რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ოთხი შეხვედრის მონაწილე სამ გუნდს მოედანზე მთავარი მწვრთნელი არ გაუძღვა
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში საინტერესო თამაშები ვიხილეთ, მაგრამ წერა მწვრთნელების თემით უნდა დავიწყოთ: ოთხი მატჩის მონაწილე სამ გუნდს მთავარი მწვრთნელი არ გაუძღვა.

"სამედიცინოსა" და სტუ-ს თავკაცები, შესაბამისად კახა შენგელია და ზურაბ ტომარაძე დარბაზში ავადმყოფობის გამო არ იყვნენ. "სოხუმის" მწვრთნელი რიმვიდას სამულენასი კი ლიტვაში გაფრინდა და მთავარი მწვრთელის სტატუსი ვაჟა კვარაცხელიას დაუბრუნდა.

დაბრუნებასთან დაკავშირებით: ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ითამაშა თსუ-ს უკანახაზელმა ბექა ჩიკვილაძემ და კალათბურთს მოწყურებულმა დიდი წვლილი შეიტანა ფავორიტი "შსს აკადემიას" დამარცხებაში. ჩიკვილაძემ 28 ქულა და 5-5 პასი-ჩაჭრა მიითვალა. ტურის საუკეთესოობაც არავის დაუთმო.

6 აპრილი, თბილისი. სპორტის სასახლე

დინამო-სტუ 102:81

28:16, 20:16, 24:22, 30:27

დინამო: ლეჟავა (14ქ, 6მ, 6პ), ლომიძე, კეიდია (12ქ, 5მ), ალხანაიძე (8ქ), მეხრიშვილი (2ქ), ზეჩევიჩი (16ქ, 7მ), ოლუიჩი (19ქ, 18მ, 3პ, 6დ), კარტერი (30ქ, 15მ, 3პ, 4ჩ).

სტუ: ტეტელაშვილი (9ქ, 7პ), თევზაძე, ჭოხონელიძე, ხანიაშვილი (28ქ, 6მ), კობიძე (2ქ, 6მ), ახლაია, დეკანოიძე, ძიძიგური (7ქ, 4პ), კოპალიანი (7ქ), ნოზაძე (13ქ), ანთაძე (15ქ, 5მ, 3ჩ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

თუ სტუ-ს მთავარი მწვრთნელი აკლდა, "დინამომ" ორი წამყვანი კალათბურთელის გარეშე იასპარეზა: ბექა წივწივაძის და დუდა სანაძის. მათი უთამაშებლობის მიზეზებზე გუნდის მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, აქ კი მოგახსენებთ, რომ ქიენ კარტერისა (15 მოხსნა) და მილან ოლუიჩის (18 მოხსნა, 6 დაფარება) დამსახურებით "დინამომ" ახალგაზრდა მეტოქეს ფარქვეშ დიდი უპირატესობით აჯობა: მოხსნებში 51:30, ხოლო სამწამიანი ზონიდან 60 ქულა მოაგროვა, მაშინ როცა იგივე ადგილიდან მხოლოდ 18 ქულა გაუშვა.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):

- გუნდში გარკვეული ცვლილებები იყო და როგორც შევძელით ისე ვითამაშეთ. კმაყოფილი არ ვარ, რადგან საკუთარ კალათში ბევრი ბურთი მივიღეთ. გადავწყვიტე სანაძე დამესვენებინა, რაც შეეხება წივწივაძეს, იგი "დინამოს" წევრი აღარ არის. გუნდის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით კონტრაქტი შეუწყდა.

გია ტეტელაშვილი (სტუ-ს მეორე მწვრთნელი):

- სტუ-ს მთავარი მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე შეუძლოდაა და დღეს გუნდთან ერთად არ იყო. ვფიქრობ, ამ ფაქტმა გარკვეული გავლენა იქონია. რა შეეხება მატჩს, "დინამომ" ჩვენზე უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

გიორგი ტეტელაშვილი (სტუ):

- ეს იყო ჩვენი ბოლო შანსი პლეი ოფში გასვლისა, მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, სამწუხაროდ დავმარცხდით.

ოლიმპი-სამედიცინო 96:76

27:11, 20:27, 25:23, 24:15

ოლიმპი: გამყრელიძე (9ქ, 12პ, 5მ, 3ჩ), გულისაბედაშვილი (5ქ), მილუტინოვიჩი (13ქ, 9მ), მ. ბერიშვილი (8ქ, 5მ, 5პ), სლიუკა (7ქ), ტუტუსი (11ქ, 3პ), ცინცაძე (14ქ, 11პ, 7მ), ტოდოროვიჩი (9ქ), ჰოგერი (16ქ, 10მ).

სამედიცინო: ტომარაძე (9ქ, 10მ), პირველაშვილი (2ქ), გაბისონია, აბაიშვილი (3ქ, 5მ), ჭოჭუა (18ქ, 5მ, 3პ, 3დ), ილიჩი (9ქ, 7მ), დვალიშვილი (15ქ, 13მ, 5პ), ფერიაშვილი, სამოილოვიჩი (15ქ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.

"ოლიმპს" სეზონის რეკორდის გამეორებამდე ორი პასი დააკლდა. ერთ მატჩში მოგროვილი შედეგიანი გადაცემების მიხედვით "არმია" ლიდერობს - 38. "ოლიმპმა" "სამედიცინოსთან" 36 პასი შეასრულა, საიდანაც 23 ლაშა გამყრელიძისა და გიორგი ცინცაძის ანგარიშზე იყო.

"მედიკოსების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტანმაღალ "ოლიმპს" მოხსნებში არათუ ჩამორჩა, აჯობა კიდეც - 49:47. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, გია კაზანჯიანის შეგირდებმა პირველივე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და 96:76 გაიმარჯვეს.

თემურ აბულაძე ("ოლიმპის" მეორე მწვრთნელი):

- კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. თავად განსაჯეთ: შედეგიან გადაცემებში ორი მოთამაშე გადასცდა 10-იან ზღვარს. ბიჭებმა ჩინებულად ითამაშეს.

თენგიზ ფიცხელაური ("სამედიცინოს" მეორე მწვრთნელი):

- გუნდის თავკაცი კახა შენგელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დღეს გუნდს ვერ გაუძღვა... რაც შეეხება მატჩს, მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა.

არმია-სოხუმი 89:69

19:30, 21:10, 18:18, 31:11

არმია: რიჩარდსონი (14ქ, 6მ), ბოისა (9ქ), კვიმსაძე, ტომასი (16ქ, 7მ), შელბომი (10ქ, 7მ, 5დ), დიასი (17ქ), ვუდსაიდი (19ქ, 10პ, 9მ), საყვარელიძე (4ქ).

სოხუმი: ფარღალავა (8ქ, 5პ, 5მ), როგავა (4ქ), ჩლაიძე (5ქ), ჩაჩიბაია (4ქ), ათუაშვილი (15ქ, 9მ), ფაცაცია (21ქ, 5მ, 4პ, 3ჩ), გაფრინდაშვილი, ქადარია, ჯგერენაია (12ქ, 6მ), ჯანაშია.

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე.

მოტივაცია, ფაცაცია... ამ ორი ფაქტორის გამო "არმია"-"სოხუმის" მატჩის მიმოხილვას წაგებული გუნდით ვიწყებთ. ბევრისთვის მოულოდნელად სოხუმელებმა ჩემპიონატის ფავორიტს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მეორე პერიოდში 13 ქულითაც დაწინაურდნენ, ხოლო მეოთხე ათწუთეულის წინ ტაბლოზე 58:58 ეწერა.

გადამწყვეტ რაუნდში სოხუმელებს ძალა აღარ ეყოთ. მათმა ფორვარდმა ლევან ფაცაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი. იგი ბურთსაც კარგად ათამაშებდა, დრიბლინგებსაც შედეგიანად ასრულებდა და 6-დან 3 სამქულიანიც ჩააგდო.

"არმიაში" კი ტრავმის მოშუშების შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა გილერმო დიასმა (17 ქულა), გამთამაშებელ ბენ ვუდსაიდს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა (19 ქულა, 10 პასი, 9 მოხსნა).

კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):

- განვლილი ორი მატჩი, "ბათუმთან" და "რუსთავთან" არცთუ კარგად ჩავატარეთ. შეიძლება ითქვას, გუნდს გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ სპორტში ასეთი შემთხევები ხშირია და კვლავ აღმასვლის გზაზე ვართ. ამის მაგალითი დღევანდელი მატჩია. მადლობა "სოხუმს" რომელმაც ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და კარგი კალათბურთი აჩვენა.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):

- "არმია" ძლიერი გუნდია და კმაყოფილი ვარ მის წინააღმდეგ ჩვენი ბიჭების თამაშით. მითუმეტეს, რომ ბოლო დროს გუნდში არცთუ სახარბიელო ვითარება გვქონდა. მოგეხსენებათ, მწვრთნელი, რიმვიდას სამულენასი კლუბიდან წავიდა... მიუხედავად ამისა ბიჭებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს, სამი პერიოდი მეტოქეს თანაბრად ვებრძოლეთ.

თსუ-შსს 77:65

21:18, 22:21, 18:11, 16:15.

თსუ: კოხრეიძე (7მ), ჩიტაშვილი (17ქ, 6მ, 3პ, 3ჩ), ხიზანიშვილი (3ქ), შერმადინი (2ქ), ჩქარეული (24ქ), ბაქრაძე (1ქ, 3პ), ჩიკვილაძე (28ქ, 5პ, 5ჩ), ვ. ბერუაშვილი (2ქ).

შსს: მუდი (10ქ), ლაფანაშვილი (1ქ), ბოქოლიშვილი (12ქ, 3პ), ნიკოლაძე (5ქ, 3პ), ლონდარიძე (5ქ, 5მ), თენიეშვილი (2ქ), ტრეპალოვაცი (3ქ, 6მ), ბექაური (12ქ, 14მ), იმნაძე (8ქ, 9მ), ტაბსი (7ქ, 3ჩ).

მსაჯები: ს. საინერისი, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.

ისევე როგორც "სოხუმი" "არმიასთან", თსუ "შსს აკადემიასთან" სათამაშოდ სათანადოდ მოემზადა და შედეგიც მოიმკო.

სტუდენტებს თორნიკე ნინიაშვილი აკლდათ, თუმცა მასაც რომ ეთამაშა, ფარქვეშ აკადემიელებთან უპირატესობას მაინც ვერ მოიპოვებდნენ. ამიტომ აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გააკეთეს და სარეკორდო 41 სამქულიანი სტყორცნეს, საიდანაც 15 ჩააგდეს. საპირისპიროდ, ფარქვეშ დიდი უპირატესობა ჰქონდა შსს-ს - სამწამიანი ზონიდან 40 ქულა მოაგროვა (18-ის წინააღმდეგ).

საბოლოოდ რომელმა სტრატეგიამ გაამართლა, ანგარიშიდანაც ჩანს. ჩიკვილაძის გვერდით გამოსარჩევია ვახტანგ ჩქარეულისა და მიხეილ ჩიტაშვილის შედეგიანობა. შსს-დან კი 12-12 ქულა მერაბ ბოქოლიშვილმა და ბექა ბექაურმა მოაგროვეს. გუნდს ვერ დაეხმარნენ ტრავმირებული ტრეისი სმიტი და ლარი ბლერი.

გიორგიოს კეცელიდისი ("შსს აკადემიას" მწვრთნელი):

- მარცხი ჩემი ბრალია და არა მოთამაშეების. მათი გარჯით კმაყოფილი ვარ, ბოლომდე დაიხარჯნენ და ყველაფერი გააკეთეს რა შეეძლოთ.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):

- ის შრომა, რომელიც ბოლო ერთი კვირის მანძილზე გავწიეთ, დაგვიფასდა. კალათბურთელებმა დავალებები ბრწყინვალედ შეასრულეს და დაივიწყეს წინა ტურში "რუსთავთან" მარცხი. ხისტი დაცვით მეტოქის მაღალ კალათბურთელებს ფარქვეშ მუშაობის საშუალება არ მივეცით.

ვახტანგ ჩქარეული (თსუ):

- მინდა სიხარული გამოვხატო ბექა ჩიკვილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელმაც ერთთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ შესანიშნავად ითამაშა.

მერაბ ბოქოლიშვილი ("შსს აკადემია"):

- ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელიც აქამდე არცერთ მატჩში არ გვქონია. ალბათ, საკმარისად მობილიზებულნი არ ვიყავით.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ

1. არმია 19 19 0 1737/1230 38

2. ოლიმპი 19 16 3 1625/1377 35

3. ქუთაისი 19 15 4 1621/1444 34

4. შსს აკადემია 19 11 8 1660/1469 30

5. სოხუმი 19 10 9 1502/1466 29

6. დინამო 19 10 9 1563/1615 29

7. სამედიცინო 20 7 13 1591/1724 27

8. თსუ 19 7 12 1534/1642 26

9. სტუ 19 5 14 1424/1658 24

10. რუსთავი 19 3 16 1336/1640 22

11. ბათუმი-რსუ 19 2 17 1376/1704 21

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს