ადრიანო გალიანიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯანკარლო აბეტეს სახელზე საგანგებო წერილი გაგზავნა
"კატანია"-"მილანის" დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც რობინიო სიცილიელთა კიპერთან პირისპირ დარჩა, მოატყუა მეკარე და ბურთი კარში გადაგზავნა, რასაც მცველის თავგამოდებული თამაში მოჰყვა... "კატანიას" უკანახაზელმა გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს, თუმცა როგორც განმეორებაზე გამოჩნდა, ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი და მსაჯს გოლი უნდა ჩაეთვალა.

ეს იყო მეორე შემთხვევა მიმდინარე სეზონში, როდესაც არბიტრებმა ლომბარდიულ გრანდს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს.

ამ ამბავმა "როსონერის" მესვეურთა აღშფოთება გამოიწვია და მათ გარკვეულ ზომებსაც მიმართეს - მაგალითად, ადრიანო გალიანიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯანკარლო აბეტეს სახელზე საგანგებო წერილი გაგზავნა, რომელზეც თავად მოგითხრობთ - დროა, სიტყვა "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს გადავცეთ:

"ის, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს თავს ხდება, რთული ასახსნელია. ფაქტია, რომ მსაჯების შეცდომების გამო ოთხი ქულა დავკარგეთ და მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით, უნებლიე შეცდომების გამო მოხდა. ამიტომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში წერილი გავგზავნე, სადაც საუბარია იმაზე, რომ სერია A-ს მატჩებზე არა სამი, არამედ ხუთი არბიტრი მუშაობდეს.

ეს პრაქტიკა ჩემპიონთა ლიგაში უკვე დანერგილია და საკმაოდ კარგად მუშაობს. ერთ ლაინსმენს რომ კარის ხაზზე ემუშავა, ეს ორივე გოლი ჩაითვლებოდა და დღეს ოთხი ქულით მეტი გვექნებოდა. იმედი მაქვს, ფედერკალჩო ჩემს ინიციატივას აიტაცებს და მომდევნო სეზონიდან ჩემპიონატის მატჩებს ხუთი მსაჯი მოემსახურება".

არჩათვლილ გოლებს თვით "მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გამოეხმაურა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა ოფიციალურად აღნიშნულ პოსტს - მოვუსმინოთ "როსონერის" ძველ-ახალ პრეზიდენტს: "პრობლემა ნათელია და ადრიანო გალიანის ინიციატივას სრულიად ვეთანხმები.

ფაქტია, რომ არბიტრთა შეცდომების გამო ქულები დავკარგეთ და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. სკუდეტოსთვის მთელი წელი ვიბრძვით, გუნდს 38 თამაშის ჩატარება უწევს და არ შეიძლება, რომ ამხელა შრომა შეცდომების გამო წყალში ჩაიყაროს. ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მომხრე არ ვარ, მაგრამ მსაჯების რაოდენობის გაზრდამ შეიძლება ძალიან დადებითი შედეგი მოგვიტანოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი