ჯერჯერობით შოტლანდიელთა ტაქტიკური თამაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ქართველების თავდადებული გარჯა
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დასრულებულ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-6 ადგილი დაიკავა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-5 ადგილისთვის მატჩში შოტლანდიელ თანატოლებთან 10:29 წააგეს.

ჩვენმა მორაგბეებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი 15 წუთი მეტოქეს არაფერს უთმობდნენ. მეტიც, რამდენჯერმე აქტიურად შეუტიეს, თუმცა მე-10 წუთზე "სკოტებმა" ტერიტორიის მოგება შეძლეს და ფულბეკმა გევინ ლოუმ ჩვენს ლელომდე 30 მეტრი ირბინა.

სამ წუთში მანვე "უმცროსი ბორჯღალოსნები" კონტრშეტევაზე დაალელოვა. გარდასახვა შოტლანდიელებმა ვერცერთხელ გაიტანეს - 10:0.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მორაგბეებს ათი წუთის განმავლობაში შოტლანდიელების ჩათვლის მოედნის მისადგომებთან იერიში იერიშზე მიჰქონდათ, 29-ე წუთზე ლელო ისევ შოტლანდიელებმა გაიტანეს.

ამჯერად თავი გარემარბმა სემ მონკურმა გამოიჩინა, ლომ გარდასახა - 17:0. ორ წუთში ისევ ჩვენმა მორაგბეებმა შეუტიეს და მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ლელოში გარემარბმა გიორგი ფრუიძემ შეიტანა, გარდასახვა რევაზ ბროძელმა ვერ გაიტანა - 5:17. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

FIRA AER-ის ოფიციალურ ვებგვერდზე პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟის წამყვანმა შესვენებისას აღნიშნა, რომ შოტლანდიელთა ტაქტიკური თამაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ქართველების თავდადებული გარჯაო.

შესაძლოა, ეს ასეც არის. "სკოტები" ჩვენს მორაგბეებზე უფრო განსწავლულნი თუ არიან, ამაში გასაკვირი არაფერია. "უმცროს ბორჯღალოსნებს" მეტოქეზე ბევრად ნაკლები გამოცდილება აქვთ. მეტიც, ამ გუნდს ასეთი დონის მოწინააღმდეგეებთან, როგორებიც ინგლისი, იტალია და შოტლანდიაა, აქამდე არასდროს უთამაშია.

მეორე ნახევარი, პირველის მსგავსად, ისევ ჩვენი გუნდის შეტევებით დაიწყო, თუმცა 51-ე წუთზე ლელო კვლავ შოტლანდიელებმა გაიტანეს - 22:5. ტაიმის დასაწყისში არბიტრმა შოტლანდიელი შერკინების ბურჯი კრის ბარნსი გაასინბინა.

მაგრამ რიცხობრივ უმრავლესობაში საქართველოს ნაკრები მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში იყო. მსაჯმა ამჯერად ყვითელი ბარათი მესამეხაზელ შალვა შაშიაშვილს უჩვენა.

მატჩის 57-ე წუთზე მოედანზე დაბრუნებულმა შაშიაშვილმა მეტოქეს ლელო გაუტანა. გარდასახვა ამჯერადაც ვერ გამოვიყენეთ -10:22. თამაშის დასრულებამდე 13 წუთი რჩებოდა. ამ დროის განმავლობაში სავსებით შესაძლებელი იყო, იტალიასთან ჩადენილი გმირობის გამეორება. ბიჭებს საამისოდ არაფერი დაუკლიათ, თუმცა 64-ე წუთზე "სკოტებმა" კიდევ ერთი ლელო მიითვალეს - 29:10.

თამაშის დასრულებას ორი წუთი აკლდა, როცა მატჩის არბიტრმა მეორეხაზელ მიხეილ მასხარაშვილს წითელი ბარათი უჩვენა. ძნელი სათქმელია, რამდენად ობიექტურები იყვნენ არბიტრები საქართველოს ნაკრების შეხვედრების განსჯისას, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სამ მატჩში ექვსი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მეტისმეტია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი მისია შეასრულა. ჩვენმა მორაგბეებმა ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენლებიდან ერთს, იტალიას მოუგეს და ექვსეულს მიღმა დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი ექსპერიმენტულია და პირველად ტარდება. გაისად, მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე ადგილი დავიკავეთ, მაინც საკვალიფიკაციო ტურნირში მოგვიწევს ასპარეზობა.

ასე გაგრძელდება კიდევ ორი სეზონი და თუ ამ დროის განმავლობაში ექვსი ერის ქვეყნებს დიდ პრობლემებს გავუჩენთ, შეჯიბრება მუდმივად გაიმართება და ფორმატიც შეიცვლება.

ევროპის ჩემპიონატი. U-18

7 აპრილი

VII ადგილისთვის

იტალია-პორტუგალია 41:14

V ადგილისთვის

საქართველო-შოტლანდია 10:29

საქართველო: 15. სგიორგი აფციაური (გიორგი ნადირაძე 50) , 14. დევი დევსურიშვილი, 13. ნიკა ამაშუკელი (იოსებ ტუკვაძე 53), 12. ილია მელაძე (გიორგი ნათელაშვილი 42), 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევა ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი. 1. ზაურ ხარებავა (მიხეილ ზურიკაშვილი 65), 2. ბექა ფირიაშვილი (ბადრი ალხაზიშვილი 42), 3. გიორგი მარგველანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. მიხეილ მახარაშვილი, 6. ონისე მოგელაშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. შალვა შაშიაშვილი (შოთა თევზაძე 65).

2ლ: ფრუიძე, შაშიაშვილი

სინბინი: შაშიაშვილი

გაძევება: მასხარაშვილი

მსაჯი: ვენსან ბლასკო (საფრანგეთი)

III ადგილისთვის

უელსი-საფრანგეთი 7:10

ფინალი

ინგლისი-ირლანდია 25:13

საბოლოო მდგომარეობა

1. ინგლისი, 2. ირლანდია, 3. საფრანგეთი, 4. უელსი, 5. შოტლანიდია, 6. საქართველო, 7. იტალია, 8. პორტუგალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

20 წ. | ცვლილებები რაზმში
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ბრუნდება!
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა