ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რეზერვისტების მოგებული

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რეზერვისტების მოგებული

გასულ სათამაშო დღეს ყველაზე საინტერესო "ჩიკაგოსა" და "მაიამის" შორის დაპირისპირება გამოდგა
გასულ სათამაშო დღეს ყველაზე საინტერესო იყო "ჩიკაგოსა" და "მაიამის" დაპირისპირება, რომელსაც უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე: ვის დარჩება პირველი ადგილი აღმოსავლეთში? "ხარების" წარმატების შემთხვევაში, სპოელსტრას გუნდს სამით მეტი წაგება ექნებოდა, რაც ასეთი გუნდების დუელში კრიტიკული სხვაობაა.

გარდა ამისა, საინტერესო იყო დერიკ როუზის ხილვა. შეგახსენებთ, რომ შარშანდელმა MVP-მ აპრილში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - "ნიუ იორკის" წინააღმდეგ და არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ამჯერადაც პლეიმეიკერმა აჩვენა, რომ ოპტიმალური კონდიციებისგან შორს არის. მცველმა მხოლოდ ერთი (!) ბურთი ჩააგდო 13 ცდიდან და ერთხელაც არ დამდგარა საჯარიმოს ხაზზე. შესაბამისად, ორქულიანი მონაგარი მის კარიერაში ყველაზე უარესი მაჩვენებელია.

რომ არა თავისი რეზერვისტების ბრწყინვალე თამაში, "ბულზი" ცუდ ხასიათზე დატოვებდა საკუთარ არენას. ბოლო წუთებში სწორედ სათადარიგოებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ასე მაგალითად, ბოლო მეოთხედში შეუჩერებელი იყო კორვერი, რომელმაც ორი სამქულიანი და ერთი საშუალო ტყორცნა ჩააგდო, მაგრამ უეიდისგან 10-ქულიანი ღირსეული პასუხი მიიღო.

ლებრონ ჯეიმსს კი მასპინძლებმა კარგა ხანი ვერ გასცეს პასუხი. "მეფემ" სირენამდე 50 წამით ადრე ჩააგდო სამქულიანი, მოგვიანებით კი ერთი საჯარიმო გამოიყენა.

"ჰიტის" უპირატესობა სამ ქულას შეადგენდა და "ჩიკაგოს" გადარჩენის თეორიული შანსი ჰქონდა. მოულოდნელად, მასპინძლებს მშველელად უოტსონი მოევლინა, რომელმაც მეოთხედის დასრულებამდე ორი წამით ადრე ურთულესი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში.

ამ ეპიზოდმა იმდენად კარგად იმოქმედა ტიბოდოს შეგირდებზე, რომ ოვერტაიმში მათ უბრალოდ გადაუარეს მეტოქეს. პირველივე წუთზე მინი-გაქცევა განახორციელეს - 5:0. ამას დაემატა ისიც, რომ "ჰიტის" კალათბურთელებს დამატებით დროში თამაშიდან ბურთი არ ჩაუგდიათ. 12:2 - ასეთი იყო ოვერტაიმის ანგარიში და საგულისხმოა, რომ დენგის გარდა, ეს ქულები "ხარებს" მისმა რეზერვისტებმა მოუტანეს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი ჩაატარა "სან ანტონიომ" - გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა ორი დღის წინ კობი ბრაიანტის გარეშე მოთამაშე "ლეიკერსთან" წააგეს, დღეს კი საკმაოდ რთულ ბრძოლაში ასევე საკუთარ მოედანზე დაამარცხეს "მემფისი". ეს უკანასკნელი ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა ამ მატჩს და არ აპირებდა მის შეწყეტას.

თუმცა თამაში უკეთ "სან ანტონიომ" დაიწყო და პირველი მეოთხედი ექვსი ქულის სხვაობით მოიგო. მატჩის სურათი მეორე მეოთხედში მკვეთრად შეიცვალა. "მემფისმა" თავისი რეზერვისტების - რენდოლფისა და მაიოს მონდომებით ინიციატივა მოიპოვა. რენდოლფმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა, მაიომ კი 16 ქულა დააგროვა. "მემფისმა" მეორე მეოთხედი 10 ქულის სხვაობით მოიგო და დიდი შესვენებისთვის ოთხი ქულით გავიდა წინ.

როგორც ჩანს, შესვენებაზე "სპურსმა" საჭირო დასკვნები გააკეთა და მოედანზე სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. "სპურსს" მატჩის ამ მონაკვეთში ყველაფერი გამოსდიოდა და 12 წუთში 37 ქულის დაგროვება მოახერხა. სწორედ ეს აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი მომენტი.

მეორე ტაიმში ბრწყინვალე იყო ტიმ დანკანი - თავისი 28 ქულიდან 20 მან მეორე ნახევარში დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - მისი ორმაგი დუბლი 28 ქულასა და 12 მოსხსნას შეადგენდა, თან ტიმმა 15-დან 10 ბურთი მოათავსა კალათში.

მატჩის საბოლოო ანგარიშია 107:97 "სან ანტონიოს" სასარგებლოდ და ის აგრძელებს ბრძოლას დასავლეთის ჩემპიონობისთვის. "სპურსი" ერთი მოგებით ჩამორჩება ლიდერ "ოკლაჰომას".

"შარლოტ ბობკეტსის" ფორვარდი კორი მაგეტი გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო. გუნდის ერთ-ერთ ლიდერს დიაგნოზი გუშინდელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაუსვეს.

მაგეტი, რომელიც 2011-12 წლების სეზონში გადავიდა "მილუოკიდან" "შარლოტში", წელს საშუალოდ 15.0 ქულასა და 3.9 შედეგიან პასს აგროვებდა. მისი გუნდი კი პირველია წლევანდელ სეზონში, რომელმაც შემოკლებულ რეგულარულში 50 მატჩის წაგება მოასწრო. ეს გუშინდელ ტურში მოხდა.

ჩიკაგო-მაიამი 96:86 (ო)

19:22, 17:19, 24:21, 24:22, 12:2

ჩ: ბუზერი (19+11 მოხსნა), კორვერი (17), დენგი (16+5 მოხსნა), უოტსონი (16+9 პასი), გიბსონი (11+5 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (30+6 მოხსნა+5 პასი), უეიდი (21+5 მოხსნა), ბოში (20+8 მოხსნა+4 დაფარება).

შარლოტი-დეტროიტი 85:109

18:22, 22:30, 22:40, 23:17

შ: ბრაუნი (13+5 მოხსნა), ოგუსტინი (13+5 პასი), უაიტი (12).

დ: მონრო (25+11 მოხსნა), ნაითი (21+7 პასი+3 ჩაჭრა), მაქსიელი (17+5 მოხსნა).

მინესოტა-კლიპერსი 82:95

26:21, 22:26, 20:26, 14:22

მ: პეკოვიჩი (17+6 მოხსნა), რენდოლფი (16+9 მოხსნა), ბიზლი (14+10 მოხსნა), ბარეა (10+11 პასი), უებსტერი (10+5 მოხსნა).

კ: გრიფინი (19+13 მოხსნა+5 პასი), ბატლერი (17), უილიამსი (14+5 პასი), ფოიე (11), იანგი (10).

გ. სტეიტი-დალასი 103:112

20:27, 29:36, 30:26, 24:23

გ-ს: ლი (30+8 მოხსნა), ტომპსონი (24+7 მოხსნა+8 პასი), რობინსონი (10+6 პასი).

დ: ნოვიცკი (27), რაიტი (16+9 მოხსნა), ტერი (16), კარტერი (12), ბობუა (11+5 პასი), კიდი (9+10 მოხსნა+12 პასი+3 ჩაჭრა), მერიონი (7+12 მოხსნა+3 ჩაჭრა).

სან ანტონიო-მემფისი 107:97

27:21, 18:28, 37:25, 25:23

ს-ა: დანკანი (28+12 მოხსნა), ჯინობილი (20+6 მოხსნა), პარკერი (13+9 პასი+7 არიეპტ), გრინი (10).

მ: გეი (19+5 მოხსნა), მაიო (16), სპეიტსი (15+7 მოხსნა), გასოლი (14+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), კონლი (11+5 მოხსნა), რენდოლფი (10+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია

მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს

სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა

ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები

ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი

კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს

"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა

ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა

"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"

დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს

[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის

საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა

პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის

20 წ. | ცვლილებები რაზმში

პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს

"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა

ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა