"პალერმოს" მესვეურები წამყვანი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ და მეტიც, ზაფხულში გაძლიერებას აპირებენ
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პალერმოს" მესვეურები წამყვანი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ და მეტიც, ზაფხულში გაძლიერებას აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ეს საკითხი აქედანვე დგას დღის წესრიგში.

სიცილიური კლუბი უკვე წლებია, რაც სერია A-ში წარუმატებლად ასპარეზობს. ამიტომ მოთამაშეებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი და საინტერესო წინადადებებს განიხილავენ.

გამომდინარე აქედან, "პალერმოს" მესვეურებს თითოეული ფეხბურთელის შენარჩუნება დიდ ძალისხმევად უჯდებათ. მართალია, სიცილიური გუნდი, ძირითადად, ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებს, მაგრამ ევროსაგზურის მოპოვება ყოველთვის უჭირს, ჩემპიონთა ლიგა კი აგერ, უკვე რა ხანია, აუხდენელ ოცნებად იქცა. მოკლედ, მოთამაშეები უფრო ამბიციურ გუნდებში გადასვლას ლამობენ და ეს არცაა გასაკვირი.

ერთხანს აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ 21 წლის ურუგვაელი ფორვარდი აბელ ერნანდესი "პალერმოდან" "რომაში" აპირებდა გადაბარგებას, თუმცა გუშინ ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარყო: "რომაელებთან არავითარი მოლაპარაკება არ გამიმართავს და ვერ გეტყვით, საიდან გავრცელდა ასეთი ინფორმაცია.

"პალერმოში" თავს კარგად ვგრძნობ და თუ გაცილებით უკეთესმა გუნდმა არ მიმიწვია, არსადაც არ წავალ. მეტსაც გეტყვით, სიცილიური კლუბის მესვეურები ახალ კონტრაქტს მიმზადებენ, რომელიც 2016 წლამდეა გათვლილი და დიდია შანსი, მას ხელი მოვაწერო".

"პალერმოს" მესვეურები ახალ ხელშეკრულებას 22 წლის ნახევარმცველ არმინ ბაჩინოვიჩსაც უმზადებენ, თუმცა რამდენად კმაყოფილი დარჩება სლოვენიელი შეთავაზებით, ძნელი სათქმელია. ამბობენ, რომ არაერთი გაცილებით უფრო ამბიციური გუნდი იწვევს და წასვლა მყარად აქვს გადაწყვეტილიო. სატრანსფერო საკითხებზე მოკლე კომენტარი "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გააკეთა:

"სალვატორე სირიგუს და ხავიერ პასტორეს შეველიეთ, რაც სრულიად საკმარისია. არავის გაშვებას აღარ ვაპირებ და პირიქით, მსურს ზაფხულში გუნდი გავაძლიერო. დროა, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ და საამისოდ ახალი ფეხბურთელების მოყვანაა საჭირო. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. პირადად მე, "პალერმოს" გასაძლიერებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ".

ძალ-ღონეზე მეტად ფინანსებია საჭირო და ვნახოთ, რამდენად შეასრულებს სიტყვას მაურიციო ძამპარინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა