ნაკრების ფეხბურთელები კიდევ ერთხელ აფასებენ ჩვენს მეტოქეებს, შანსებს და მცირე პროგნოზებსაც აკეთებენ
თანდათან ახლოვდება 19-წლამდელთა ასაკში ჩვენი პირველი ევროპის ჩემპიონატი და მღელვარება და მოლოდინი უფრო და უფრო მატულობს.

დასკვნითი შეკრების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. მანამდე კი ნაკრების ფეხბურთელები კიდევ ერთხელ აფასებენ ჩვენს მეტოქეებს, შანსებს და მცირე პროგნოზებსაც აკეთებენ.

დაჩი ცნობილაძე: "კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილები დავრჩით. ასე თუ ისე, ინფორმაცია სამივე გუნდზე გვაქვს.

კერძოდ, სერბეთს ორჯერ ვეთამაშეთ და კარგად გვყავს შესწავლილი. საფრანგეთს 17-წლამდელთა ნაკრების დროს ვეთამაშეთ.

ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ და არ მგონია, ამ მხრივ რამე შეეცვალათ. რაც შეეხება თურქეთს, აშკარად ძლიერი გუნდია; 9 ქულით გავიდა ჯგუფიდან და იტალია და რუსეთი დატოვა ევროპის ჩემპიონატის მიღმა. ასე რომ, არც ისე იოლი ჯგუფია...

ჩვენი შანსების შესახებ ვიტყვი, რომ არ მგონია, ელიტრაუნდში ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდები ჩვენს ახლანდელ მეტოქეებს რამით ჩამოუვარდებოდნენ.

მით უმეტეს, მასპინძელი გუნდი - ბელგია გვყავდა ჯგუფში და მიუხედავად ამისა, ეს ეტაპი ჩვენთვის სასურველი შედეგით დავამთავრეთ.

ასე რომ, ჯგუფიდან გასვლის შანსები, რა თქმა უნდა, არის. თან, ბიჭებმა სერიოზული გამოცდილება მივიღეთ და დიდი თვითრწმენა გვაქვს, რაც აშკარად წაგვადგება.

ერთიორად მოტივირებულები და მობილიზებულები ვართ იმით, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს ყოფილა და ძალიან გვინდა, ჩვენი დებიუტი წარმატებულად შედგეს".

ბაჩანა არაბული: "ისეთი ჯგუფი არაა, რომ ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრი არ შეიძლებოდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, სუსტი გუნდები ევროპის ჩემპიონატზე ვერ ხვდებიან და ყველა მოწინააღმდეგესთან დიდი ბრძოლა გვექნება.

კარგად ვიცნობთ სერბეთის ნაკრებს, რადგან ორჯერ ვეთამაშეთ: პირველად წავაგეთ, მეორედ - მოვიგეთ. კარგი გუნდია და შეკრულ, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს.

ფრანგები ფიზიკურად ძლიერები არიან. მათ 17 წლის ასაკიდან ვიცნობთ. ჯერჯერობით თურქეთზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ელიტრაუნდიდან გამომდინარე, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

ჩვენ რეალურად შეგვწევს იმის ძალა, რომ ნახევარფინალში გავიდეთ და მერე უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ევროპის ჩემპიონატზე ისეთი ჯგუფიდან გავედით, რომ ამაზე გაჩერება არ შეიძლება და აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა ლიტვაში".

გურამ სამუშია: "ევროპის ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი არ არსებობს. სამივე ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია. საფრანგეთი ყველაზე კარგი ნაკრებია, მაგრამ არც სერბები და თურქები არიან ხელწამოსაკრავები.

რთული თამაშები გვექნება... ჩემპიონატზე საბრძოლო განწყობით მივდივართ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქართველი ხალხი გავახაროთ.

მინიმუმ, ნახევარფინალში გასვლა გვინდა. საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოვყალიბდით და ეს ბელგიაშიც დავამტკიცეთ და დავუმტკიცეთ ყველას, ვისაც ჩვენი არ სჯეროდა.

ძალიან განვიცდი და რთულია ჩემთვის, რომ პირველ თამაშს გამოვტოვებ და ტრიბუნაზე ვიჯდები...

შოტლანდიასთან რომ არ ვითამაშე, კინაღამ ვიტირე... ძალიან ძნელია, თანაგუნდელებს რომ ვერ ეხმარები.

რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია, არ უნდა მიმეღო ყვითელი ბარათები... მაგრამ ჩვენი ბიჭების დიდი იმედი მაქვს. გუნდში 18 ფეხბურთელი ვართ და ყველა თანაბარი დონის. მე მჯერა მათი!"

ბუდუ ზივზივაძე: "ჩემი აზრით, ჩვენი ჯგუფი მეორე ჯგუფზე იოლია, თუმცა რთული თამაშები გველის, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავს.

ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი ვერ მოხვდება - ეს ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, ორ მათგანს, ასე თუ ისე, კარგად ვიცნობთ.

სერბებს ორჯერ ვეთამაშეთ ელიტრაუნდამდე და საკმაოდ კარგი, გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. ორივე შეხვედრაში ჩვენ საკმაო უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ახლა ეს არაფერს ნიშნავს.

სერბები ისე არ ითამაშებენ, როგორც ამხანაგურ თამაშებში, რადგან სასწორზე უკვე ევროპის ჩემპიონობა დევს და სხვა შემართება, ჟინი და მონდომება ექნებათ.

საფრანგეთს 17-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ. მას მერე მათი თამაში არ მინახავს და ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სერბებსა და თურქებზე უკეთესი ნაკრები ეყოლებათ.

აი, თურქების თამაში ჯერ საერთოდ არ მინახავს და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ელიტრაუნდიდან გამომდინარე, სადაც ჯგუფში 9 ქულა დააგროვეს, ჩანს, რომ კარგი გუნდია.

ჩვენ კი, ჩვენი წარმატებიდან გამომდინარე, განწყობა უფრო ამაღლებული გვაქვს. ეს მუხტი უნდა შევინარჩუნოთ და ყველა თამაშზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.

ქართველები დიდი ინტერესით ელოდებიან ევროპის ჩემპიონატს. უნდა დავამტკიცოთ, რომ უფრო კარგად თამაში შეგვიძლია და ყველას იმედები გავამართლოთ.

ნერვიულობის წნეხი მოხსნილი გვაქვს და შევეცდებით, რომ უფრო ლაღად და თამამად ვითამაშოთ.

ვფიქრობ, დღევანდელ 19-წლამდელთა ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ მინიმუმ შარშანდელი 17-წლამდელების შედეგი გაიმეოროს. თუმცა, ალბათ, მაგით არ დავკმაყოფილდებით და შევცდებით, ფინალში ვითამაშოთ და ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ.

ამის სურვილი ყველას გვაქვს და დღევანდელი გადმოსახედიდან, საკმაო შანსები გვაქვს, ევროპის ჩემპიონები გავხდეთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 6 ივლისს ლატვიაში, დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრება.

მანამდე კი, წასვლის წინ, "მიხეილ მესხის" სტადიონზე გუნდი მედიას და გულშემატკივრებს შეხვდება - დასწრება თავისუფალია და მოსვლა ყველა მსურველს შეუძლია. ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

gff.ge

ასევე იხილეთ:

[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ

[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ

[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა

[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?

[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი

[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება

[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?

[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ

[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!

გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში საფრანგეთთან დასანანი მარცხი განიცადა
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]