ლიბანური კლუბის, "მუტაჰედის" კალათბურთელმა მუჰამედ ელ-აკარიმ სარეკორდო 113 ქულა ჩააგდო ეროვნული ჩემპიონატის მატჩში
ლიბანური კლუბის, "მუტაჰედის" კალათბურთელმა მუჰამედ ელ-აკარიმ სარეკორდო 113 ქულა ჩააგდო ეროვნული ჩემპიონატის მატჩში.

ამ შედეგის მიღწევა მან ზუსტი სამქულიანებით შეძლო: ელ აკარიმ 59-იდან 32 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში.

სარეკორდო მატჩში "მუტაჰედმა" 173:141 დაამარცხა "ბეჯეჰი". "ღმერთს მადლობას ვწირავ ამ შედეგისთვის. ვფიქრობ, ეს არის საჩუქარი იმისთვის, რომ ბევრს ვვარჯიშობდი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს სათამაშო დროისთვის; ასევე - თანაგუნდელებს დახმარებისთვის", - განაცხადა ელ-აკარიმ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აღნიშნულ შეხვედრამდე მცველს მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა - 23 მატჩში ის საშუალოდ 7.6 ქულას აგროვებდა.

FIBA Asia-ს ინფორმაციით, კალათბურთელმა აზიის რეგიონში გამართულ ოფიციალურ მატჩებში შედეგიანობის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

აზიური კალათბურთის ისტორიაში ელ-აკარი მესამე მოთამაშე გახდა, ვინც მატჩში 100-ზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, საკალათბურთო მატჩში შედეგიანობის აბსოლუტური რეკორდი 13 წლის შვედ მატს ვერმელინს ეკუთვნის, რომელმაც სტოკჰოლმში, სკოლების ტურნირზე, თავის გუნდს 272(!) ქულა შესძინა. ის შეხვედრა მატსის გუნდმა 272:0 მოიგო.

რაც შეეხება FIBA-ს ეგიდით გამართულ მატჩებს, რეკორდსმენია ბელგიელი ედი ტერასი, რომელმაც ევროპის 1957 წლის ჩემპიონატზე ალბანეთის ნაკრებს 63 ქულა ჩაუგდო. NBA-ს რეკორდი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის - 100 ქულა 1962 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა