ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ბიზნესმენია
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ბიზნესმენია.

გერმანული გაზეთის - Die Welt-ის ინფორმაციით, 81 წლის მილიარდერმა საქმიანი ინტერესები მამობრივ სიყვარულზე მაღლა დააყენა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ბერნის ქალიშვილმა ტამარა ექლსტოუნმა მოუყვა, რომელსაც შამპუნი Formula Uno-ს გამოშვება უნდოდა, მაგრამ უფროსმა ექლსტოუნმა შვილს ფული მოსთხოვა.

"მან მითხრა, რომ ბევრი ადამიანი იხდის დიდ ფულს ფორმულა 1-ის ბრენდის გამოყენებისთვის. ამიტომაც უფლებას არ მომცემს, ეს სახელწოდება უფასოდ გამოვიყენო, - განაცხადა ტამარამ. - ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავად გამოვიმუშავო ფული და თუ ეს გამომდის, მამა ამ დროს ძალიან ამაყია. ახლა საკუთარი პროექტები გამაჩნია და ამიტომაც დილით ადრე ადგომის საბაბი მაქვს".

27 წლის ტამარა ექლსტოუნის ქონება ათეულობით მილიონ ფუნტს შეადგენს. ის მეორე ადგილს იკავებს ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქალიშვილებს შორის - ტამარა მხოლოდ მონაკოს სამეფო ოჯახის წევრს - შარლოტა კაზირაგის ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად