ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"დინამო არენასთან" მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო სამი პირი დააკავეს

"დინამო არენასთან" მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო სამი პირი დააკავეს

აქციის მონაწილეთა თქმით, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე"
თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

"დინამო არენასთან" 7 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს.

როგორც შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის წევრებმა განუცხადეს, დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება 7 ივლისს გამართულ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას.

"საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი?!

ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

ქართველ ქომაგთა ნაწილმა რუსი ფანების მიერ რუსეთის იმპერიალური დროშის გამოფენა გააპროტესტა

• toko

მარტალი ხარ კახა

• tazo

ისე რა მარტო მეგრელებს ,,უყვართ,, სამშობლო?ჩხირკვაია,გოგოხია,რუხაია.ახალაია,ბოკერია,ლომაია,რურუა,უგულავა,მალაშხია)))))))

• kaxa

შოდა, რატომ გგონია რომ პატრიოტი ახალგაზრდები მაინცდამაინც სხვების მოგზავნიელი უნდა იყვნენ? არ ფიქრობ, რომ შენ ამით შეურაცხყოფას აყენებ ბევრ ადამიანს? ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული პოლიცია გულმოდგინებით იცავს ჩვენი რუსი "ძმების" ღირსებას, ჩვენი ახალგაზრდების ცემა-ტყეპის და შეურაცხყოფის ხარჯზე. სანაცვლოდ რა გაგვიკეთეს რუსმა "ძმებმა", რით დაგვიფასეს ეს 10-თვიანი პატივისცემა? ახალი მავთულხლართებით და "საკონტროლო გამშვები პუნქტებით" ცხინვალთან და პერევთან?! ერთი რამე გაითვალისწინეთ ხალხნო, რუსს რაც უფრო მოეფერები და ფეხქვეშ გაეგები, მით უფრო მეტად დაგარტყავს და გადაგივლის. რა ვქნათ, ასეთი მენტალიტეტი აქვთ. რა თქმა უნდა ზედმეტად არ უნდა გავაღიზიანოთ, მაგრამ არც უნდა ვეფეროთ და თავი არ უნდა დავიმციროთ. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი მზად არის ფეხქვეშ გაეგოს რუსებს, ოღონდ თავისი მწვანილი გაიტანოს რუსეთში, და რუსეთის მიერ წართმეული ტერიტორიები სულ ფეხებზე ჰკიდია! ყოველი მეორე იმას წუწუნებს, რა ცუდია საბჭოთა კავშირი რომ დაიშალაო. არ არის ასე? აი ამაშია უბედურება.

• Shoda

ამ ახალგაზრდებს არ ვიცი რაუწოდო, ნაძირალას ვერ ვუწოდებ, უფრო ალბათ ტუტუცნი შეეფერებათ. ჰოდა ამ ტუტუცთ ჰგონიათ, რომ ჩვენ ყველანი უჭკუო ვართ და ვერ ვხვდებით თუ ვინ დგანან მათ უკან!!

• Shoda

ეს ახალგაზრდები ვითომ პატრიოტები არიან, ვითომ სამშობლოს ბედი ადარდებთ, სინამდვილეში იმ ადამიანების დაკვეთას ასროლებენ, ვინაც კარგად იციან რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება! --უკვე მოუტანა პარტახი, მეცნიერებისა და ეკონომიკის ნგრევა!

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის

20 წ. | ცვლილებები რაზმში

დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია

"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს

[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება

[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა

Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა

პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს

Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს

ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა

"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა

გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]

"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა

"ტიუკავინი "ატლეტიკოში"?" - "მარკას" რედაქტორი ინფორმაციამ გააოცა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა

გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ

თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება