ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საჩემპიონო ინტრიგა გაცოცხლდა [მეორე ეტაპი. V ტურის მიმოხილვა]

საჩემპიონო ინტრიგა გაცოცხლდა [მეორე ეტაპი. V ტურის მიმოხილვა]

"ზესტაფონის" მიერ ზუგდიდში მიღწეულმა ფრემ და "მეტალურგის" გამარჯვებამ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა დაძაბა
თუკი ამ ტურამდე "ზესტაფონის" ჩემპიონობაში ბევრი დარწმუნებული იყო, მოქმედი ჩემპიონების მიერ ზუგდიდში დაკარგულმა ქულებმა და რუსთავის "მეტალურგის" გამარჯვებამ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა დაძაბა.

მართალია, "ზესტაფონი" კვლავ რჩება უმაღლესი ლიგის უმთავრეს ფავორიტად, მაგრამ დღეისთვის ფეროელთა უპირატესობა არც ისე შთამბეჭდავია. ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ტურია დარჩენილი და სულაც ვერ ვიტყვით, რომ რუსთაველებს ოთხქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი არ აქვთ.

სხვა საქმეა, რომ "მეტალურგს" საჩემპიონო პერსპექტივა მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონატის უცნაური სისტემის წყალობით დარჩა - სანამ ზედა რვა გუნდს აუტსაიდერებთან მოპოვებული ქულები ჩამოაკლდებოდა, "ზესტაფონი" "მეტალურგს" უზარმაზარი სხვაობით უსწრებდა და ამ უპირატესობის გაფლანგვა წარმოუდგენელი იქნებოდა; მაგრამ მეორე ეტაპის სტარტს "მეტალურგი" ჩინებული პირობებით შეხვდა - რეგლამენტის გამო საჩემპიონო შანსიც გაუჩნდა და "დინამო" და "ტორპედოც" გვარიანი სხვაობით ჩამოიტოვა.

თუმცა "მეტალურგის" წარმატებას ამით სულაც არ ვაკნინებთ. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ხომ ქულების სტაბილურად დაგროვება ყველაზე საჭირო მომენტში დაიწყო და რუსთაველთა კონკურენტებს ისღა დარჩენიათ, დღევანდელ მოცემულობას შეეგუონ - "ზესტაფონს" ამიერიდან წაფორხილების უფლება, ფაქტობრივად, აღარ აქვს; "დინამოსა" და "ტორპედოს" კი, რომლებმაც ქულები მეორე ეტაპზე მრავლად დაკარგეს, ისღა დარჩენიათ, ჩემპიონობა დაივიწყონ და მესამე საპრიზო ადგილისთვის იბრძოლონ.

"ზესტაფონის" უპირატესობის შემცირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზემოიმერლებს კრიზისი დაეწყოთ. ზუგდიდში ვერმოგება ნამდვილად არ არის ტრაგედია - "ბაია" შინ ერთიორად ძლიერია და ესეც რომ არ იყოს, ყველა მატჩში ვერავინ გაიმარჯვებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი წელს საერთოდ არ დამარცხებულა და ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ "დინამოსა" და "ტორპედოსთან" ნათამაშები ფრეები ცუდი შედეგია. რაც მთავარია, "ზესტაფონმა" საკუთარ მოედანზე "მეტალურგს" სძლია და უპირველესად, სწორედ ამის ხარჯზე შეინარჩუნა ლიდერობა.

თუმცა, როგორც ჩანს, მთავარი საჩემპიონო ბრძოლები წინაა და თუ რუსთაველებმა წარმატებული სერია გააგრძელეს, მეორე წრეში შინ "ზესტაფონთან" ჩასატარებელ შეხვედრას მათთვისაც და ზესტაფონელთათვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

მანამდე კი ამ ორ გუნდს შორის საქართველოს თასზე არანაკლებ საინტერესო ორრაუნდიან დაპირისპირებას ვიხილავთ.

ბრინჯაოსაც ოქროს ფასი აქვს

დიდი ალბათობით, ამ სეზონში მესამე და მეოთხე ადგილებს შორის დიდი ზღვარი იქნება - თუ "დილამ" საქართველოს თასი მოიგო ან ფინალში ჩემპიონთან დამარცხდა (ჩემპიონი აუცილებლად მეორე ნახევარფინალური წყვილიდან იქნება), ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ევროპის ლიგაზე ითამაშებს, მეოთხეადგილოსანი კი ამ ზაფხულს საერთაშორისო ასპარეზზე ვერ გავა.

"ტორპედოს" ევროპის ლიგამდე შარშან ერთი ნაბიჯი დააკლდა და, ბუნებრივია, ამბიციური ქუთაისელების გეგმებში სულაც არ შედის ევროტურნირებს მიღმა დარჩენა.

რა თქმა უნდა, ანალოგიურია "დინამოს" ქომაგთა განწყობაც - საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს არაპრესტიჟულ ინტერტოტოს თასზე კი უთამაშია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ჩემპიონატების ისტორიაში ევროთასებზე ერთი სეზონიც კი არ ჩაუგდია და თუ ეს წელს ვერ შეძლო, ავტომატურად გამოვა, რომ "დინამოსთვის" ეს სეზონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იქნება.

ვიმეორებთ, ქუთაისელთა და თბილისელთა შორის ერთ-ერთს ხელი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეცარება, თუ საკუთარი მიზანი "დილამ" ვერ შეასრულა; მაგრამ, დაგვეთანხმებით, გორელთა საევროპო შანსები საკმაოდ მაღალია და "ტორპედოსა" და "დინამოს" წევრებს ნამდვილად არ უღირთ "დილას" წარუმატებლობის იმედზე ყოფნა.

ხუთმატჩიან ფრეთა სერიის ავტორის, "დინამოს" კრიზისზე ახალი რა უნდა ვთქვათ - ფაქტია, რომ კლუბში ძალიან ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი და ამის გარეშე "დინამო" არათუ საერთაშორისო, არამედ საშინაო ასპარეზზეც ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. ვნახოთ, რა პერიოდი დასჭირდება კლუბის ხელმძღვანელობასა თუ სამწვრთნელო შტაბს მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვითარება ამჟამინდელ დინებას გაჰყვება თუ კრიზისიდან გამოსასვლელად მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება.

იდეალურად საქმე არც "ტორპედოშია", მაგრამ გია გეგუჩაძეს ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და ამის პარალელურად, ევროსაგზურისთვის ბრძოლა შედარებით ნაკლებად სტრესულ გარემოში უწევს. ქუთაისელი ქომაგი ძალიან მომთხოვნია, მაგრამ ამჟამინდელ სამწვრთნელო შტაბს ნდობის მანდატი ნამდვილად აქვს.

"ტორპედო" "დინამოს" დაკარგული ქულებით უსწრებს და თუ მარტვილის "მერანთან" გადადებული შეხვედრა მოიგო, მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.

სამი ეფექტური გამარჯვება

"მეტალურგის" გარდა, გასულ ტურში კიდევ სამმა გუნდმა გაიმარჯვა და სამივემ საკმაოდ დამაჯერებლად - "დილამ" ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ჩაატარა და "დინამოსთან" სტუმრად მიღწეულ ფრეს "მერანის" სოლიდურად ძლევა მოაყოლა.

"დილამ" მწვრთნელის გემოვნების შესაფერისი შემტევი ფეხბურთი ითამაშა და ვნახოთ, ამ ფილოსოფიას დადებითი შედეგებიც თუ მოჰყვება. მათე ვაწაძის ჰეთ-თრიქი კი უდავოდ ხაზგასასმელი ფაქტია. ჩვენს ჩემპიონატში ხომ მაღალი დონის თავდამსხმელთა დეფიციტია და, შესაბამისად, ჰეთ-თრიქიც იშვიათი ხილია.

"ჩიხურამ" და "გურიამ" კი უმაღლესი ლიგისკენ მორიგი შთამბეჭდავი ნაბიჯი გადადგეს და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდები პირველ ლიგაშიც არიან. გასულ ორშაბათს თვით უიმედო აუტსაიდერმა "მერცხალმაც" კი იყოჩაღა და პლეი აუტში სადებიუტო ქულა მოიპოვა.

მოკლედ, თუ უმაღლეს ლიგაში კვლავაც 12 გუნდი დატოვეს, ელიტის საგზურებისთვის პლეი აუტში ბოლო ტურებამდე უშეღავათო ბრძოლებია მოსალოდნელი; ხოლო, თუ უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე ხმები გამართლდა, მაშინ პლეი აუტს აზრი საერთოდ დაეკარგება.

გაწითლებული ტური

გასულ ტურში ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი გააძევეს. აქედან ორს ნაადრევად მოედანი "სიონისა" და "სპარტაკის" მატჩში დაატოვებინეს. მიმდინარე ჩემპიონატში ეს ტური ყველაზე უხეში გამოდგა და ამ ფაქტზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ. თუმცა სულაც არ ვართ დარწმუნებულნი, რომ გასული ტური გაძევებათა რაოდენობით სარეკორდო ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება.

ტურიდან ტურამდე დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა, "სიონი"-"სპარტაკზე" უფრო "წითელი" შეხვედრის მომსწრენიც კი გავხდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ramo

რას ნიშნავს პლაი ოფი ან პლაი აუთი? თუ შეუძლია ან ჟურნალისტებს ან ფედერაციას აგვიხსნას რა შუაშია ან ერთი ტერმინი ან მეორე? ლეიბორისტებმა ხომ არ გამეცადინეს ინგლისურში?

• mesi

ავტორი რატომ უწყობს ხელს ჩემპოინატის უსუსურობას . დილას აუცილებლად თასის მოგება უდიდესი გარანტიებია რომ გაგრას მოუგებენ და მერე ფინალში ან ზესტაფონს ან მეტალურგს? მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი ჩემპიონატის საქმე

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი