ალექს ფერგიუსონის გუნდი "უიგანთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა
"ლივერპულმა", როგორც იქნა, მოიგო. უკანასკნელად მას პრემიერლიგაში 3 ქულა 1 თვის წინ, "ევერტონის" დუბლშემადგენლობასთან შეხვედრაში ჰქონდა მოპოვებული. "ლურჯები" მაშინ ასოციაციის თასზე "სანდერლენდთან" 1/4-ფინალური შეხვედრისთვის ემზადებოდნენ და პრემიერლიგის მატჩი მსხვერპლად შესწირეს.

ჰო, მერსისაიდელებმა მოიგეს, მაგრამ მათი თამაშის ხარისხზე აღმატებული ტონით ლაპარაკი მაინც არ ღირს. დაცვა ისევ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდა. კეროლი, გადამწყვეტი გოლის ავტორობის მიუხედავად, 90 წუთი ისევ უმაქნისი იყო და ასე შემდეგ.

ერთადერთი მიზეზი, რითაც შეიძლება ამ ყველაფრის გამართლება, იყო "წითლების" უჩვეულოდ ახალგაზრდული შემადგენლობა.

მერსისაიდელებს 14 აპრილამდე დრო ექნებათ, რათა კარგად დაისვენონ და "უემბლიზე" "ევერტონთან" სათასო დაპირისპირებისთვის მოემზადონ. მათი თანასწორი "ბლექბერნი" არ არის, რაც მან ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში დაამტკიცა ("სანდერლენდი" 4:0).

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ჯუნიორ ჰოილეტმა საჯარიმო საკმაოდ კარგი პოზიციიდან ვერ დაარტყა ზუსტად. "ლივერპულმა" კი პირველივე სახიფათო შეტევა შედეგიანად დაასრულა. დონის კართან მორიგი სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ ბურთი მარტინ შკრტელმა ჩაიგდო ხელთ. სლოვაკმა საკუთარი საჯარიმოდან გრძელი პასით კრეიგ ბელამის კონტრშეტევის წამოწყების საშუალება მისცა. რეაქტიულმა უელსელმა მეტოქის საჯარიმომდე ირბინა და მაქსი როდრიგესს ბურთი ფეხზე დაასვა. არგენტინელს ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია - 0:1.

იქამდე, ვიდრე "ვარდები" გონს მოვიდოდნენ, ანგარიში გაორმაგდა. ჯონჯო შელვიმ მეტოქეს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ბურთი ცხვირწინ ააცალა, ორიოდე მეტოქე ჩამოიცილა და პოლ რობინსონს ძლიერად დაურტყა. მეკარეს რაც შეეძლო გააკეთა - მოიგერია. სიტუაციის განმუხტვა მცველებმა სცადეს, მაგრამ კეროლის დამატებულის დაბლოკვა ვერ შეძლეს. ბურთი მარტო მყოფ როდრიგესს მიუვიდა - 0:2.

თითქოს უბედურებას არაფერი მოასწავებდა... 25-ე წუთზე ყველაფერი თავდაყირა დადგა. ჯონ ფლენაგანმა დონის ბურთი ცუდად დაუბრუნა. ჰოილეტმა პასი ჩაჭრა და ბრაზილიელთან პირისპირ დარჩა. დონიმ მეტოქე წესების დარღვევით შეაჩერა. ენტონი ტეილორს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა "ბოლო იმედის ჯარიმისთვის" გოლკიპერისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა. ფლენაგანის ნაცვლად მოედანზე ბრედლი ჯონსი შემოვიდა. თერთმეტმეტრიანი იაკუბუ აიგბენიმ ძალიან ცუდად დაარტყა. ავსტრალიელმა მეკარემ ის იოლად დაიჭირა.

სხვაობის შესამცირებლად მასპინძლებს დიდი დრო მაინც არ დასჭირვებიათ. 36-ე წუთზე საჯარიმოდან დევიდ დანის პასით იაკუბუმ ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. ამ მომენტში ნიგერიელს რატომღაც გლენ ჯონსონი ედგა და არა შკრტელი - 1-2.

61-ე წუთზე ბრედლი ჯონსმა ყველას უჩვენა, რატომ ვერ ხვდება ის სათადარიგო ფეხბურთელებს შორისაც კი (მიმდინარე სეზონში პირველად სკამზე ის წინა ტურში "ასტონ ვილასთან" იჯდა). მან ბურთი, შორს გამოტანის ნაცვლად, პირდაპირ იაკუბუს მოარტყა. ბურთი ჰაერში აიჭრა და მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა, მაგრამ ჯონსმა რატომღაც ვერ დაიჭირა. აი, მეორე მცდელობისას კი პირდაპირ ბლექბერნელს დაეჯახა და რატომღაც ხელიც ჰკრა. ტეილორმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, მეკარეს კი ყვითელი ბარათი უჩვენა. იაკუბუმ ამჯერადაც ცუდად დაარტყა, პირდაპირ ცენტრში, მაგრამ ჯონსი გადახტა და გაუშვა - 2:2.

76-ე წუთზე "ლივერპული" კინაღამ ენდი კეროლმა დაღუპა. თავდამსხმელი დაცვის დასახმარებლად ჩავიდა, საჰაერო ორთაბრძოლა ყველას მოუგო და ჯონსს ისე დაურტყა, 2-3-ჯერ ასე რობინსონის კართან რომ ეცადა, 90-ე წუთამდე აუცილებლად გაიტანდა. "ლივერპულის" მეკარემ როგორღაც მოახერხა რეაგირება და თანაგუნდელის დარტყმა გაანეიტრალა.

მატჩს წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "ლივერპულის" სამსვლიანი კომბინაციით დაესვა. სებასტიან კოატესმა მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმოში დაკიდა ბურთი, რომელიც დანიელ აგერმა კეროლს გადააწოდა. თავდამსხმელმა თავის ლივერპულურ კარიერაში აშკარად ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო - 2:3.

პრემიერლიგა. XXXIII ტური

11 აპრილი

მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 4:0

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, ლესკოტი, კომპანი, რიჩარდსი - ბერი, დე იონგი - ნასრი, აგუერო (74. ჯეკო), დ. სილვა (81. საბალეტა) - ტევესი (63. ე. ჯონსონი)

ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ფოსტერი - ჯონსი, დოუსონი, ოლსონი, შორი - კოქსი, მულუმბუ (68. ფორჩუნი), შარნერი, ენდრიუსი, დორანსი (78. ტჩოი) - ლონგი

გოლები: 1:0 აგუერო (6), 2:0 აგუერო (54), 3:0 ტევესი (61), 4:0 დ. სილვა (64)

გაფრთხილება: არ ყოფილა

კარში დარტყმა: 13-6(8-2), კუთხური: 6-2, ჯარიმა: 7-10, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 46 736

უიგანი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0

უიგანი (3-4-3): აბდულა - ფიგეროა, კოლდუელი, ალკარასი - ბოსეჟური, მაკარტური, მაკარტი, ბოისი - მელონი (77. სემონი), დი სანტო (70. დიამე), მოზესი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ფ. ჯონსი, რ. ფერდინანდი, ევანსი, ევრა - ვალენსია, გიგზი, კერიკი, იანგი (46. კლევერლი) - რუნი (65. ნანი), ერნანდესი (58. უელბეკი)

გოლები: 1:0 მელონი (50)

გაფრთხილება: დი სანტო - ფ. ჯონსი, ევანსი

კარში დარტყმა: 5-5(3-1), კუთხური: 7-3, ჯარიმა: 7-13, თამაშგარე: 2:2 ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 18 115

ვულვზი-არსენალი 0:3

ვულვზი (4-4-2): ჰენესი - უორდი, ბასონგი, სტირმენი, ზუბარი - ჯარვისი, დ. დევისი (10. ბერა), ჰენრი, კაიტლი - დოილი (78. ს. ფლეტჩერი), ედვარდსი (53. მილიაში)

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია (85. ჯენკინსონი), ჯურუ, ვერმალენი, სანტოსი - სონგი, არტეტა - უოლკოტი (76. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), რემსი, ბენაიუნი - ვან პერსი

გოლები: 0:1 ვან პერსი (9-პენ), 0:2 უოლკოტი (11), 0:3 ბენაიუნი (69)

გაფრთხილება: დოილი, ზუბარი, კაიტლი -

გაძევება: ბასონგი (6)

კარში დარტყმა: 5-9(2-6), კუთხური: 6-4, ჯარიმა: 8-4, თამაშგარე: 4:0 ბურთის ფლობა: 26%-74%

მაყურებელი: 25 815

ქუინზ პარკი-სუონსი 3:0

ქუინზ პარკი (4-5-1): კენი - ტაივო, ჰილი, ა. ფერდინანდი, ონუოჰა - ტაარაბტი (88. სმიტი), ბუჟაკი, დიაკიტე, ბარტონი, მაკი (77. რაიტ-ფილიპსი) - ზამორა (78. ბოთროიდი)

სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანგელი, კოლკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი (46. ტეიტი) - ბრიტონი (62. მური), ალენი - რუტლეჯი (46. ნ. დაიერი), სიგურდსონი, სინკლერი - გრემი

გოლები: 1:0 ბარტონი (45), 2:0 მაკი (55), 3:0 ბუჟაკი (67)

გაფრთხილება: ტაივო, დიაკიტე -

კარში დარტყმა: 13-5(7-2), კუთხური: 6-9, ჯარიმა: 10-10, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 17 557

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუნაიტედი 33 25 4 4 78-28 79

2. სიტი 33 23 5 5 79-26 74

3. არსენალი 33 20 4 9 66-41 64

4. ტოტენჰემი 33 17 8 8 57-38 59

5. ნიუკასლი 33 17 8 8 50-42 59

6. ჩელსი 33 16 9 8 56-38 57

7. ევერტონი 33 13 8 12 38-34 47

8. ლივერპული 33 12 10 11 40-36 46

9. ფულჰემი 33 11 10 12 43-43 43

10. ნორვიჩი 33 11 10 12 46-52 43

11. სანდერლენდი 33 11 9 13 42-41 42

12. სტოკ სიტი 33 11 9 13 32-45 42

13. ვესტ ბრომვიჩი 33 11 6 16 39-47 39

14. სუონსი 33 10 9 14 35-44 39

15. ასტონ ვილა 32 7 14 11 35-44 35

16. ქუინზ პარკი 33 8 7 18 38-56 31

17. უიგანი 33 7 10 16 31-57 31

18. ბოლტონი 32 9 2 21 36-65 29

19. ბლექბერნი 33 7 7 19 45-70 28

20. ვულვზი 33 5 7 21 34-73 22

ბომბარდირები

27 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 22 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), დემბა ბა (ნიუკასლი), კლინტ დემპსი (ფულჰემი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
შესნიმ გაახანგლძრივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?