"სან ანტონიოს" წაგებას "ლეიკერსთან" ამჯერად შეიძლება დიდი მოულოდნელობა ვუწოდოთ
"სან ანტონიოს" წაგება "ლეიკერსთან", წესით, დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ამჯერად ამ შედეგს შეიძლება დიდი მოულოდნელობა ვუწოდოთ.

"იუტასთან" ბოლო მატჩში გრეგ პოპოვიჩმა დასვენების საშუალება მისცა თავის ლიდერებს - დანკანს, პარკერსა და ჯინობილის - გამოცდილი სპეციალურად უმიზნებდა "ლეიკერსთან" დაპირისპირებას. რეგულარულის დარჩენილ ნაწილში ამ გუნდებს სამჯერ მოუწევთ შეხვედრა და მათი პირველი დუელი "სპურსისთვის" მეტად პერსპექტიულად მოჩანდა - პოპოვიჩის შეგირდები შინ თამაშობდნენ, ლიდერები დასვენებული ჰყავდათ და თან მეტოქე ტრავმირებული ბრაიანტის გარეშე თამაშობდა.

მაგრამ ტექსასელებმა მაინც წააგეს, თანაც, ყოვლად დაუჯერებელი სცენარით. ბრაიანტის არყოფნაში მაიკ ბრაუნს ერთადერთი კოზირი აქვს - მაღლების დუეტი: გასოლი-ბინუმი. და ერთ-ერთმა, უბრალოდ, გაანადგურა მეტოქის დაცვა.

ენდრიუმ 30 მოხსნა მიითვალა - მხოლოდ სამით ნაკლები, ვიდრე ერთად აღებულმა "სან ანტონიოს" ყველა კალათბურთელმა!

გასოლმა კიდევ 11 დაამატა. სულ კი მოხსნებში შეფარდება კატასტროფული იყო იმ გუნდისთვის, რომელსაც ჰყავს დანკანი, ბლერი, სპლიტერი და დიაო: 33-60.

ბინუმმა 2011-12 წლების სეზონის რეკორდი დაამყარა ერთ მატჩში მოხსნების რაოდენობით - მან ხუთი მოხსნით აჯობა ჰოვარდსა და ილიასოვას. ბოლო 12 წლის განმავლობაში მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეძლო მატჩში მინიმუმ 30 მოხსნის დაგროვება (2010 წელს ეს კევინ ლავმა გააკეთა). ნახსენები დუეტის გარდა, შესანიშნავად ითამაშა მეტა უორლდ პისმა, რომელმაც 26 ქულით სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

საინტერესო მატჩი გაიმართა ოკლაჰომაში - დასავლეთი კონფერენციის ლიდერი "თანდერი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" მასპინძლობდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში მასპინძლების ოდნავი ინიციატივა შეინიშნებოდა და დიდი შესვენებისთვის "თანდერმა" 7-ქულიან უპირატესობას მიაღწია.

მეორე ტაიმში ინიციატივა "კლიპერსის" მხარეს გადავიდა, მაგრამ შორს წასვლა ვერც კალიფორნიელებმა შეძლეს და მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

"ოკლაჰომას" პრობლემები მისი ლიდერების სუსტი თამაშით იყო განპირობებული: დურანტმა და უესტბრუკმა თამაშიდან ძალიან ცუდად ისროლეს. დურანტმა 21-იდან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო, უესტბრუკმა კი 14-იდან სამი ბურთი მოათავსა კალათში.

სამაგიეროდ, ბრწყინვალე იყო ამ მატჩში "კლიპერსის" გამთამაშებელი კრის პოლი. მან 31 ქულა დააგროვა და რაც მთავარია, 98:98-ზე სირენამდე 8 წამით ადრე გამარჯვების მომტანი ტყორცნა შეასრულა.

წაგების მიუხედავად, "ოკლაჰომამ" შეინარჩუნა ლიდერობა დასავლეთში, რადგან მისი კონკურენტი "სან ანტონიოც" დამარცხდა. რაც შეეხება "კლიპერსს", მან ამ მოგებით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, რაც პლეი ოფის პირველ წრეში საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა.

სან ანტონიო-ლეიკერსი 84:98

21:24, 22:24, 16:27, 25:23

ს-ა: გრინი (22), დანკანი (14+3 დაფარება).

ლ: უორლდ პისი (26), გასოლი (21+11 მოხსნა), ბინუმი (16+30 მოხსნა), ბარნსი (13+6 მოხსნა), სეშენსი (10+5 პასი), ბლეიკი (10).

ოკლაჰომა-კლიპერსი 98:100

24:21, 31:27, 25:28, 18:24

ო: დურანტი (22+9 მოხსნა), უესტბრუკი (20+7 პასი), ჰარდენი (17+5 მოხსნა), იბაკა (12+7 მოხსნა+3 დაფარება).

კ: პოლი (31+6 მოხსნა), გრიფინი (16+12 მოხსნა+7 პასი), მარტინი (12), იანგი (10).

დალასი კიდს იტოვებს

როგორც ESPN.com იტყობინება, "დალასის" ხელმძღვანელობა ეძებს ვეტერან ჯეისონ კიდთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საშუალებას. და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბი აპირებს ზაფხულში ვარსკვლავური გამთამაშებლის - დერონ უილიამსის გადაბირებას.

კიდის სამწლიანი კონტრაქტის ვადა ამ ზაფხულს იწურება. ჟურნალისტების ინფორმაციით, "მავერიქსის" პლეიმეიკერს აშშ-ის ნაკრებში ერთობლივი გამოსვლისას კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა დერონ უილიამსთან.

ოლდრიჯი ვერ ითამაშებს

"პორტლენდის" გენერალური მენეჯერის, ჩედ ბიუკენენის სიტყვებით, გუნდის ლიდერმა ლამარკუს ოლდრიჯმა, შესაძლოა, გამოტოვოს სეზონის დასკვნითი ნაწილი, რაც ბარძაყის ტრავმით არის გამოწვეული.

ორი დღის წინ კალათბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც გარკვეული სირთულეები აღმოაჩინა.

მიმდინარე სეზონში ოლდრიჯმა 55 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 21.7 ქულა, 8.0 მოხსნა და 2.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა