დორტმუნდის "ბორუსიას" ნიჭიერ იაპონელს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" ეპატიჟება
დორტმუნდის "ბორუსიამ" ზაფხულში შეიძლება ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთელი, იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა დაკარგოს.

გერმანიის ჩემპიონატის ხელმძღვანელები საკადრო საკითხებს აქამდე უპრობლემოდ აგვარებდნენ: დაიბევეს მარკო როისი, რომელიც "დორტმუნდში" სეზონის დასრულებისთანავე გადავა, მწვრთნელ იურგენ კლოპს და ვუნდერკინდ მარიო გიოტცეს ახალი კონტრაქტები გაუფორმეს, კაგავას შემთხვევაში კი (23 წლის იაპონელს ბორუსიასთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს) დორტმუნდელები, როგორც ჩანს, უძლურები არიან!

რამდენიმე თვეა, იაპონელი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს. "ბილდის" ინფორმაციით, კაგავა უახლოეს მომავალში საბოლოო უარს იტყვის, რადგან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისში გადასვლას გეგმავს. მას ორი ვარიანტი აქვს: "მანჩესტერ იუნაიტედი" ან ჩელსი.

გაირკვა ისიც, რომ "ბორუსიას" შეფებმა მას საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს ორ კვირაში მოსთხოვეს. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ უარს მიიღებენ - მიუხედავად იმისა, რომ BVB-მ იაპონელს ხელფასის გაორმაგება (1.5 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე) შესთავაზა.

კაგავასთვის, რომლის ანგარიშზე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 9 საგოლე პასია, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იბრძვიან. შინჯის არაერთხელ უთქვამს, რომ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს. "ბილდის" ინფორმაციით, დორტმუნდი კაგავას სანაცვლოდ, მინიმუმ, 15 მილიონ ევროს მოითხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად