28-30 ივნისს მოსკოვში შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება
28-30 ივნისს მოსკოვში შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ახალი ზელანდიის, კანადისა და აშშ-ის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ გაფართოებულ შემადგენლობას მოუყარეს თავი, რომელშიც ის მორაგბეები შედიან, ვინც წლეულს ეროვნულ გუნდში შვიდკაცა რაგბის ტურნირებზე ასპარეზობდა. ესენი, უმთავრესად, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების მორაგბეები არიან.

გაფართოებული შემადგენლობა

ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია), გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი გოგოლაშვილი, გიორგი კალმახელიძე (ოთხივე-არმია), ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა), ირაკლი გეგენავა, თორნიკე ცერცვაძე (ორივე-ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი, ირაკლი ღვინჯილია (ორივე-ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი), რამაზ ხარაზიშვილი, დიმიტრი კალანდაძე (ორივე-ჯიქები).

ამათ გარდა, საქართველოს შვიდკაცა რაგბის მწვრთნელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ მოთამაშეთა ნაწილის წაყვანა სურთ, რომლებიც ამჟამად არგენტინაში იმყოფებიან და 22 ივნისს "პუმების" წინააღმდეგ ითამაშებენ.

ესენია: ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი). ალექსანდრე თოდუა (ალბი), ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), შალვა სუთიაშვილი (მასი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს "ლუჟნიკის" სტადიონზე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამართავს, 29 ივნისს კი ახალი ზელანდიისა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი

A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.

B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია.

C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები.

D ჯგუფი: ახალი ზელანდია, კანადა, აშშ, საქართველო.

E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი.

F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონკონგი.

28 ივნისი

საქართველო-აშშ

29 ივნისი

საქართველო-ახალი ზელანდია

საქართველო-კანადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე "ჩელენჯ კაპის" მფლობელები გახდნენ
რაგბი. ლეგიონი: შარიქაძის ლელო, ასეიშვილი - სიმბოლურში [VIDEO]
ვიდეო, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ - მესისა და მისი დედის ემოციები ფინალის შემდეგ [VIDEO]
ბენზემამ მაკრონი უარით გაისტუმრა - ქარიმი მუნდიალის ფინალს არ დაესწრება
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე "ეკიპის" რჩეულებში
რაგბი. ლეგიონი: ზირაქაშვილი დაშავდა, კოლელიშვილი ბრუნდება
ზირაქაშვილი, კოლელიშვილი და გიორგაძე საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
5 ახალი ტენდენცია 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე
რაგბი. ლეგიონი: მირცხულავასა და ვეფხვაძის "ოიონაქსი" ელიტაშია, კიდევ?
მესის სახლთან ათასობით არგენტინელი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]
რა არის ბიშტი, რომელიც მესის ჩააცვეს?
ლიონელ მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა