დაიციზაუში მოჭადრაკეთა საერთაშორისო გათამაშების მე-8 ტურში ჩვენებური ტურნირის რეიტინგფავორიტს დაუპირისპირდება
გერმანულ დაიციზაუში (შტუტგარტის ოლქი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის რეიტინგფავორიტები არიან მასპინძელი არკადი ნაიდიჩი (2706) და ფრანგი ეტიენ ბაკრო (2702), მაგრამ მათთვის ეს შეჯიბრება სულაც არ გამოდგა იოლი გასეირნება.

მათ შორის, ვინც მედგარ წინააღმდეგობას უწევს 2700-იანთა კლუბის წევრებს, გახლავთ ქართველი დიდოსტატი კონსტანტინე შანავა, რომელმაც განვლილ შვიდ ტურში ხუთი პარტია მოიგო, ორში დაუზავდა მეტოქეებს და 6 ქულას მოუყარა თავი.

ასევე, 6-6 ქულა მოაგროვეს ბაკრომ, მილოშ პერუნოვიჩმა (ვისაც გუშინ დაუზავდა შანავა), დანილ მილანოვიჩმა (ორივე-სერბეთი), ანდრე ისტარტესკუმ (საფრანგეთი) და იური სოლოდოვნიჩენკომ (უკრაინა). ლიდერებს 0,5-0,5 ქულით ჩამორჩებიან არკადი ნაიდიჩი, ვადიმ შიშკინი და ვლადიმირ ბაკლანი (ორივე-უკრაინა).

ტურნირში, შანავას გარდა, კიდევ სამი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს - საქართველოს ექსჩემპიონი თორნიკე სანიკიძე, საერთაშორისო ოსტატი დავით ლობჟანიძე და გერმანიის სახელით მოასპარეზე დიდოსტატი დავით ბარამიძე.

8 აპრილს ბარამიძემ მილანოვიჩთან წააგო, ხოლო სანიკიძე და ლობჟანიძე მეტოქეებს დაუზავდნენ. ამდენად, სამივეს შვიდი ტურის შემდეგ 5-5 ქულა აქვს. 9 აპრილს მე-8 ტურში ინტერესს იწვევს შემდეგი ორთაბრძოლები: შანავა-ბაკრო, პერუნოვიჩი-ისტრატესკუ, პეტრი-სოლოდოვნიჩენკო, ბაკლანი-მილანოვიჩი, შიშკინი-ნაიდიჩი, ბარამიძე-გრანდადამი, დეგლმანი-სანიკიძე, ლობჟანიძე-ლე ქუანგი.

გერმანიაშივე, ნორდერშტედტში, ასევე მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე შვიდი ტური გათამაშდა. ქართველთაგან იქ ძალებს ცდიან ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონი დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი და ახალგაზრდა მოჭადრაკე ლიკა კობეშავიძე.

მე-6 ტურში ხმიადაშვილმა კურტ კრისტოფულს მოუგო, კობეშავიძემ კი შავი ფიგურებით ტონი შვედს გააჩერებინა საათი.

8 აპრილს ორივე ჩვენებური დანებდა მეტოქეებს. შვიდი ტურის შემდეგ ხმიადაშვილს 3,5, ხოლო კობეშავიძეს 3 ქულა აქვს. 6-6 ქულით ლატვიელი არტურს ნეიკშანსი და უნგრელი ლასლო გონდა მეწინავეობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო