კავანი ამ შეხვედრაში დაცვას ძალიან ბევრს ეხმარებოდა, თუმცა შესაძლოა, ჩემმა თავდამსხმელებმა ადრინდელი სიმწვავე დაკარგეს და ძველებურად თავდაჯერებულნი აღარ არიან", - განაცხადა მაძარიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]