მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა აღიარა, რომ სულაც არ მიიჩნევს საკუთარ თავს საუკეთესო ჩოგბურთელად
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ სულაც არ მიიჩნევს საკუთარ თავს საუკეთესო ჩოგბურთელად და ფიქრობს, რომ მისი და ტოპ-მოთამაშეების სათამაშო კლასი დაახლოებით თანაბარია.

"ჩემსა და დანარჩენებს შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ყოველი ახალი ტურნირი - ეს არის თითოეული მოთამაშისთვის ტიტულის მოპოვების შანსი. აზრი არ აქვს რეიტინგზე დაკვირვებას. სხვადასხვა საფარზე და სხვადასხვა მეტეოროლოგიურ პირობებში ვმუშაობთ. ზოგიერთი საფარი ერთი ნაწილისთვის არის მისაღები, სხვებს სხვანაირი კორტები მოსწონთ.

გრუნტზე ტრადიციულად წარმატებას აღწევს რაფაელ ნადალი, ესპანელი და ზოგიერთი სამხრეთამერიკელი ჩოგბურთელები. მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს ყველა თანდათან უმატებს სხვადასხვა საფარზე თამაშს. ეს რთულია. პირადად მე ყველა საფარზე კარგად ვთამაშობ. გასულ წელს მოვიგე უიმბლდონი და ეს დაუჯერებელი გრძნობა იყო. ის გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის", - ამბობს ჯოკოვიჩი Tennis.com-თან კომენტარში.

წელს ნოვაკს სამიდან ორი დიდი ტურნირი აქვს მოგებული - ავსტრალიის ღია პირველობა და მაიამის მასტერსი. ასევე, ჯოკოვიჩის აქტივშია "დიდი სლემის" ბოლო ხუთიდან ოთხ ტურნირზე გამარჯვება და ბოლო 12 მასტერსიდან შვიდში ტრიუმფი.

მაიამის მასტერსის შემდეგ, რომლის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ენდი მიურეი დაამარცხა, ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გაავრცელა.

უკვე 40 კვირა გრძელდება ATP-ის რეიტინგში სერბი ჩოგბურთელის ლიდერობა. ამ მაჩვენებლით ჯოკოვიჩი დაეწია ლეგენდარულ რუმინელს ილიე ნასტასეს. ნოვაკის სერია, ხანგრძლივობის მიხედვით, მეცამეტეა ჩოგბურთის ისტორიაში.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ზედიზედ მე-11 მასტერსი მოიგო რეიტინგის ტოპ-ოთხეულის წარმომადგენელმა. საუკეთესო კვარტეტის მიღმა მყოფი ბოლო ჩოგბურთელი, რომელმაც ამ პრესტიჟული სერიის ტურნირის მოგება მოახერხა, შვედი რობინ სიოდერლინგი იყო - მან 2010 წელს პარიზის მასტერსზე მოიპოვა მთავარი პრიზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად