ინგლისის ნაკრების ფორვარდმა "იუნაიტედის" აზიური ტურნე მიატოვა
ბანგკოკში გატარებული 24 საათის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის თავდამსხმელი უეინ რუნი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო,

რისი მიზეზიც, ოფიციალური ვერსიით, პირველივე ვარჯიშზე მიღებული ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა გახდა. წინასწარი ვარაუდით, ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

"სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ტრავმის ხასიათი და სიმძიმე დავადგინეთ, ხოლო იმისთვის, რომ დეტალურად ვიცოდეთ მდგომარეობა, ფეხბურთელი ინგლისში დაბრუნდება და მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდს ადგილზე გაივლის," - ვკითხულობთ "წითელი ეშმაკების" განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმაც: "უმნიშვნელო დაზიანება მივიღე, რამაც ძალიან გამაბრაზა და ყველაზე მეტად იმიტომ, რომ საწვრთნელი პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა. ვბრუნდები მანჩესტერში, რათა სრული გამოკვლევა ჩავიტარო. ექიმების წინასწარი დაკვირვებით ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს".

11 აგვისტოს "უემბლიზე" "კომუნითი შილდის" (სუპერთასი) შეხვედრაში რუნის თამაში თითქმის გამორიცხულია. სამაგიეროდ ეჭვი არავის ეპარება, რომ 17 აგვისტოს სუონსის "ლიბერთი სტედიუმზე" პრემიერლიგის 2013/14-ის სეზონის პირველ ტურში უეინი "ეშმაკებს" აუცილებლად დაეხმარება.

ნევილი: ნუ გაუბრაზდებით რუნის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ კაპიტანს, ამჟამად ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარი ნევილს მიაჩნია, რომ საბოლოოდ უეინ რუნი "ოლდ ტრეფორდზე" მაინც დარჩება და პირველივე საშინაო შეხვედრაში ფეხბურთელს გულშემატკივრებთან გულღია და ემოციური შეხვედრა ელის. აი, რას ამბობს ნევილი:

- გულშემატკივრებს მსგავსი სიტუაცია არაერთხელ უნახავთ. ფეხბურთში ასე ხდება, ნებისმიერი ინფორმაციისგან პრესა სენსაციას ქმნის, მით უმეტეს, როცა ლაპარაკი მიდის ხოლმე უეინ რუნიზე, გნებავთ, "იუნაიტედის" სხვა ლიდერებზე. ყველაფერი რამდენიმე კვირაში უნდა გაირკვეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ფანები ფეხბურთელზე გაბრაზებულები არ უნდა იყვნენ. ამისთვის ის მეტისმეტად ფასეული ფეხბურთელია. რუნიმ "იუნაიტედისთვის" ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ფანებს ეს კარგად ახსოვთ.

რუნის შემთხვევაში თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იმის მიუხედავად, სად ითამაშებს და რა სიტუაცია იქნება მის გარშემო, ის მუდამ 100%-ით ერთგული იქნება თავისი საქმის. 26 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მინახავს შემთხვევა, რომ "იუნაიტედის" მოთამაშესთან ფანებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდათ, განსაკუთრებით კი ისეთ დამსახურებულთან, როგორიც უეინია.

ვფიქრობ, "იუნაიტედსა" და რუნის გაყრა არ უწერიათ.

"იუნაიტედზე" ხმაღლა შეიძლება ერთის თქმა. რაც უნდა მოხდეს, კლუბში პანიკა არასოდეს ამტყდარა. სიტუაციის მიუხედავად, აქ ყოველთვის ახერხებენ მოვლენათა სრულად კონტროლს. ფეხბურთელებმა არასდროს იციან ბოლომდე, თუ რა ხდება კულისებში.

შესაძლოა, გუმანით რაღაცას ხვდებოდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებების უმრავლესობა მოულოდნელია. ისეთი, რომელსაც ვერ წარმოიდგენ, რომ სიმართლეა. ალექს ფერგიუსონი წლების განმავლობაში საქმეებს სწორედ ასე უძღვებოდა. დარწმუნებული ვარ, დევიდ მოიესიც ასე მოიქცევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" აზიურ ტურნეში გაჰყვა

მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
რუნი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ახლოსაა
რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ევერტონს" სიამოვნებით გავწვრთნიდი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტენ ჰაგს დრო უნდა მისცეს" - გარი ნევილი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან დაითხოვონ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"გეტყვით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი პრობლემა რა არის" - გარი ნევილმა "მანკუნიანელებზე" ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო კომბინაცია ვან გაალის დროს ვნახე" - გარი ნევილმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
"არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი - მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
"შესანიშნავი მწვრთნელია" - რუნიმ ტენ ჰაგი დაიცვა
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
რუნი "პლიმუთს" აღარ გაწვრთნის
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
"ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს" - გარი ნევილი
"ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს" - გარი ნევილი
"რეალის" საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი" - გარი ნევილი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია