სტამბოლში, "ოთხთა ფინალის" ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან: ცსკა-"პანათინაიკოსი", "ბარსელონა"-"ოლიმპიაკოსი"
საკალათბურთო ევროლიგაზე ერთადერთ წყვილში რჩებოდა გასარკვევი ნახევარფინალისტი. მეხუთე მატჩის თამაში დასჭირდათ "პანათინაიკოსსა" და "მაკაბის". საკუთარი მოედნის უპირატესობა ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს ჰქონდა, ამიტომაც შეხვედრა ათენში გაიმართა.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ, "პანათინაიკოსმა" მეორე მეოთხედში სერიოზული ჰადიკაპი მიიღო - 10-წუთიანი მონაკვეთი 11 ქულით მოიგო და დიდი შესვენებისთვის 9-ქულიან უპირატესობას მიაღწია. მესამე მეოთხედში არაფერი შეცვლილა - თანაბარი 10 წუთის შემდეგ, ბოლო მეოთხედის წინ "პანათინაიკოსი" ისევ 9 ქულით იყო წინ. ბოლო მეოთხედში ეს უპირატესობა შენარჩუნდა და სირენამდე 2 წუთითა და 23 წამით ადრე მასპინძლები ისევ კომფორტულად გრძნობდნენ თავს - 78:69.

მაგრამ აქ "მაკაბიმ" კინაღამ სასწაული მოახდინა. დაახლოებით წუთნახევრიან მონაკვეთში ისრაელის ჩემპიონი ლენგფორდისა და ბლუს მონდომებით 13:5 გაიქცა და "პანათინაიკოსის" უპირატესობა ერთ ქულამდე დავიდა. ბოლოს კი, პნინის ზედიზედ სამი საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - 85:85.

"პაომ" ბოლო შეტევა მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, დიამანტიდისს (25 ქულა) მიანდო, რომლის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. ბერძნების მცველმა ორიდან ერთი თავისუფალი ჩააგდო და "მაკაბის" ბოლო შეტევისთვის ხუთი წამი დარჩა, მაგრამ სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე გადასვლაც ვერ მოასწრეს და "პანათინაიკოსმა" 86:85 მოიგო.

ასე რომ, სტამბოლში, 11 მაისს "ოთხთა ფინალის" ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან: ცსკა-"პანათინაიკოსი", "ბარსელონა"-"ოლიმპიაკოსი".

პანათინაიკოსი-მაკაბი 86:85

18:20, 23:12, 21:21, 24:32

პ: დიამანტიდისი (25+6 მოხსნა), იასიკიავიჩუსი (13), პერპეროგლუ (9), ბატისტი (8+5 მოხსნა), ვუიუკასი (8).

მ: ბლუ (14), ლენგფორდი (11), ბურშტეინი (10), ოჰაიონი (10), სმიტი (9+9 მოხსნა), პნინი (9), ჰენდრიქსი (8+4 პასი), შორცანიდისი (8).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით
ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს
U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა