აშკარაა, რომ რაღაც ხდება - სადავო არაა, რომ გამოუცდელი მოთამაშეებით გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვერ იბრძოლებს
16 ივნისს "გაგრაში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები დაიწყო - ხელმძღვანელობა გამოცდილ მოთამაშეებს შეელია და აქცენტი დუბლშემადგენლობის მოთამაშეებზე გააკეთა.

კლუბმა თანამშრომლობა 12 ფეხბურთელთან შეწყვიტა - სოსო მალანიასთან, გიორგი მარგიანთან, თეიმურაზ ჯანაშიასთან, კოტე ზარნაძესთან, ვაჟა გაბესკირიასთან და დიმიტრი ლაშქარავასთან.

მათ გარდა, კონტრაქტი შეუწყდა ალექსანდრე ივანიშვილს, ხოლო ტრანსფერზე დააყენეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტების მქონე მეკარე გიორგი ბეგაშვილი, მცველი ლაშა კალანდაძე, ნახევარმცველები ნიკა ჭკუასელი და გიორგი ერისთავი.

სულ ბოლოს კონტრაქტი შეუწყდა თავდამსხმელ უმარ მაგაჯის. ეს 1-ელ ივლისს მოხდა. 21 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი 2011 წლის აგვისტოში გააფორმა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ჯერ კიდევ გუნდის უმაღლეს ლიგაში გამოსვლისას ჯვარედინი იოგები გაუწყდა და ოპერაციისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ფორმა ვერ აღიდგინა.

"გაგრას" მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის თქმით, მაგაჯიმ ბევრი ის კარგი თვისება დაკარგა, რომელიც ტრავმამდე სხვებისგან გამოარჩევდა. ამიტომაც აფრიკელთან დაშორება ამჯობინეს...

გამოცდილი მოთამაშეების ნაცვლად, შემადგენლობაში "გაგრა-2"-ისა და "გაგრა-3"-ის ფეხბურთელები დააწინაურეს. მიზეზად ის დასახელდა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების 16 ან 18-მდე გაზრდა გამოირიცხა და "გაგრასა" და პირველი ლიგის კიდევ რამდენიმე მონაწილის იმედები არ გამართლდაო.

გუნდში რჩება ნიგერიელი თავდამსხმელი ჯონ ჯერემია, რომელიც გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი იყო (22 გოლი), მაგრამ მას უცხოეთისკენ უჭირავს თვალი. უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდი მასაც გაყიდის.

აშკარაა, რომ გუნდში რაღაც ხდება. სადავო არ უნდა იყოს, რომ გამოუცდელი მოთამაშეებით გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვერ იბრძოლებს. არადა, დაარსების დღიდან, "გაგრა" მუდამ უმაღლეს და პირველ ლიგებს შორის იყო გამოკიდებული, მაგრამ ბრძოლას არ წყვეტდა. ახლა კი ისე გამოჩნდა, რომ ამის სურვილიც დაკარგეს.

რა ხდება გუნდში? მართალია თუ არა გავრცელებული ხმები, თითქოს "გაგრა" პირველ ლიგაშიც აღარ იასპარეზებს?

ფედერაციის ყრილობის შემდეგ "გაგრას" პრეზიდენტთან, ბესიკ ჩიხრაძესთან ამის შესახებ გვსურდა ლაპარაკი, მაგრამ მისმა პასუხმა გული დაგვწყვიტა:

"შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო ყრილობა იყოს. ამიერიდან, ალბათ, ფეხბურთს სხვაგვარად მივხედავ", - გვითხრა ჩიხრაძემ.

მაგრამ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მეტი აღარაფერი უთქვამს - სხვა დროს იყოსო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
"დინამო არენის" რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...