მიუხედავად დიდი მონდომებისა, დიდი სხვაობით მარცხს მაინც ვერ გადავურჩით - 57:80
იტალიაში საერთაშორისო ტურნირზე ჩასულმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 21 ივნსს პირველი შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე მასპინძელთა გუნდი იყო და მიუხედავად დიდი მონდომებისა, დიდი სხვაობით მარცხს მაინც ვერ გადავურჩით - 57:80.

შეხვედრის დასაწყისში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მე-15 წუთისთვის ტაბლოზე "აძურას" სასარგებლოდ 24:21 ენთო.

თუმცა დიდი შესვენებისთვის იტალიელთა უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია (35:26). მასპინძლები მესამე რაუნდში მიღწეულზე არ შეჩერებულან და საბოლოოდ რა ანგარიშითაც იმარჯვეს, დასაწყისში მოგახსენეთ.

შეხვედრის ინტერნეტით ხილვის საშუალება ქართველ ქომაგსაც ჰქონდა. ძნელია, ერთი შეხვედრით ზოგადი დასკვნების გამოტანა, მით უმეტეს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ახლახან დაასრულა ვარჯიში ფიზმომზადებაში, მაგრამ რამდენიმე ფაქტორზე მაინც უნდა გამახვილდეს ყურადღება.

იტალიელები ყოველი იერიშისას ქართველებთან შედარებით ორჯერ მეტ პასს აკეთებდნენ. ხოლო ბურთი სწრაფად რომ ტრიალებდა, სატყორცნ პოზიციაზე ერთი თავისუფალი კაცი ხშირად რჩებოდა.

სამწამიანი ზონიდან მასპინძლები ქულებს უხვად აგროვებდნენ, ქართველებს ეს უჭირდათ. სიმაღლეში მეტოქეს ჩამოვრჩებოდით.

ჩვენი გუნდის მხრიდან ბევრი იყო წუნი გადაცემებისას, რითაც იტალიელები უმალ სარგებლობდნენ და ქულას-ქულაზე "აწებებდნენ".

ინდივიდუალურად, მოქნილობითა და ენერგიულობით კი აპენინელებს ნამდვილად არ ჩამოვრჩებოდით.

დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს კალათბურთელებს ევროპული პრაქტიკა აკლიათ. ეს კი საერთაშორისო დონეზე ხშირი თამაშით მიიღწევა. იტალიის ნაკრების წევრთა ნაწილი ხომ მაღალი დონის გუნდებში სერია A-ში თამაშობს.

ქართველთაგან 21 ივნისს ბექა ბურჯანაძე გამოირჩა, რომელმაც 26 წუთში 21 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

21 ივნისს რუსეთის ნაკრებმა გერმანიას 87:61 მოუგო. 22 ივნისს ქართველთა მეტოქე გერმანია იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ფიბა-მ წილისყრით ევრობასკეტის ჯგუფებში გაანაწილა
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით "ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის "რეალთან"
ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს
ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-200 მატჩი "გრანადასთან" ითამაშა
ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" კონკურენტ "ბრეოგანთან" სტუმრად ბრძოლაში დამარცხდა
ბურჯანაძის 9 ქულა, 7 მოხსნა და "ლეიმა კორუნას" საშინაო მარცხი "მანრესასთან"