ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში ეტყობოდათ, რომ უმოტივაციოდ იყვნენ. მიუხედავად ამისა, გრანდმა აპოელ-ს მაინც დიდი ანგარიშით, 5:2 მოუგო.

"სამეფო გუნდმა" ვალი მოიხადა და ნახევარფინალში თამაში ოფიციალურად გაინაღდა - აი, იქ კი, ჟოზე მოურინიოს გუნდს ორი უმძაფრესი მატჩი ელის მიუნხენის "ბაიერნთან".

რეაქციები

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "ბაიერნი" რთული მეტოქეა. მე არ ვფიქრობ, რომ ფინალში იოლად გავალთ, რადგან მიუნხენელებს ისეთი გუნდი ჰყავთ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია".

ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი): "ბაიერნთან" ნამდვილად გაგვიჭირდება. ვფიქრობ, ბრწყინვალე ნახევარფინალი იქნება, რადგან რეკორდმაისტერი დიდი გუნდია. მაგრამ მე კარგად ვიცნობ "ბაიერნს", რადგან 2010 წელს გერმანული გრანდი დეტალურად შევისწავლე და მას მერე "ბაიერნი" დიდად არ შეცვლილა.

ფინალი მიუნხენშია და ეს გერმანელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და რეკორდმაისტერთან მატჩებს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

იუპ ჰაინკესის გუნდი უმეტესად გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და თანაც, რიბერისა და რობენის სახით ორი ბრწყინვალე ლეგიონერი ჰყავს".

TOP ფეხბურთელი

პაულო ჟორჟე (აპოელ)

კვიპროსული კლუბის ცენტრალური მცველი მაგრად იბრძოდა! ჯერ, თანაგუნდელთან შეჯახებისას ორი კბილი დაკარგა (!), მერე კი, როცა ექიმები უკირკიტებდნენ, მესამე კბილი თავად ამოიძრო!

მიუხედავად ამისა, მან შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

FLOP ფეხბურთელი

ურკო პარდო (აპოელ)

ესპანელ მეკარეს, რომელიც "ბარსელონას" აღზრდილია, თავის გამოჩენის შანსი მიეცა, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთამდე ზედმეტად ნერვიულობდა. რონალდოს ჯარიმის დროს კი სასტიკად შეცდა.

ტაქტიკა-სტრატეგია

მოურინიომ, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი მატჩისგან განსხვავებით ძირითადი შემადგენლობა ხუთ პოზიციაზე შეცვალა: დაცვის ცენტრში, პეპეს გვერდით ვარანი ათამაშა, სერხიო რამოსი კი მარჯვნივ გადასწია, ხოლო მარცხნივ, კოენტრაო მარსელომ შეცვალა. ნახევარდაცვის ცენტრში ჟოზემ გრანეროსა და შაჰინის დუეტს მისცა მორიგი შანსი, ხოლო მათ წინ, იოზილის ნაცვლად კაკა, მარჯვნივ კი სულაც ჰამით ალთინთოფი ათამაშა.

ცვლილებები აპოელ-ის თავკაცმა ივან იოვანოვიჩმაც განახორციელა, თანაც ოთხი: კარში, ქიოტისის ნაცვლად პარდო ვიხილეთ, ტრავმირებულები, ოლივეირა და ტრიკოვსკი კი კაკამ და მარსინიომ შეცვალეს. სასტარტოში დაბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი მანდუკაც.

ანალიზი

"რეალის" მეორე გუნდმა ისევ საკუთარ საჯარიმოსთან მიჯაჭვულ ნიქოზიელებთან თამაში აქტიურად დაიწყო. ყველაზე მეტს მარსელო დარბოდა, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს შეტევაში ატარებდა და ხშირად მესამე საყრდენ ნახევარმცველად გვევლინებოდა.

აპოელ-ის ფეხბურთელებს შეტევაზე ფიქრიც კი არ უცდიათ. ნიქოზიელები მთელი გუნდით თავს იცავდნენ და ასე განსაჯეთ, "რეალის" ნახევარზე პირველად მხოლოდ მე-11 წუთზეღა გადავიდნენ. პრინციპში, გოლების გატანის დაუოკებელი სურვილი არც მადრიდელებს ჰქონიათ - "რეალის" მთავარი იარაღი წინა ხაზზე ისევ და ისევ მარსელოს ჩაწოდებები იყო.

ერთ-ერთი კუთხურის შემდეგ "რეალს" გაუმართლა: ნიქოზიელებმა მშვენიერი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ აილტონი სერხიო რამოსმა გააუვნებელყო. მერე კი განრისხდნენ მადრიდელები და შეტევაში უფრო მოინდომეს...

სურათი არც მეორე ტაიმში შეიცვალა: თამაშს მთლიანად "რეალი" აკონტროლებდა, აპოელ-ის ფეხბურთელები კი, მართალია, მეტოქის ნახევარზე გადასვლას უფრო ხშირად ბედავდნენ, მაგრამ კასილიასის კართან ხიფათი დიდხანს ვერ შექმნეს. მერე "რეალმა" ტემპი დააგდო და დაისაჯა კიდეც - 2:1.

ბოლო 15 წუთი კარგი საყურებელი გამოვიდა - თუკი შეიძლება, რომ აბსოლუტურად უმოტივაციო თამაშსა და გოლებს "კარგი საყურებელი" ვუწოდოთ. 15 წუთში 4 გოლი - ესეც საქმეა.

დასკვნა

ცუდია, როცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთი გუნდი ასე იოლად უგებს მეორეს. უბრალოდ, ამ ტურნირს არ ეკადრება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა