ჩინეთში ქალთა წრიული საერთაშორისო ტურნირის ორი ტურის შემდეგ ქართველ მოჭადრაკეს 1.5 ქულა აქვს
დიდოსტატი მონაწილეობს ქალთა წრიულ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ჩინეთში დაიწყო. სტუმართაგან ბელა ხოტენაშვილი და მარია მუზიჩუკი იბრძვიან საპრიზო ადგილებისთვის.

მასპინძლებს მხოლოდ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი აკლიათ. დანარჩენი ყველა უძლიერესი ჩინელი დიდოსტატი ქალბატონი ჩაება შეჯიბრებაში.

ასპარეზობის რეიტინგ-ფავორიტია აზიელთა ეროვნული ნაკრების წევრი ცზიუ ვენძიუნი (2557), მეორე ადგილზეა ჟაო სიუ (2543), რომლებიც გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონები არიან თან ჟონსა და ჟან სიაოვენთან ერთად. 2490-2490 პუნქტით მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან ანა მუზიჩუკი და ბელა ხოტენაშვილი.

ტურნირის საპრიზო ფონდია 215 000 იუანი (34 000 დოლარი). გამარჯვებული 60 000-ს, მეორეადგილოსანი 40 000-ს და მესამე ადგილზე გასული 20 000 იუანს მიიღებს.

უკვე გათამაშდა ორი ტური. გაუწყებთ მათ შედეგებს:

I ტური. ცზი ვენძიუნი - შენ იანი 1:0, ჰუან ქიანი - ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5, მარია მუზიჩუკი - ჟან სიაოვენი 1:0, ჟაო სიუ - თან ჟონი 0,5:0,5, გუ სიაობინი - დინ ისინი 0:1.

II ტური. შენ იანი - დინ ისინი 0,5:0,5, თან ჟონი - გუ სიაობინი 0,5:0,5, ჟან სიაოვენი - ჟაო სიუ 0,5:0,5, ბელა ხოტენაშვილი - მარია მუზიჩუკი 1:0, ცზიუ ვენძიუნი - ჰუან ქიანი 1:0.

ორი ტურის შემდეგ: ვენძიუნი - 2, ხოტენაშვილი, ისინი - 1,5-1,5, ჟაო სიუ, ჟონი, მუზიჩუკი - 1-1, ქიანი, იანი, სიოაბინი, სიაოვენი - 0,5:0,5 ქულა.

მე-3 ტურში ითამაშებენ: ქიანი - იანი, მუზიჩუკი - ვენძიუნი, ჟაო სიუ - ხოტენაშვილი, სიაობინი - სიაოვენი, ისინი - ჟონი.

15 აპრილი ტურნირზე დასვენების დღეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს