გუნდის კაპიტანმა ჯონ ტერიმ ნეკნი გაიტეხა და არსებობს საფრთხე, რომ მცველმა სეზონის დარჩენილი ნაწილი მთლიანად გამოტოვოს
"ჩელსის" "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამარჯვება ძვირად დაუჯდა: გუნდის კაპიტანმა ჯონ ტერიმ მიმდინარე სეზონში, ვინ მოთვლის, მერამდენე ტრავმა მიიღო - ნეკნი გაიტეხა და არსებობს საფრთხე, რომ 31 წლის ცენტრალურმა მცველმა სეზონის დარჩენილი ნაწილი მთლიანად გამოტოვოს, რაც პრემიერლიგის დარჩენილ თამაშებსა და ჩემპიონთა ლიგაში გუნდს ძალიან მძიმე პრობლემებს ჰპირდება.

ჯერჯერობით ლაპარაკი იმაზე, რომ ჯონი ევროპის ჩემპიონატსაც გამოაკლდება, ნაადრევია. ტერის დამატებითი სამედიცინო შემოწმება გუშინვე უნდა გაევლო და თუკი პირველადი დიაგნოზი დადასტურდებოდა, მაშინ... "ჯერჯერობით მასზე ის ვიცით, რომ ნეკნი აწუხებს.

მისი შეცვლა სწორედ ამით იყო განპირობებული. მისი ტრავმის სირთულეზე ხვალ მეტი გვეცოდინება. იმედი, რომ სერიოზული არაფერია, ჯერ კიდევ არსებობს," - განაცხადა მატჩის შემდეგ "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ლურჯებს" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" მოუწევთ დაპირისპირება, ესპანურმა გაზეთებმა კომენტარისთვის ლონდონელთა ყოფილ თავკაცს ჟოზე მოურინიოს მიმართეს. მისი შეფასებით, "ჩელსის" კატალონიელებთან დაპირისპირებაში წარმატების შანსი საერთოდ არ აქვს.

პორტუგალიელმა ეს განცხადება მისთვის უჩვეულოდ კორექტულ ფორმებში გააკეთა. როგორც ჩანს, მას 19 მაისს მიუნხენის "ალიანს არენაზე" ნეიტრალური გულშემატკივრისთვის საოცნებო ფინალის - "ბარსელონა"-"რეალის" ხილვა სურს.

"გულწრფელად ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, რომ ფინალში "რეალი" და "ჩელსი" არ შეხვდებიან. მე ასე ვფიქრობ და, მოდი, ამით შემოვიფარგლოთ. შესაძლებელია, გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს "ბარსელონა"-"ბაიერნი" დაუპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ და "ჩელსი" ვერ შევხვდებით. რატომ? მიზეზი ყველამ ვიცით.

აქვე გავიმეორებ: გაზეთებმა დაწერეს, თითქოს "მანჩესტერ სიტისთან" გავაფორმე წინასწარი ხელშეკრულება. ეს აბსოლუტური სისულელეა. მადრიდულ კონტრაქტში კიდევ ორი წელიწადი დამრჩა და იქამდე კიდევ დიდი დროა. ყველამ იცის, რომ მიყვარს ინგლისი და ერთ დღეს იქ სიამოვნებით დავბრუნდები; მაგრამ როდის მოხდება ეს, არავინ იცის," - განუცხადა "განსაკუთრებულმა კაცმა" BBC-ის.

კატალონიელებთან მომავალ ორრაუნდიან პაექრობაზე ილაპარაკა "გარდიანთან" ინტერვიუში ფრენკ ლემპარდმაც. ვეტერანი "ბლაუგრანასთან" დაპირისპირებას სულმოუთქმელად ელის, რადგან დღემდე მწარედ ახსოვს 2009 წელს მასთან შეტაკება და ნორვეგიელი ტომ ჰენინგ ოვრებოს "ლეგენდარული" მსაჯობა.

"ჩელსის" "ბარსასთან" ანგარიში გასასწორებელი აქვს. სამი წლის წინ მათ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავდათ და ახლაც ასეა, მაგრამ მაშინდელი სკანდალური მატჩი დღემდე გვახსოვს. მესმის, რომ "ბარსელონა" ფავორიტი იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მათი დამარცხების შანსი. ფინალში გასასვლელად საუკეთესო ფეხბურთის დემონსტრირება დაგვჭირდება და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება," - აცხადებს ლემპარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს