მძლეოსნობაში სკანდალია
მძლეოსნობაში მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის წინ, სკანდალური სტატია გამოქვეყნდა ბრიტანულ გაზეთ Mail on Sunday-ში. როგორც რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ამით ბრიტანელები ცდილობენ "გააფუჭონ" 10-18 აგვისტოს ჩასატარებელი პირველობის სტარტი და ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენონ რუს მძლეოსნებს.

Mail on Sunday-ის ინფორმაციით, რამდენიმე რუსმა სპორტსმენმა (მათ შორისაა ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორი, რომლის ვინაობა არ სახელდება) და მწვრთნელმა წერილი გაგზავნა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში (WADA). წერილში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მძლეოსნებს თითქოს ფულს ახდევინებდნენ "სადოპინგო დახმარების" სანაცვლოდ. კერძოდ, გარკვეული თანხის საფასურად, სპორტსმენებს ექნებოდათ იმის გარანტია, რომ მოსკოვურ ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტების მიხედვით, მათ აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში არ ამხელდნენ.

გამოცემას მოჰყავს მწვრთნელ ოლეგ პოპოვის სიტყვები. ეს სპეციალისტი პეკინის ოლიმპიადისთვის ამზადებდა შუბის მტყორცნელ ლადა ჩერნოვას და რამდენჯერმე დოპინგ-სკანდალების ფიგურანტი იყო. პოპოვმა განაცხადა, რომ სპორტსმენებს აიძულებდნენ დოპინგის დახმარებით მომზადებულიყვნენ ტურნირებისთვის. სპეციალისტისთვის, რომელიც სპორტსმენს აკრძალული პრეპარატის გამოსაყენებლად სწორ რჩევას მისცემდა, 50 ათასი მანეთი უნდა გადაეხადათ. თურმე, ანტისადოპინგო ლაბორატორიებში თანხის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებელია დოპინგ-სინჯების შეცვლა და გაყალბება.

Mail on Sunday-ის სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2012 წლის დეკემბერში, ანაბოლური სტეროიდების არაკანონიერი ბრუნვის გამო, სასამართლომ წელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი გამოუტანა მარინა როდჩენკოვას - მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს ლაბორატორიის დირექტორის გრიგორ როდჩენკოვის დას. ბრიტანელთა ინფორმაციით, თავად როდჩენკოვი დააპატიმრეს, მაგრამ შემდეგ ბრალის წაყენების გარეშე გაანთავისუფლეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ როდჩენკოვი აღშფოთებული იყო პოლიციის მხრიდან მისი მისამართით დევნის გამო. გაზეთს მოჰყავს დაუდასტურებელი ფაქტები იმის შესახებ, რომ ლაბორატორიის დირექტორი თავის მოკვლას ცდილობდა და ორი თვე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საუკეთესო ნახტომი XXI საუკუნეში

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს