ელჰამ ასგარის რეკორდის არჩათვლის მიზეზი ისლამურ კანონებთან შეუსაბამო საცურაო კოსტიუმის გამოყენება გახდა
ირანელმა მოცურავე ელჰამ ასგარიმ განაცხადა, რომ ირანის სპორტის სამინისტრომ უარი უთხრა ცურვაში სარეკორდო შედეგის დაფიქსირებაზე, რის მიზეზადაც სპორტსმენის მიერ ისლამურ კანონებთან შეუსაბამო საცურაო კოსტიუმის გამოყენება დაასახელა.

32 წლის ასგარიმ 11 ივნისს კასპიის ზღვის 18 კმ-იანი მონაკვეთი 8 საათში გადაცურა. მოგვიანებით მოცურავემ ირანულ მედიას შესჩივლა, რომ ქვეყნის სპორტის მაღალჩინოსნები უარს ამბობენ მისი შედეგის ჩათვლაზე.

"ცურვა ქალთა პლაჟიდან დავიწყე. თანაც, ისლამური კანონების შესაბამისი, "დახურული" საცურაო კოსტიუმი მეცვა, როგორიც უწინ ქვეყნის საცურაო სახეობათა ფედერაციამ დაუშვა", - თქვა ნირწამხდარმა ელჰამმა.

იხილეთ ვიდეო

ირანის საცურაო სახეობათა ფედერაციაში კი ამბობენ, რომ ცურვას არ დასწრებიან ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებდნენ შედეგს და თან, "ღია წყალზე ცურვა ეწინააღმდეგება წესებს, რომელიც ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაადგინა".

ირანის კონსტიტუციის თანახმად, მიუხედავად ეროვნულობისა და მრწამსისა, ირანში ყველა ქალი ვალდებულია, საზოგადოებრივ ადგილებში თავდახურული წარსდგეს; ამასთან, სხეული ტანსაცმლით უნდა ჰქონდეს მთლიანად დაფარული.

და კიდევ, ქალებს ირანში ეკრძალებათ იმ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება, რომლებშიც მამაკაცები მონაწილეობენ.

ვაი! რა სპორტის განვითარებაზე შეიძლება ასეთ პირობებში საუბარი!
ელისო
ასე ცჰაცმულ დახურული ცურვა?რა უბედურებაა
zaza
ირანელი რომ ვიყო თავს მოვიკლავდი
ზაზა
რა ველურობაა!
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს