რბოლის ორგანიზატორები თამამად იტყობინებიან იმის შესახებ, რომ საჰირი მზად არის ეტაპის მისაღებად
მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის გრანპრის ბედი კვლავაც გაურკვეველია, რბოლის ორგანიზატორები თამამად იტყობინებიან იმის შესახებ, რომ საჰირი მზად არის ეტაპის მისაღებად.

ადგილობრივ გაზეთში - The Gulf Daily News-ში ამაღლებული ტონით წერენ მზადების შესახებ და სიტყვა არ არის ნახსენები პროტესტებსა და მასობრივ მღელვარებაზე.

მაგალითად, გაზეთი დაწვრილებით ყვება იმის შესახებ, თუ რა მონდომებით მოჰყავთ წესრიგში ტრასის მშენებლებს პადოკ-კლუბი და VIP-ზონები. "გარდა ამისა, მზად არის ყველა ტრიბუნა", - წერს გაზეთი.

იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო პრესას ბაჰრეინში გამგზავრების ნაკლები სურვილი აქვს, ცოტათი უცნაურად მოსჩანს თამამი ფრაზები იმის შესახებ, რომ ავტოდრომის პრესცენტრს საშუალება აქვს მიიღოს 500 ჟურნალისტი და 120 ფოტოგრაფი, ტელერადიოდეპარტამენტში კი შეიძლება განთავსდეს 260 კომპანიის კომენტატორი და გადამღები ჯგუფი.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ამგვარი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია და ეჭვგარეშეა, რომ საჰირის ავტოდრომი მზად იქნება ეტაპის ჩასატარებლად, მაგრამ მზად არის თუ არა ფორმულა 1 ბაჰრეინში გასამგზავრებლად, ამას კვირის ბოლოს შევიტყობთ.

სხვათა შორის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა ბაჰრეინის გრანპრის გაუქმების შემთხვევაში უკვე შეიმუშავეს B გეგმა.

საჯინიბოების ინჟინრებმა, მექანიკოსებმა და მომსახურე პერსონალმა უკვე მიიღეს შანხაიდან გასამგზავრებელი ორი ბილეთი: ერთი ბაჰრეინის და მეორე ევროპის მიმართულებით – ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რბოლა არ გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს