2007 წელს 17 წლის უელსელმა უარი თქვა ამ პატივზე და ლონდონის "ტოტენჰემში" წავიდა
2007 წელს 17 წლის გარეთ ბეილს "მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერის გაგრძელების შანსი ჰქონდა, მაგრამ უელსელმა უარი თქვა ამ პატივზე და "ტოტენჰემში" წავიდა.

საამისოდ მას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა - "უაით ჰართ ლეინზე" მეტი სათამაშო პრაქტიკა და პროფესიული ზრდის მეტი შანსი ჰქონდა.

"დიახ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ მე პირველ გუნდში თამაში მინდოდა. ამის გარანტია კი "ტოტენჰემში" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მარტინ იოლმა მომცა. სწორედ ეს იყო უმთავრესი, რატომაც გადავდგი ეს ნაბიჯი," - განაცხადა ფეხბურთელმა.

აგბონლაჰორი, ახალი კაპიტანი

მას შემდეგ, რაც "ასტონ ვილას" 32 წლის კაპიტანმა სტილიან პეტროვმა მწვავე ლეიკოზის დიაგნოზის გამო ფეხბურთელის კარიერის დროებით შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება, ბირმინგემულმა კლუბმა "ვილას" ახალ კაპიტნად 25 წლის გაბრიელ აგბონლაჰორი დანიშნა.

ხელმძღვანელობის მხრიდან შეიძლება ეს გარკვეულწილად პრევენციაც იყოს იმისა, რომ ფეხბურთელმა "ვილა პარკის" დატოვებაზე არ იფიქროს, რადგან ბოლო დროს ხშირად იწერება, რომ გაბი სეზონის დასრულების შემდეგ მარტინ ო’ნილის "სანდერლენდში" აპირებს კარიერის გაგრძელებას.

რაც შეეხება ბულგარელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს და 2 აპრილს ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში დააწვინეს. სტენი ადგილზე მოინახულეს "ასტონ ვილას" მესაკუთრე რენდი ლერნერმა, მთავარმა მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა და კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ფოლკნერმა.

დე იონგი ბალოტელის: მოეშვი სისულელეებს!

"მანჩესტერ სიტის" 27 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა მოსთხოვა თავის უმცროს თანაგუნდელ მარიო ბალოტელის, რომ შეწყვიტოს სისულელეების კეთება. 21 წლის იტალიელი "სიტიში" გადასვლის დღიდან არასაფეხბურთო ამბების გამო უფრო ხშირად ხვდება გაზეთების პირველ გვერდებზე, ვიდრე პროფესიული ღირსებების საჯაროდ დემონსტრირების წყალობით.

ჰოლანდიელმა "სანთან" ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა: "მარიო ხანდახან თავს მართლა ისულელებს. არის მომენტები, როცა ის გენიოსივით თამაშობს. მოკლედ, მასში ორი მხარეა. ხალხი მისგან ერთ რამეს ელოდება - როდის შეწყვეტს ამ ბავშვურ ანცობას. ის ალბათ თავადაც აცნობიერებს, რომ რაღაცა უნდა მოიმოქმედოს. მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, რაც მას უნდა დაეხმაროს საქმეზე მაქსიმალურად კონცენტრაციაში".

ოფიციალური წინადადება

"რეინჯერსის" ყოფილმა დირექტორმა პოლ მიურეიმ და კონსორციუმმა "ცისფერმა რაინდებმა" გუშინ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "პროტესტანტების" მმართველ დირექტორებს უკვე გაუგზავნეს მომხიბლავი წინადადება კლუბის შეძენასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, ისინი წინადადების შემდგომ გაუმჯობესებას არ გეგმავენ და თუკი ამჟამინდელი პირობებით "რეინჯერსის" შეძენას ვერ შეძლებენ, მაშინ ისინი ბრძოლას საბოლოოდ შეწყვეტენ. სწორედ გუშინ ამოიწურა ოფიციალური განაცხადების წარდგენის ვადა და მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რომ დათქმულ დრომდე ისინი მინიმუმ 4-5 სერიოზულ შეთავაზებას მიიღებდნენ, ერთადერთი, ვინც კლუბის შეძენა მოინდომა, მიურეი და კომპანია გახლდათ.

საბოლოოდ გაირკვა, რომ "ცისფერი რაინდების" კონსორციუმში შედიან კომპანია "ტიკეტუსი", ვინც "აიბროქსზე" მომდევნო 3 წლის განმავლობაში ფლობს აბონემენტების გაყიდვის უფლებას, გულშემატკივართა ჯგუფები, ასოციაციები და გაერთიანებები. ასე რომ, შეიძლება ითქვას, "რეინჯერსს" მისი ფანებივე ყიდულობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მუდრიკი მძიმე დღეშია - უკრაინელს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"სიტიმ" "ლიონისგან" შერკი შეიძინა
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
"დინამო არენის" რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
რონალდო თუ მესი - კვარაცხელიამ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გასცა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...