კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. 1/2-ფინალი
ბელუ ორიზონტეში გამართული ბრაზილიის და ურუგვაის ნახევარფინალი ისეთი გამოდგა, როგორიც სამხრეთამერიკული დერბი უნდა ყოფილიყო.

ურუგვაიმ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მასპინძლებმა უფრო ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მოვლენა შეხვედრის დებიუტში მოხდა - მატჩის ჩილელმა არბიტრმა, ენრიკე ოსესმა კუთხურის დროს დავიდ ლუისი დააჯარიმა და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანის შესასრულებლად ბურთთან დიეგო ფორლანი მივიდა და "ინტერნასიონალის" ფორვარდის დარტყმა ჟულიო სეზარმა მოიგერია. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ვეტერან თავდამსხმელს პენალტი რომ გაეტანა.

"სელესაო" მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბურთს კი ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტს ვერ ქმნიდა. თითქოს, პირველი ნახევარი გოლის გარეშე უნდა დასრულებულიყო, როდესაც პაულინიომ შესანიშნავი გადაცემით ნეიმარი მოძებნა. "ბარსელონას" ფორვარდმა ბურთი ურთულეს სიტუაციაში გააჩერა და კარში დარტყმაც მოახერხა; მართალია, მისი დარტყმა მუსლერამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ფრედმა დაასწრო და შორეულ კუთხეში გაიტანა - 1:0.

მეორე ტაიმი უკვე ოსკარ ტაბარესის შეგირდების შეტევებით დაიწყო და 48-ე წუთზე კავანიმ ბრაზილიელი მცველების შეცდომით ისარგებლა და ჟულიო სეზარს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ზოგადად, მატჩი სახიფათო მომენტებით დატვირთული არ ყოფილა და მეორე ტაიმში ბრძოლა უფრო მეტი იყო, ვიდრე გააზრებული მოქმედებები. ყველაფერი 64-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც ჰალკის ნაცვლად მინდორზე "ატლეტიკო მინეიროს" შემტევი ბერნარდი გავიდა.

20 წლის ფეხბურთელი ბელუ ორიზონტეშია დაბადებული და გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ პუბლიკა მას ძალიან თბილად შეხვდა. ბერნარდმაც ქომაგებს იმედები არ გაუცრუა და თამაშში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო.

აქედან მოყოლებული, უპირატესობა მთლიანად ბრაზილიელთა მხარეს გადავიდა, ხოლო ურუგვაის დაღლა დაეტყო.

ტაბარესის შეგირდები გაძლებაზე თამაშობდნენ, მაგრამ "სელესტემ" ასე სასურველ დამატებით დრომდე ვერ მიაღწია - 86-ე წუთზე, ნეიმარის მორიგი კუთხურის შემდეგ სტუმართა დაცვა შეცდა და პაულინიომ გამარჯვების მომტანი გაიტანა.

ამის შემდეგ ტრადიციული სურათი ვიხილეთ: ურუგვაი მთელი გუნდით შეტევაში გადავიდა, რამდენიმე კუთხური მოაწოდა, ბრაზილიელი ქომაგი ცოტათი ანერვიულა კიდეც, მაგრამ ეს იყო და ეს, რეალური მომენტი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონებმა ვერ შექმნეს.

საბოლოოდ, 2:1 და კონფედერაციათა თასის მასპინძლები ფინალში გავიდნენ, სადაც მათ მეტოქეს 27 ივნისს, ესპანეთის და იტალიის ნაკრები გუნდები გაარკვევენ.

იხილეთ ვიდეო

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ჟულიო სეზარი (ბრაზილია)

ბრაზილიელთა მეკარეს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონდა და ვერც იმას ვიტყვით, რომ გუნდი ბევრჯერ იხსნა. პრაქტიკულად, ორი საგოლე პასი გააკეთა ნეიმარმა, პაულინიომ კი გოლის გარდა, პირველი საგოლე იერიში შესანიშნავი გადაცემით წამოიწყო, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ჟულიო სეზარი დაასახელეს.

ყველაფერი იმ ერთმა მოგერიებულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელმაც ურუგვაელები მცირე შოკში ჩააგდო, ბრაზილიას კი დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა.

იხილეთ ფოტოგალერეა

კონფედერაციათა თასი. 1/2-ფინალი

ბრაზილია-ურუგვაი 2:1

გოლები: 1:0 ფრედი (41), 1:1 კავანი (48), 2:1 პაულინიო (86)

ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო, ლუის გუსტავო - ჰალკი (64. ბერნარდი), ოსკარი (73. ერნანესი), ნეიმარი (90. დანტე) - ფრედი

ურუგვაი (4-3-2-1): მუსლერა - მაქსი პერეირა, გოდინი, ლუგანო, მ. კასერესი - არევალო რიოსი, ა. გონსალესი, კ. როდრიგესი - სუარესი (83. გარგანო), კავანი - ფორლანი

გამოუყენებელი პენალტი: ფორლანი (14. ურუგვაი)

გაფრთხილება: დავიდ ლუისი, მარსელო, ლუის გუსტავო - კავანი, ა. გონსალესი

კუთხური: 9-8; ჯარიმა: 12-24; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 19-7 (10-3); ბურთის ფლობა: 64%-36%

მაყურებელი: 57 483

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიეგო ლუგანო: ნეიმარი სიმულანტია

თორნიკე
თქვენი გაზეთის დიდი ხნის მკითხველი ვარ და მიმაჩნია რომ ერთერთი საუკეთესოა ქართული გამოცემებიდან, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე დამეწერა კომენტარი. კითხვა მაქვს ავტორთან: თქვენ მატჩს უყურეთ საერთოდ გუშინ? რომელი გუნდი ჯობდა თამაშთ კიდევ შეიძლება თქვენი აზრი მოგვახვიოთ თუნდაც მცირედით მაგრამ ფაქტებს რატომ ამახინჯებთ? თუნდაც პირველი გოლის აღწერისას ჩართეთ გამეორება და ნახეთ რა როგორ იყო და მერე გადაიკითხეთ ეს სტატია. მატჩი რომ არ მენახა და ამ სტატიას გავცნობოდი აშკარად არასწორი შთაბეჭდილება შემექმნებოდა ამ მატჩზე.
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ფლიკმა "ბარსელონაში" ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მიიღო
ჟულიო სეზარი: ჟოზე მოურინიომ მომწერა, რომ კასილასს ცალი ხელით ვჯობდი
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ-ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ 0:3 - ᓐᓦᓛᓐᓠᓗᓨᓘ ᓛᓘᓬᓔᓣᓚᓘ ᓥᓕᓐ [VIDEO]
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: 6 ᓬᓣᓗᓘ, 4 ᓒᓝᓚᓘ ᓓᓐ 3 "ᓐᓠᓐ" ᓡᓙᓝᓚᓐᓠᓘᓡᓒᓐᓜ
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება გამოირიცხა - დეკო ტრანსფერის წინააღმდეგია
უგო ლორისის ბრწყინვალე სეივების მიუხედავად, "იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" დაამარცხა [VIDEO]
ჟულიო სეზარი "ფლამენგოში" დაბრუნდა
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში" დაბრუნდა
ვალვერდე პაულინიოს მისი ნებართვის გარეშე გაყიდვის გამო უკმაყოფილოა
ვის აქვს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მაგარი CV?
სოლსკიაერი: მეგონა, ეს ფეხბურთელი ჩემს სიცოცხლეში გოლს ვერ გაიტანდა
ნეიმარს COVID-19 დაუდასტურდა
38 წლის თავდამსხმელი დიეგო ფორლანი "პენიაროლში" განაახლებს კარიერას
მადრიდის "ატლეტიკო", "ჩოლო" და ათწლეული, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
მანჩესტერული კლუბები ფრედის შესაძენად იბრძოლებენ
[VIDEO] ისევ ტრავმა - ნეიმარმა მოედანი ტირილით დატოვა
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓡᓙᓝᓚᓐᓠᓘ ᓒᓐᓣᓨᓕᓔᓡ
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
ფრედი: მინდა ვნახო შფოთვა, აურზაური და მოტირალი მესი
პაულინიოს შეიძლება მარჯვენა ფეხი ჰქონდეს მოტეხილი
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
დიეგო ფორლანი: რონალდო მთელი დღე სარკეში იყურებოდა
დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი
პაულინიოს ტრავმა სერიოზული არაა და შეიძლება "ბეტისთან" ითამაშოს
ბრაზილიელი უკრაინიდან - "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შენაძენი
დღეში 11 საათი ვარჯიშობს - "სანტოსი" ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ფორლანი: ფეხბურთელს კლუბის მართვის უფლება არ უნდა მისცე!
დიეგო მარადონა: წაგების მიუხედავად, ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთესია
პაულინიო" "გუანჯოუ ევერგრანდიდან" "ბარსელონაში" არ დაბრუნდება
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
"ბარსელონა" პაულინიოს 50 მილიონ ევროდ გაყიდის
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
"რონალდოს გვერდით დაახველეს და პორტუგალიას პენალტი დაუდეს" - ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მსაჯებს აკრიტიკებს
"მანჩესტერ სიტი" ხოჭოლავას თანაგუნდელში 50.5 მილიონს იხდის, "შახტარი" უარსაა
"არგუმენტებს ვეძებდი, რომ უარი მეთქვა" - დიეგო ფორლანმა კარიერა დაასრულა
დიეგო ფორლანი: "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ბერდებიან და...
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ