"ჩიკაგოს" "ბოსტონის" დამარცხება შარშანდელი MVP-ის გარეშე მოუხდა
"ჩიკაგოს" გულშემატკივართა მხრიდან დიდი მოლოდინის მიუხედავად, დერიკ როუზი ჯერ ვერ დაუბრუნდა მოედანს, ამიტომაც "ხარებს" "ბოსტონის" დამარცხება შარშანდელი MVP-ის გარეშე მოუწიათ.

საინტერესოდ გამოიყურებოდა "ბოსტონის" სასტარტო შემადგენლობა. ასოციაცის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა უდიადესმა სნაიპერმა რეი ალენმა ხუთეულში ადგილი დაუთმო სწრაფად პროგრესირებად ბრედლის. რეი თავის ხანგრძლივ კარიერაში მხოლოდ მეხუთედ ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

დოკ რივერსის სვლამ გაამართლა, რადგან მეორეწლიანმა ბრედლიმ დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა.

"ბოსტონმა" დიდ შესვენების წინ 16:5 გაქცევა განახორციელა - შეცვლაზე შემოსულმა ბასმა ზედიზედ სამ შეტევაში 7 ქულა დააგროვა, პირსმა

ურთულესი ბურთი ჩააგდო და თან მეურვეს წესი დაარღვევინა, ამას რონდოს ორი უზუსტუსი პასი და ორქულიანი დაემატა. "ბოსტონი" გასახდელში 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

როგორც ჩანს, ჩიკაგოელებმა შესვენებაზე საჭირო დარიგებები მიიღეს მწვრთნელისგან. მასპინძლებმა, პირველ რიგში, ტემპს მოუმატეს, ჰემილტონმა და ბუზერმა გამთამაშებლებზე არანაკლებ ეფექტურად დაიწყეს პასების დარიგება, ნოა კი შეტევაში გააქტიურდა და ზედიზედ გარბოდა კონტრშეტევებში. ასე რომ, მალე "ბულზმა" თანაფარდობა აღადგინა.

ხოლო, როცა საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი დენგმა (ბრიტანელმა თავისი 26 ქულიდან 18 მეორე ტაიმში დააგროვა), მასპინძლებმა ნელა, მაგრამ მეთოდურად დაიწყეს უპირატესობის გაზრდა. "ბოსტონმა" ამას ვერაფერი დაუპირისპირა - "კელტებს" დაღლა დაეტყოთ.

ყველაფერი საბოლოოდ ცხადი გახდა საფინალო სირენამდე 1.42 წუთით ადრე, როცა დენგის პასით დანკი შეასრულა ბუზერმა. მანამდე იმავე დენგმა ზედიზედ ოთხი შეტევა ზუსტი ტყორცნით დაასრულა. ამ მომენტისთვის სხვაობამ 10 ქულას მიაღწია და პირსისა და გარნეტის უზუსტობების ფონზე (ამ დუეტმა 37-დან 24 ტყორცნა ააცილა), "სელტიქსის" გადარჩენა წარმოუდგენელი ჩანდა. მაგრამ სასწაულის შანსი მაინც იყო, რადგან დარჩენილ დროში "ჩიკაგოს" თამაშიდან ბურთი არ ჩაუგდია, რონდომ კი "მინუს 5"-ზე სირენამდე 9 წამით ადრე სამქულიანი ააცილა. ამით ყველაფერი დასრულდა. "ბულზმა" ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

ჩიკაგო-ბოსტონი 93:86

18:22, 20:27, 29:17, 26:20

ჩ: დენგი (26+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ნოა (17+9 მოხსნა), უოტსონი (15+8 პასი), ბუზერი (12+14 მოხსნა).

ბ: პირსი (22+8 მოხსნა), ბასი (15+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ალენი (14), გარნეტი (12+14 მოხსნა), რონდო (10+12 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს