ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით ადგილობრივ გუნდთან შეკრებას გადის
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები უკვე მონღოლეთშია და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით ადგილობრივ გუნდთან გადის ერთკვირიან შეკრებას.

მოგეხსენებათ, იაპონია-კორეიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი გერმანიაში გადაფრინდა და წინა კვირა ბერლინში გაატარა ასევე ერთობლივ ვარჯიშებში, რომელშიც გერმანელები, ავსტრიელები და უნგრელები მონაწილეობდნენ.

მონღოლურ შეკრებაში ჩვენებს სპარინგ-პარტნიორობას მხოლოდ მასპინძელთა გუნდი უწევს, თუმცა მათი სიძლიერე საკამათო, ვფიქრობ, არავისთვისაა. ისინი კარგი ფიზიკური მომზადებითა და ეროვნული ჭიდაობის ელემენტებით შეზავებული ძალისმიერი, ცოტა უხეში სტილით გამოირჩევიან, რაც პირველივე ვარჯიშის შემდეგ ჩვენმა ძიუდოისტებმა თურმე საგანგებოდ აღნიშნეს.

ულან ბატორში მიმდინარე ამ შეკრებაში ყველა ის 14 სპორტსმენი იწრთობა, რომლებმაც გერმანიაში ივარჯიშეს: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

ჩვენი გუნდის ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი ჯერ არ ასახელებს 26-28 აპრილს ჩელიაბინსკში გასამართ ევროპის პირველობაზე წასაყვან შემადგენლობას, თუმცა, რადგან მზადების ბოლო ეტაპებზე მონღოლეთში წაყვანილ თოთხმეტეულს დაატარებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპაზეც ეს შემადგენლობა გამოვა.

ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება 100 კილოგრამში მოხდეს, სადაც გასათვალისწინებელია მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის ფაქტორი - მას უახლოეს დღეებში გაუვა დისკვალიფიკაციის ვადა და ევროპირველობაზე გამოსვლის ნებასაც მიიღებს, მწვრთნელი შანსს თუ მისცემს. რაც მთავარია, თავად ზაიზენბახერმა შეცვალა მიდგომა და რაც უფრო ახლოვდება კონტინენტის პირველობა, სულ უფრო ამცირებს ფიზიკურ დატვირთვებს.

გუნდი მონღოლეთიდან 18 აპრილს დაბრუნდება თბილისში, სადაც ხანმოკლე შეკრებას გაივლის, 24-ში კი რუსეთში გაემგზავრება. ცირეკიძეს სასჯელი 19-ში უმთავრდება და ამ ბოლო კვირის განმავლობაში შეეძლება გუნდთან ერთად ვარჯიში. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ბოლო სალიცენზიო ტურნირია, ხოლო ჩვენების ყულაბაში ამჟამად 6 საგზურია. ლიცენზია ჯერ მხოლოდ 66 კილოგრამში არ გაგვინაღდებია, თუმცა შავდათუაშვილს მისი მოპოვების ძალზე რეალური შანსი აქვს.

ამასობაში ევროპის ძიუდოს კავშირმა გამოაქვეყნა იმ მსაჯთა სია, რომლებიც ჩელიაბინსკში ევროპის ჩემპიონატს მოემსახურებიან. სიაში ერთი ქართველი არბიტრიცაა - A კატეგორიის საერთაშორისო მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე.

აღნიშნულ ტურნირს სულ 28 არბიტრი მოემსახურება, რომელთა უმეტესობაც სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. ორ-ორი რეფერი მხოლოდ 6 ქვეყანას ჰყავს - რუსეთს, ბელგიას, საფრანგეთს, გერმანიას, უნგრეთს და ჰოლანდიას; დანარჩენებს - თითო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა