მარიუპოლის გუნდში გადასული 22 წლის ქართველისგან გულშემატკივრები სასწაულებს ელოდნენ
უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში მარიუპოლის "ილიჩივეცმა" შინ სიმფეროპოლის "ტავრიასთან" 0:2 წააგო და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა: 26 ტურის შემდეგ იგორ ლეონოვის გაწვრთნილები 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზე იმყოფებიან და ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ კიევის "ობოლონს" მხოლოდ 6 ქულით უსწრებენ.

ეს თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის გუნდს ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე დამშვიდების საშუალებას არ აძლევს.

ცალკე აღსანიშნავია თარგამაძე, რომელიც "ილიჩივეცში" წელს გადავიდა. 22 წლის ქართველი დონეცკის "შახტარმა" შეიძინა და მარიუპოლში გაანათხოვრეს. დათოს ახალი გუნდი და მისი გულშემატკივრები დიდ იმედებს უკავშირებდნენ, შეიძლება ითქვას, სასწაულებსაც ელოდნენ. თუმცა საგაზაფხულო ეტაპზე ისე ვერ გამოიყურება, როგორც "ოლექსანდრიაში".

უკრაინული ინტერნეტ-გაზეთი "ნოვოსტიუა.ნეტ" წერს, რომ ინდივიდუალური ოსტატობისა და ორიოდე ეფეტური გარღვევის გარდა, თარგამაძემ ჯერ თავი ვერაფრით გამოიჩინაო.

"ტავრიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ "ილიჩივეცის" ვებგვერდმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, იგორ ლეონოვს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ერთ-ერთი კითხვა თარგამაძესაც ეხებოდა:

- გთხოვთ დაახასიათოთ თარგამაძის თამაში. ის "ილიჩივეცში" "ოლექსანდრიას" ერთ-ერთი ლიდერის სტატუსით მოვიდა, მაგრამ მაშინდელ ფეხბურთს ჯერ ვერ აჩვენებს...

- საკუთარ კითხვას თავად უპასუხეთ: თარგამაძე მოვიდა "ოლექსანდრიადან". დიახ, ის ამ გუნდის ლიდერი იყო და არა "მილანის" ან "ბარსელონასი".

თარგამაძე კარგი ფეხბურთელია. მესმის, რომ მისგან ყველა მეტს ელით. ის მონდომებულია, იბრძვის, მაგრამ ჩვენს კოლექტივთან ჯერ კიდევ ადაპტაცია სჭირდება. ამას გარდა, დავითმა შეკრების ნაწილი გამოტოვა. ფეხბურთში კი წვრილმანები არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა