2012 წელი "ფიორენტინასთვის" წარუმატებლად დაიწყო. სერია A-ში გუნდმა მიჯრით წააგო თამაშები და სატურნირო ცხრილში პოზიციები მკვეთრად გაიუარესა
2012 წელი "ფიორენტინასთვის" წარუმატებლად დაიწყო, სერია A-ში გუნდმა მიჯრით წააგო თამაშები და სატურნირო ცხრილში პოზიციები მკვეთრად გაიუარესა.

ფლორენციული გუნდი არც სეზონის პირველ ნახევარში ბრწყინავდა, მაგრამ წელს კიდევ უფრო მძიმე კრიზისში ჩაეფლო და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, სულაც სერია B-ში ამოჰყოს თავი. "ვიოლა" მე-17 ადგილამდე დაეშვა, რამაც ფლორენციელ გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ტოსკანელებს გასავარდნი ზონისგან მხოლოდ ერთი ადგილი და ხუთი ქულა აშორებთ.

"ფიორენტინამ" გასულ ტურში უმოტივაციო "კიევო" მიიღო და, ბევრისთვის მოულოდნელად, საშინაო მარცხი იწვნია (1:2). იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნამატჩევს ფლორენციელმა ულტრასებმა კლუბის მესვეურებზე მორიგი იერიში მიიტანეს და არც მთავარი მწვრთნელი, დელიო როსი დაინდეს.

აღშფოთებულმა როსიმ გულშემატკივრებთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა ტიფოზებისგან უარი მიიღო, სალაპარაკო არაფერი გვაქვსო... მწვრთნელს მხარდაჭერა "ვიოლას" ფორვარდმა კარვალიო ამაურიმ გამოუცხადა:

"ძალიან ცუდად ვთამაშობთ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს, მაგრამ ამაში არა დელიო როსი, არამედ ფეხბურთელები ვართ დამნაშავეები.

"კიევოსთან" რაღაც დავაკელით, რაღაც ისევ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე და მორიგი მარცხი ვიწვნიეთ. დამიჯერეთ, როდესაც მოთამაშეები ამდენ შეცდომას უშვებენ, იქ მწვრთნელი ვერაფერს გახდება. მიუხედავად ყველაფრისა, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ - ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ კრიზისი დავძლიოთ და სერია A-ში ადგილი შევინარჩუნოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა