"ვერდერში" სატრანსფერო ორომტრიალია, ვიდრა გამოირიცხა
იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ლუკა კალდიროლა ბრემენშია!

ახალგაზრდა მცველმა "ვერდერში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. მან ბრემენულ კლუბში სოკრატის პაპასტატოპულოსი უნდა შეცვალოს - როგორც იცით, ბერძენი მცველი დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა. "მუსიკოსებს" გუნდის გაძლიერება თავდასხმაშიც სურთ: 21 წლის მაცეი ვიდრა საბოლოოდ გამოირიცხა, 24 წლის ალფრედ ფინბოგასონზე ჯერ კიდევ ფიქრობენ, ახალი კანდიდატი კი 28 წლის ლუკას ბარიოსი გახლავთ, რომელიც "დორტმუნდიდან" გეხსომებათ.

ამრიგად, "ვერდერმა" სოკრატისის წასვლით შექმნილი სიცარიელე კალდიროლას ტრანსფერით შეავსო - იტალიელმა "ვერდერთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 1.89 მეტრი სიმაღლის ცენტრალური მცველი "მუსიკოსებს" 2,5 მილიონი ევრო დაუჯდათ. "ვერდერმა" მილანის "ინტერისგან" კალდიროლას სატრანსფერო უფლებების 100 პროცენტი მიიღო. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ბოლოს "ჩეზენასა" და "ბრეშიაში" იყო განათხოვრებული.

სამაგიეროდ, "ვერდერმა" შეთანხმებას ვერ მიაღწია სხვა იტალიურ კლუბთან: მაცეი ვიდრას ტრანსფერი, რომელიც "უდინეზეს" საკუთრებაა, ჩაიშალა. საქმე იმაშია, რომ "უდინეზეს" ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის განათხოვრება მხოლოდ ინგლისში სურს. ვიდრა იჯარით ბოლოს "უოტფორდში" თამაშობდა, სადაც 22 გოლის გატანა მოახერხა.

ბარიოსისთვის ბრძოლა გრძელდება

"ვერდერის" ბოსი თომას აიხინი ახლა მთლიანად ლუკას ბარიოსზე გადაერთო და პარალელურად, ისლანდიელი წინახაზელის, ალფრედ ფინბოგასონის ტრანსფერზეც მუშაობს. ამ უკანასკნელმა "ჰერენვენში" 31 შეხვედრაში 24 გოლის გატანა მოახერხა და ხსენებულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილ გოლეადორ ბარიოსს: მისი მრჩევლის, ჯაკომო პეტრალიტოს თქმით, ბარიოსს "გუანჯოუს" დატოვება უფასოდ შეუძლია. ისიც აღსანიშნავია, რომ ბარიოსს ჩინეთში ძალიან მაღალი ხელფასი აქვს - წელიწადში 5.5 მილიონ ევროს უხდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიდი ერის დასასრული: შააფი გაუშვეს!

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
ბრემენის "ვერდერი" ტურინის "იუვენტუსის" ორ ფეხბურთელს უმიზნებს
კოპა ამერიკა 2015: არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი მეოთხედფინალში გავიდნენ [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლუკას ბარიოსი: ცოტა ხნით დავივიწყებ, რომ არგენტინა ჩემი სამშობლოა
არგენტინა-პარაგვაი 6:1 - გამანადგურებლები [VIDEO]
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
ლიგა 1. XXII ტური: "მონაკო" ლიდერებს მიუახლოვდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ვერდერი" "იუვენტუსს" უმეგობრდება
კოპა ამერიკა 2015. 1/2-ფინალი: მესი, გოლის გარდა, ყველაფერი [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ვერდერის" ახალი შააფი დუტია!
აზიის ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: მარჩელო ლიპის გუნდი ფინალშია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები