საქართველოს თასი. ნახევარფინალი. პირველი მატჩები. "ზესტაფონი"-"მეტალურგი"
უკვე საკმაო ხანია, რაც საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბების რაოდენობა ორამდე დავიდა - "ზესტაფონს", რომელიც უმაღლეს ლიგას თავიდანვე დამაჯერებლად ლიდერობდა, რუსთავის "მეტალურგი" სამი ქულის დისტანციამდე წამოეწია.

10 აპრილს, 18:00 სთ-ზე, ზესტაფონში ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

ზესტაფონელთა და რუსთაველთა ურთიერთშეხვედრებს დიდი ისტორია აქვს. მიმდინარე ჩემპიონატში კი ისინი უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. "ზესტაფონმა" შინ ჯერ 2:0, შემდეგ კი 2:1 მოიგო, შუალედში კი რუსთავში გამართული მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ სეზონში "ზესტაფონსა" და "მეტალურგს" შორის კიდევ სამი საინტერესო ბრძოლა გველის.

10 აპრილს გასამართი შეხვედრის წინ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვესაუბრეთ და, ბუნებრივია, სათასო ბატალიების პარალელურად, გვერდი არც ჩემპიონატს ავუარეთ.

- ჩვენი მიზანი სამივე ქართული ტიტულის მოპოვება იყო და ეს ამოცანა უცვლელია. ვიბრძვით ჩემპიონობისთვის, თასისა და სუპერთასისთვის. შესაბამისად, "მეტალურგთან" მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. იდეალური, რა თქმა უნდა, შინ მოგება და გოლის არგაშვება იქნება.

- ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე, სანამ აუტსაიდერებთან მოპოვებული ქულები ჩამოგაკლდებოდათ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდით, რომ "მეტალურგი" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თქვენი უმთავრესი კონკურენტი გახდებოდა...

- ჩემპიონატის სისტემაზე ჩემი აზრი არაერთხელ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩემი გუნდის საქმე არის ფეხბურთი და არა - მათემატიკური გამოთვლები. თუ ვინმემ ეს სისტემა სათავისოდ გამოიყენა, ეს მისი საქმეა. ჩვენ კი ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

ჩვენთვის არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი შეხვედრები. თუ ვინმემ აუტსაიდერებთან ქულების დაკარგვა წინასწარ დაგეგმა, რა გარანტია ჰქონდა, რომ მაინცდამაინც ის გუნდები ვერ მოხვდებოდნენ პლეი ოფში? ერთი სიტყვით, ეს თემა ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვალდებულნი ვართ, რეალობას თვალი გავუსწოროთ და "მეტალურგს" ორივე ფრონტზე ვებრძოლოთ. ნამდვილად ძლიერი კონკურენტია, თუმცა თავიდან ველოდით, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა "დინამოსა" და "ტორპედოსთან" მოგვიწევდა.

- ზუგდიდში დაკარგული ქულებისა და შინ "დილასთან" განცდილი მარცხის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზესტაფონს" გარკვეული ჩავარდნა დაეწყო?

- სეზონს ერთ დონეზე ვერავინ ჩაატარებს, თუმცა ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არც ბოლო პერიოდში ვარ. ყოფილა შემთხვევები, როცა არცთუ კარგად გვითამაშია და მოგვიგია. "დილას" კი პირიქით, თამაშით ვაჯობეთ, მაგრამ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ. მთავარი შედეგია და, აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვა, რომ არცთუ საუკეთესო პერიოდი გვიდგას.

- "მეტალურგს" უკვე სამი ქულითღა უსწრებთ. ყოველივე ეს ფეხბურთელთა შორის გარკვეულ შფოთვას ხომ არ იწვევს?

- "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი ყველანაირად ცდილობს, რომ ბიჭებს დაძაბულობა მოუხსნას და საკუთარი ძალების რწმენა შეუნარჩუნოს. ვფიქრობ, ეს კარგად გამოგვდის.

შეიძლება, ბევრი ელოდა, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონობას ნაადრევად გაინაღდებდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია და სიტუაციის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. მჯერა, ჩემპიონი უძლიერესი გახდება, მძიმე ბრძოლაში მოპოვებული ოქროს მედლები კი უკვალოდ არ ჩაივლის და მიღებული გამოცდილება ევროტურნირებზე დიდ სამსახურს გაგვიწევს.

- "დილასთან" მატჩში "ზესტაფონის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა აბაიომი ოვონიკოკოს...

- მძიმე ტრავმის შემდეგ მან მოედანზე დასაბრუნებლად დიდი შრომა გასწია და სამაგიეროსაც სულ მალე მიიღებს. მისი დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში "ზესტაფონისთვის" მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

- "ზესტაფონი" და "მეტალურგი" ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. შეიძლება, ამან მათი შეხვედრების სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად იმოქმედოს?

- არა მგონია, ასე მოხდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერი მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, მოიფიქროს რაღაც ახალი, რითაც მოწინააღმდეგეზე უპირატესობას მოიპოვებს.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ "ზესტაფონი" სეზონის გადამწყვეტი მატჩებისთვის ასი პროცენტით მზადაა?

- ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მოხარული ვარ, რომ პლეი ოფში მოხვედრილი ყველა გუნდი, მათ შორის ისინიც, ვისაც ევროტურნირებზე გასვლის შანსი არ აქვთ, ბოლომდე იბრძვიან. მათი დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ვალდებულები ვართ, დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობისა და თასის მოპოვების ღირსნი ვართ. ეს ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მწვრთნელისთვისაც, დიდი გამოწვევაა.

კლუბის ხელმძღვანელობამ გამოუცდელ ადამიანს ამხელა პასუხისმგებლობა დამაკისრა და ვალდებული ვარ, მისი და გულშემატკივრების ნდობა გავამართლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბანდერა
შენით მიხვდი მაგას?
vasiko basiladze
ნაღდათ იმსახურებთ ჩემპიონობას,ძალიან კარგი და ნიჭიერი მწვრთნელი ხარ,გუნდი მაგარი გყავს,აბა თქვენ იცით გაახარეთ თქვენი გულშემატკივრები,უაზრო ქულების დაკარგვის დრო არაა,ესე მოგვიწყო ფედერაციამ საქმე შემოიღო ახალი სისტემა რაღაც გაუგებრობა ბუნებაში რომ არ არსებობს ისეთი,სპეციალურად მოიგონეს ეძებენ რაღაცას,მაგრამ რაც არ იციან მაინც ვე რ გაიგებენ,ფედერაციაზე ვამბოფ,მაგენი ყველა უნდა მოხსნა ვინცაა იქ
kapo
შენთან იბრძვიან, სხვას კი უწვებიან. ესაა ცუდი. ყველას არ ეკუთვნის ეს
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის