მიუნხენის "ბაიერნს" შანსი ჰქონდა, მაგრამ არიენ რობენმა პენალტი ვერ გამოიყენა
ტურის, მეორე წრის და სეზონის ცენტრალურმა მატჩმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! მართალია, მხოლოდ ერთი გოლი ვნახეთ, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ გოლები არ არის. ფეხბურთი, პირველ რიგში, ემოციაა და "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" საჩემპიონო დუელი წარმოუდგენლად ემოციური გამოვიდა.

გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა რეკორდმაისტერი კიდევ ერთხელ დაამარცხა და ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე 6 ქულით უსწრებს. ეს კი, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდი ზედიზედ მეორედ გახდება გერმანიის ჩემპიონი და გააკეთებს იმას, რაც გერმანიაში 16 წელია(!) არავის მოუხერხებია.

16 წელია, "ბაიერნი" ზედიზედ ორ სეზონში "ვერცხლის სინის" გარეშე არ დარჩენილა და, სხვათა შორის, ეს 16 წლის წინაც "დორტმუნდმა" შეძლო - 1995 და 1996 წლებში.

მაშ ასე: 6 ქულა და 4 ტური - მართალია, "ბორუსიას" მომავალ უქმეებზე "შალკესთან" "რურის დიდი დერბი" ელის, მერე კი "გლადბახს" უნდა შეხვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ BVB-ს ორი ურთულესი შეხვედრა ელის, მაგრამ დორტმუნდელებს 6-ქულიანი უპირატესობა, წესით, უნდა ეყოთ.

თანაც, "ბაიერნს" "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დუელები ელის და "ბორუსიასგან" განსხვავებით, მხოლოდ ბუნდესლიგაზე ვერ იქნება კონცენტრირებული...

კლოპი: მე ყველაზე მაგარი გუნდის მწვრთნელი ვარ!

"ბაიერნის" კარში გამარჯვების გოლის ავტორი რობერტ ლევანდოვსკია - პოლონელმა თავდამსხმელმა 77-ე წუთზე კევინ გროსკროიტცის დარტყმულ ბურთს მიმართულება ქუსლით შეუცვალა და მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა.

"მე ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვარ მთელ მსოფლიოში! იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი გუნდი მყავს. ქედს ვიხრი ჩემი ბიჭების წინაშე! ფეხბურთის ამაზე უკეთესად თამაში შეუძლებელია", - ემოციებს ვერ მალავდა მატჩის შემდეგ დორტმუნდელთა დამრიგებელი კლოპი.

"ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა და სამწუხაროა, რომ წავაგეთ. "დორტმუნდს" ახლა ჩემპიონობის იდეალური შანსი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ დარჩენილ ტურებში ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და თუ მოხდა სასწაული და "ბორუსიასთან" მიახლოების შანსი გაგვიჩნდა, ხელიდან არ უნდა გავუშვათ", - ეს კი "ბაიერნის" თავკაცის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია.

დრამატული ბოლო წუთები

დორტმუნდელებს პირველი რეალური საგოლე მომენტი მე-2 წუთზე შეექმნათ, როცა ნოიერთან, ფაქტობრივად, პირისპირ დარჩენილი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი რეკორდმაისტერის მეკარეს გასცდა, მაგრამ ააცილა.

მე-6 წუთზე გროსკროიტცს ჰქონდა ბრწყინვალე მომენტი, როცა კაგავას გამჭოლი პასის შემდეგ ეფექტურად ჩასრიალდა და ბურთს "ბაიერნის" კარში გზავნიდა, მაგრამ ნოიერმა გამაოგნებლად (ფეხით!) მოიგერია, მერე კი ლევანდოვსკის განმეორებით მცდელობასაც გაუმკლავდა. 37-ე წუთი და ისევ "დორტმუნდის" მომენტი: ბლაშჩიკოვსკის ჩაწოდებას ლევანდოვსკი თავით გამოეხმაურა, მაგრამ ბურთი ნოიერის კარის ძელს მოხვდა!

შესვენებაზე "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი პირდაპირ ეთერში ბრაზობდა, ძალიან ცუდად ვთამაშობთო.

"ბიჭები არასაკმარისად მონდომებულები არიან და ძალიან ბევრ არაზუსტ პასს აკეთებენ. თუ "დორტმუნდის" დამარცხება უნდათ, მეორე ტაიმში მნიშვნელოვნად უნდა გამოსწორდნენ", - ამბობდა "კაიზერი" და ცამდე მართალი იყო, რადგან პირველ ნახევარში მიუნხენელებს ერთადერთი და ისიც ნახევრად ხეირიანი მომენტი ჰქონდათ, როცა ტონი კროოსმა 18 მეტრიდან სცადა რომან ვაიდენფელერის კარის დალაშქვრა.

მეორე ტაიმში ბავარიელები ოდნავ უკეთ ათამაშდნენ. 61-ე წუთზე კი ჰაინკესმა მოედანზე ბასტიან შვაინშტაიგერი შეუშვა. რეკორდმაისტერი ცდილობდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა. მერე კი "დორტმუნდმა" გაიტანა - ლევანდოვსკის გოლზე ზემოთ ვისაუბრეთ.

მიუნხენელები შოკში ჩავარდნენ, მაგრამ მერე მოულოდნელად შექმნეს მომენტი: ვაიდენფელერმა რობენი საჯარიმოში დასცა და მსაჯმა კნუტ კირხერმა პენალტი დანიშნა. ამაზე უკეთეს შანსს "ბაიერნი" ნამდვილად ვერ მიიღებდა და რობენმა ეს შანსი ვერ გამოიყენა - თერთმეტმეტრიანი ვაიდენფელერმა აუღო!

"ზოგადად, პენალტების მოგერიება არ მეხერხება, მაგრამ მნიშვნელოვან

თერთმეტმეტრიანებს ხშირად ვიგერიებ ხოლმე. მიმაჩნია, რომ ეს პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, რადგან რობენს არ შევხებივარ, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მოვიგერიე!" - თქვა საფინალო სასტვენის შემდეგ ვაიდენფელერმა.

ბეკენბაუერი: პენალტი რობენს არ უნდა დაერტყა!

ამის შემდეგ რობენს კიდევ ერთხელ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ "ბორუსიას" კარს 2 მეტრიდან(!) ააცილა. მერე კი დორტმუნდელებს კონტრშეტევაზე მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, ლევანდოვსკის კი დუბლის შესრულება, მაგრამ ნოიერის კარი ხარიხამ იხსნა.

"ესეც ასე! ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ გერმანიის ჩემპიონი წელსაც "დორტმუნდი" გახდება! "ბორუსია" ამას იმსახურებს კიდეც", - ასეთი იყო ბეკენბაუერის დასკვნა "სქაი სპორტის" პირდაპირ ეთერში. სხვათა შორის, "კაიზერ-ფრანცმა" რობენს გაჰკრა კბილი - დაუწერელი კანონია, პენალტს არასდროს ასრულებს ის ფეხბურთელი, რომელმაც თერთმეტმეტრიანი "აიკიდაო".

"მე რომ "ბაიერნის" მწვრთნელი ვყოფილიყავი, არ დავუშვებდი, რომ ეს პენალტი რობენს დაერტყა!" - დასძინა ბეკენბაუერმა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXX ტური

ბორუსია (დ)-ბაიერნი 1:0 (იხილეთ ვიდეო)

ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (74. პერიშიჩი), კელი - ბლაშჩიკოვსკი (89. ოვომოიელა), კაგავა (74. ლაიტნერი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი, თ. მიულერი (61. შვაინშტაიგერი), რიბერი - გომესი (75. ოლიჩი).

გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (77)

86-ე წუთზე რობენმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13(6)-7(4); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 80 720

ნიურნბერგი-შალკე 4:1

ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, მარო, ვოლშაიდი, პინოლა - ბალიტში (73. კოენი), სიმონსი - მაკი, დიდავი (88. ვისმაიერი), ფრანტცი (73. ჰეგელერი) - პეკჰარტი.

შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰუგლანდი, პაპადოპულოსი, მატიპი, ესკუდერო - ჰიოგერი (46. ფარფანი), ჯონსი (64. მეტცელდერი) - ჰოლტბი, რაული, დრაქსლერი (46. პუკი) - ჰუნტელაარი.

გოლები: 1:0 ბალიტში (25), 2:0 სიმონსი (37-პენ), 3:0 დიდავი (45), 3:1 ჰოლტბი (85), 4:1 დიდავი (87)

გაფრთხილება: პინოლა - პაპადოპულოსი, ჯონსი, ჰუგლანდი

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 17-26; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(4)-6(1); ბურთის ფლობა: 34%-66%.

მაყურებელი: 44 031

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 4:0

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვაისი (85. ვილიამსი), რუდი - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი (79. მუსონა), რობერტო ფირმინიო - შიპლოკი (61. ბრააფჰაიდი).

ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - ბრუმა, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - კაჩარი (70. რინკონი), იაროლიმი - სალა (46. ტიორე), ილიჩევიჩი - არსლანი (46. პეტრიჩი) - ბერგი.

გოლები: 1:0 ვესტერგაარდი (17), 2:0 სალიჰოვიჩი (25-პენ), 3:0 ჯონსონი (51), 4:0 შიპლოკი (59)

გაფრთხილება: შიპლოკი, ვაისი - ილიჩევიჩი, დრობნი, რინკონი

კუთხური: 3-9; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11(6)-11(6); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 27 000

ლევერკუზენი-კაიზერსლაუტერნი 3:1

ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - კასტრო, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი, როლფესი - შიურლე, რენატო (52. ორტეგა) - კისლინგი (85. ოჩიპკა), დერდიოკი (62. ბარნეტა).

კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - დიკი, აბელი, იაია, ბუგერა - კირხი - დერშტროფი (68. ვოოტენი), დე ვიტი (84. პეცოსი), ფორტუნისი, შაჰანი - სუკუტა-პასუ.

გოლები: 1:0 კისლინგი (1), 1:1 დერშტროფი (42), 2:1 როლფესი (57), 3:1 რაინარტცი (69)

გაფრთხილება: დიკი

კუთხური: 2-4; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 15(8)-16(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 25 627

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 2:0

ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი (79. პოგატეცი), ჰაგი, პანდერი - პინტუ - შმიდებახი, რაუში - შლაუდრაფი (84. შტოპელკამპი) - მ. დიუფი (73. კ. შულცი), ია კონანი.

ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ჰასებე, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - პოლაკი (80. ტრეში), ირჟაჩეკი (53. სიო) - დეჟაგა (75. პოლტერი), მ. შეფერი - მანჯუკიჩი, ვიერინია.

გოლები: 1:0 მ. დიუფი (44), 2:0 ია კონანი (77)

გაფრთხილება: ფელიპე ლოპესი

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7(3)-13(5); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 43 800

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 30 21 6 3 67:22 69

2. ბაიერნი 30 20 3 7 69:20 63

3. შალკე 30 18 3 9 65:39 57

4. ბორუსია (მ) 30 15 8 7 43:22 53

5. შტუტგარტი 30 13 7 10 55:40 46

6. ლევერკუზენი 30 12 8 10 43:40 44

7. ჰანოვერი 30 11 11 8 39:42 44

8. ვერდერი 30 11 9 10 44:46 42

9. ჰოფენჰაიმი 30 10 10 10 38:40 40

10. ვოლფსბურგი 30 12 4 14 41:54 40

11. მაინცი 30 9 9 12 47:48 36

12. ნიურნბერგი 30 10 5 15 31:42 35

13. ფრაიბურგი 30 9 8 13 41:56 35

14. ჰამბურგი 30 7 10 13 33:55 31

15. აუგსბურგი 30 6 12 12 32:47 30

16. კიოლნი 30 8 5 17 36:63 29

17. ჰერტა 30 6 9 15 31:54 27

18. კაიზერსლაუტერნი 30 3 11 16 19:44 20

ბომბარდირები

25 - გომესი (ბაიერნი); 24 - ჰუნტელაარი (შალკე); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი); 15 - როისი (ბორუსია /მ/), ჰარნიკი (შტუტგარტი); 14 - რაული (შალკე).

მომდევნო ტური

13 აპრილი

შტუტგარტი-ვერდერი.

14 აპრილი

შალკე-ბორუსია (დ), ჰამბურგი-ჰანოვერი, კაიზერსლაუტერნი-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-აუგსბურგი, ლევერკუზენი-ჰერტა, ბაიერნი-მაინცი.

15 აპრილი

ბორუსია (მ)-კიოლნი, ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს