...და არც საკალათბურთო ტურნირის მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება 16-მდე
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა გადაწყვიტა არ დაამატოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ახალი დისციპლინები. იტყობინებიან, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოტივირებული ფინანსური სირთულეებით - ახალი სახეობების გამოჩენა დამატებით ფინანსურ ზეწოლას იქონიებდა რიო-დე-ჟანეიროს თამაშების ორგანიზატორებზე.

ოლიმპიური დისციპლინის სტატუსის მისაღებად პრეტენზიას აცხადებდნენ: "სამი სამზე" კალათბურთი, სამი დისციპლინა ველოსპორტში (რბოლა ქულებით ტრეკზე, BMX-ის ფრისტაილი და მაუნტინბაიკში რბოლა გამოვარდნაზე), შერეული ესტაფეტა ტრიატლონში და შერეული გუნდური შეჯიბრი ძიუდოში. ვარაუდობენ, რომ მომავალში განიხლება ამ სახეობების შეტანა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც მადრიდში, ტოკიოში ან სტამბოლში გაიმართება.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეს-სამსახური იმასაც იტყობინება, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ასევე უარყო საკითხი ოლიმპიადის მამაკაცთა საკალათბურთო ტურნირის მონაწილეთა რიცხვის 12-დან 16-მდე გაზრდის შესახებ.

"ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რომ "სამი სამზე" კალათბურთი არ იქნება განხილული, როგორც ოლიმპიური სახეობა. დარწმუნებული ვართ, რომ "სტრიტბოლი" მეტად დინამიური და სახაობრივი სახეობაა, რომელიც წარმოადგენს სპორტისა და ქალაქური კულტურის უნიკალურ ნაზავს და კარგად მოერგება ოლიმპიურ ოჯახს. გარდა ამისა, ის აკმაყოფილებს ზაფხულის თამაშების გაახალგაზრდავებისა და მოდერნიზაციის მოთხოვნებს, - წერია ფედერაციის განცხადებაში.

- ჩვენი ფედერაცია კვლავ შეიტანს ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადს "სამი სამზე" კალათბურთისთვის ოლიმპიური სტატუსის მინიჭების მიზნით. ასევე სინანულს გამოთქვამთ იმის გამო, რომ არ დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნა მამაკაცთა საკალათბურთო ტურნირის 16 გუნდამდე გაზრდის თაობაზე".

ასე რომ, 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში გათამაშდება მედლების 306 კომპლექტი, რაც ოთხით მეტია ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. ეს ზრდა გამოიწვია იმან, რომ პროგრამაში დაემატა გოლფი და შვიდკაცა რაგბი, რომლებშიც ორ-ორი კომპლექტი გათამაშდება - მამაკაცებსა და ქალებს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა