სამხრეთამერიკული კლუბი ბრაზილიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს დასჯერდება
"კორინთიანსსა" და "ტოტენჰემს" შორის ბრაზილიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, 24 წლის პაულინიოს ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.

სამხრეთამერიკული კლუბი 20 მილიონ ევროს დასჯერდება. არადა, თავდაპირველად ის 4 მილიონით მეტს ითხოვდა.

20-დან "კორინთიანსს" მხოლოდ 50% ერგება, რადგან ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების ნახევარს კომპანია Audax-SP ფლობს.

ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს.

"მინდა, მადლობა ვუთხრა პაულინიოს იმ უზარმაზარი ღვაწლისთვის, რაც მან ჩვენს კლუბს დასდო. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი ნაწილი იყო და მომავალშიც არანაკლებ ბედნიერები ვიქნებით მისი ხილვით", - განაცხადა "კორინთიანსის" აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო დე ანდრადემ.

"ჩემთვის იოლი არ არის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ გამომშვიდობების დრო მოვიდა. ამ კლუბში სამი დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. არასოდეს დამავიწყდება ის, თუ როგორ ზრუნავდნენ ჩემზე.

მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც კი მასწავლეს. ბედნიერი ვიქნები, თუკი ოდესმე დაბრუნების შანსი ხელახლა მომეცა. გულშემატკივრებს კი ვეტყვი, მომავალ შეხვედრამდე", - დაამატა ნახევარმცველმა.

პაულინიოს ისღა დარჩენია, ლონდონში ჩაფრინდეს და აგენტის მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებზე ჩრდილოლონდონელებთან 5-წლიან კონტრაქტზე მოაწეროს ხელი. ამის შემდეგ ის ორიოდე კვირით ფეხბურთს ჩამოშორდება და კუთვნილი შვებულებით ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასზე პაულინიომ 5 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 1/2-ფინალში ურუგვაის წინააღმდეგ მისი ბურთი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ფიფამ ნეიმარისა და ანდრეს ინიესტას შემდეგ ჩვენი გმირი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

გეტყვით იმასაც, რომ პაულინიოს ტრანსფერზე მუშაობდნენ დონეცკის "შახტარი" და "ინტერიც". იტალიური პრესა ერთი ხანობა იმასაც ამტკიცებდა, რომ "ნერაძური" ბრძოლაში ფავორიტად იქცაო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ინგლისელებისთვის სასარგებლოდ დასრულდა.

დაბოლოს, გეტყვით, რომ პაულინიოსთვის "ტოტენჰემი" პირველი ევროპული კლუბი არ იქნება. 2006-დან 2008 წლამდე ის "ვილნიუსისა" (ლიტვა) და "ლოძის" (პოლონეთი) რიგებში თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პაულინიომ დაადასტურა - "ტოტენჰემი"

"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
მუდრიკი მძიმე დღეშია - უკრაინელს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
ვილიანი კვლავ ლონდონში - ვეტერანი ბრაზილიელი, სავარაუდოდ, "ფულემში" დარჩება
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება გამოირიცხა - დეკო ტრანსფერის წინააღმდეგია
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში" დაბრუნდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ვალვერდე პაულინიოს მისი ნებართვის გარეშე გაყიდვის გამო უკმაყოფილოა
ლონდონის "ჩელსიმ" ალეშანდრე პატოს იჯარა დაადასტურა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ნეიმარს COVID-19 დაუდასტურდა
"ტოტენჰემი" პოსტეკოღლუს შემცვლელად ორ მწვრთნელს განიხილავს
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
[VIDEO] ისევ ტრავმა - ნეიმარმა მოედანი ტირილით დატოვა
AS: ალეშანდრე პატო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
პაულინიოს შეიძლება მარჯვენა ფეხი ჰქონდეს მოტეხილი
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
"ტოტენჰემს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - ლონდონელებმა პოსტეკოღლუს შემცვლელი მალევე იპოვნეს
პაულინიოს ტრავმა სერიოზული არაა და შეიძლება "ბეტისთან" ითამაშოს
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
დღეში 11 საათი ვარჯიშობს - "სანტოსი" ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
შერკის გრანდების რიგი უდგას - მიქაუტაძის თანაგუნდელი ზაფხულში "ლიონს" დატოვებს
ბრაზილიელი ფანები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს დაესხნენ თავს [VIDEO]
პაულინიო" "გუანჯოუ ევერგრანდიდან" "ბარსელონაში" არ დაბრუნდება
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
"კორინთიანსში" არასდროს ვითამაშებ" - ნეიმარმა მიზეზი განმარტა
"ბარსელონა" პაულინიოს 50 მილიონ ევროდ გაყიდის
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია