რაგბის კავშირმა ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდელთა გამოსვლა შეაფასა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ესპანეთიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, მე-6 ადგილი დაიკავა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მადრიდში ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენელი იტალიელი თანატოლები დაამარცხეს, რითაც პროგრამა მინიმუმი შეასრულეს.

"შევარდენის სანაკრებო ბაზის" საკონფერენციო დარბაზში რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და ნაკრების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ მადრიდში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ისტორიული ტურნირი იყო. ამ ასაკის მორაგბეთა შორის მსგავსი ფორმატით, სადაც ექვსი ერის ქვეყნების გუნდებს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაამატეს, პირველად ჩატარდა.

ევროპის ჩაემპიონატზე ღირსეულად ასპარეზობისთვის ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა. ჩვენი მიზანი იყო ექვსი ერის ერთი გუნდის დამარცხება და დანარჩენ მატჩებში მეტოქეებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა. შემიძლია განვაცხადო, რომ მწვრთნელების: ილია მაისურაძის, ირაკლი ჭყონიასა და ზურაბ ამონაშვილის მუშაობით კმაყოფილი ვარ.

პირველ მატჩში ინგლისის ნაკრებთან ჩავარდნა გვქონდა, რაც, უწინარესად, გამოუცდელობის ბრალია. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი და უელსი დანარჩენ გუნდებზე ბევრად წინ არიან. ცხადია, ამას გარკვეული ობიექტური მიზეზები აქვს.

ინგლისელების გუნდი ყველაზე მაღალი, ღონიერი და კარგად განსწავლული იყო. რაგბის თამაშის კულტურითაც ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. ამ გუნდს ბევრად არ ჩამორჩებოდნენ საფრანგეთის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები.

ჩვენმა ბიჭებმა ინგლისთან თამაშისას ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. მეორე მატჩში კი იტალიის ნაკრებთან ფანტასტიკურად ითმაშეს. მაშინაც კი, როცა თორმეტი თხუთმეტის წინააღმდეგ დარჩნენ, მეტოქეს არაფერი დაუთმეს. პირიქით, უპირატესობის მოპოვება შეძლეს. მერე იტალიელები ფსიქოლოგიურად გავტეხეთ და აბსოლუტურად დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

შოტლანდიასთან ყველანაირად ვემზადებოდით, რათა ტაქტიკურად გამართულად გვეთამაშა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ, ფაქტობრივად, მოსაგები თამაში წავაგეთ. ანგარიში არ არის იმის ადეკვატური, რაც მოედანზე ხდებოდა.

შოტლანდიელები შერკინებაში აშკარად დავჯაბნეთ, მიღწეული უპირატესობა კი, ელემენტარული, სათამაშო დისციპლინის გამო ვერ გამოვიყენეთ.

მოედნის მიღმა ჩვენი გუნდი, ქცევის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მოედანზე კი, სამ თამაშში, ექვსი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მივიღეთ.

ერთი სიტყვით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ იტალიასა და შოტლანდიას კი არ ვუახლოვდებით, არამედ უკვე ტოლ-სწორნი ვართ. ჩვენი ეს პოზიცია კიდევ უფრო მეტად უნდა განვამტკიცოთ და მათთან ურთიერთშეხვედრებში ნელ-ნელა დადებითი ბალანსი შევქმნათ.

ტურნირის დამთავრების შემდეგ ყველა გვილოცავდა კარგ ასპარეზობას, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს. თუმცა ჩვენ უფრო ის პრობლემები გვაინტერესებს, რომელიც ტურნირში გამოჩნდა. მასზე უნდა ვისაუბროთ და რაც შეიძლება მალე გამოსწორებაზე ვიზრუნოთ.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სარაგბო აკადემიის ახალ კონცეფციაზე, რომლის გამგეობის სხდომაზე დამტკიცებისა და ამუშავების შემდეგ, დარწმუნებულნი ვართ, საკმაოდ დიდ ნახტომს გავაკეთებთ. საჭიროა ერთი სისტემის შექმნა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს.

შეიქმნება კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც ყველა ნიჭიერი მოზარდის მონაცემები იქნება შეტანილი. ეს საშუალებას მოგვცემს, თვალყური მივადევნოთ მისი ზრდისა და მაღალი დონის ოსტატად ჩამოყალიბების პროცესს.

ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება კლუბებთან, რადგან სათამაშო დისციპლინის დაცვას მორაგბე, უწინარესად, საკუთარ კლუბში უნდა სწავლობდეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მორაგბეები განიცდიან საერთაშორისო თამაშების გამოცდილების ნაკლებობას.

საჭიროა ან ჩვენთან მოვიწვიოთ, ან თავად ვესტუმროთ ევროპის ძლიერ სარაგბო ქვეყნებს, მათ ნაკრებებთან და მოწინავე კლუბებთან სათამაშოდ. ეს აუცილებელია, რათა მერე მაღალი რანგის ტურნირზე არ შეექმნათ ფსიქოლოგიური პრობლემები.

მოკლედ, მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზეთ. ექვსი ერის ერთ გუნდს მოვუგეთ და ყველას დავანახეთ, რომ ელიტურ სარაგბო ქვეყნებთან თამაში შეგვიძლია".

ილია მაისურაძე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

"თავიდანვე ჩანდა, რომ გაშლილი თამაშისას დაცვაში პრობლემები გვექმნებოდა. მერე ეს კომპონენტი მეტ-ნაკლებად დავხვეწეთ. მაგრამ ინდივიდუალურ თამაშში, მეტოქესთან ერთი-ერთზე ბრძოლისას ვაგებდით.

შოტლანდიელების შეჩერება ვერ შევძელით და ოთხი სრულიად იდენტური ლელო გაგვიტანეს.

ინგლისთან თამაშის შემდეგ სამი დატვირთული დღე გვქონდა. გავაკეთეთ ვიდეოანალიზი, ჩავატარეთ ფსიქოლოგიური სამუშაო. როგორც კი თამაში დაიწყო, ორი მარტივი ლელო მივიღეთ. თუმცა მერე შევძელით თამაშის დალაგება და მეტოქე ფსიქოლოგიურად გავტეხეთ.

ბურთი როგორც კი ხელში ჩაგვივარდებოდა, უმალ სახიფათო იერიშს ვიწყებდით. ჩემპიონატისთვის მზადებისას თბილისში რამდენიმე საკონტროლო მატჩი გავმართეთ, საფრანგეთში შეკრებაზე "კლერმონის" 19-წლამდელთა გუნდს ვეთამაშეთ, არცერთ შეხვედრაში ყვითელი ბარათი არ მიგვიღია. სათამაშო დისციპლინის დაცვას დიდ ყურადღებას ვუთმობდით. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოთამაშეებს ასე უმტყუნებდათ ნერვები".

ირაკლი ჭყონია, ფიზმომზადების მწვრთნელი:

"ამ ტურნირზე გუნდის შერკინებამ და უკანა ხაზმა დაბალანსებულად ითამაშა. შოტლანდიასთან მორკინალებმა ბევრად უკეთ იასპარეზეს. მოწინააღმდეგეს მოლით 20-30 მეტრზე ათრევდნენ. უკანა ხაზმა შერკინებას მხარი ვერ აუბა. მათი ერთი და იგივე შეცდომის გამო იყო, ოთხი ერთნაირი ლელო რომ მივიღეთ.

იმავეს ვერ ვიტყვით იტალიასთან მატჩზე. ორი გამარჯვების მომტანი ლელო სწორედ უკანახაზელებმა გაიტანეს. ვფიქრობ, ამ ასაკის ნაკრებში, სხვა ასაკობრივ ნაკრებებთან შედარებით, ტექნიკურად უფრო კარგად განსწავლული მოთამაშეები გვყავს. ერთი სიტყვით, გამოჩნდა, რომ უკანა ხაზით თამაშიც შეგვიძლია.

შემოდგომაზე მომავალი ტურნირისთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგვიწევს ასპარეზობა. მეტოქეები, პორტუგალიის გარდა, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები იქნებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოტოზე: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ეპარქიის მადრიდის სამრევლოსთან სტუმრობისას

U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს