"ვალენსიას" მარცხენა მცველი ალი სისოხო "ლივერპულში" ერთწლიანი იჯარით გადავიდა
"ვალენსიას" მარცხენა მცველი ალი სისოხო "ლივერპულში" ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

25 წლის ფრანგი, ვისაც საფრანგეთის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოსე ენრიკეს კონკურენტი იქნება და იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება ბევრ შეხვედრაში მიიღებს მინაწილეობას. სისოხო ინგლისურ კლუბში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ვამაყობ იმ მძიმე შრომით, რომელიც გავწიე იმისთვის, რომ ჩემი კარიერა ასე განვითარებულიყო.

ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთ დღესაც ისეთ ლეგენდარულ კლუბში ჩავირიცხებოდი, როგორიც "ლივერპულია". გამიმართლა, რადგან რამდენიმე უმაღლესი დონის კლუბში უკვე ნათამაშები მაქვს, მაგრამ "ლივერპული" სულ სხვა სიმაღლეა," - განუცხადა სისოხომ კლუბის ოფიციალურ საიტს.

ალიმ კარიერა 2008 წელს, "გენიონში" დაიწყო, მომდევნო სეზონში კი "სეტუბალში" გადავიდა და ამ გუნდის რიგებში იმდენად კარგად გაისარჯა, რომ უკვე 6 თვეში თავი "პორტუში" ამოყო.

გავიდა კიდევ 6 თვე და სისოხო უკვე "ლიონის" წევრი გახდა, სადაც 2012 წლამდე დარჩა. შემდეგ იყო "ვალენსია", რომლის რიგებშიც ფრანგმა 36 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

2009 წელს, "ლიონში" თამაშის დროს, სისოხომ "ენფილდზე" იასპარეზა. იმ დღეს "ოლიმპიკმა" მასპინძლებს 2:1 მოუგო.

ისევ სისოხო: "ამ საოცარ სტადიონზე თამაშის საშუალება ადრეც მომეცა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. "ენფილდზე" მართლაც საოცარი გარემო იყო. ის საღამო დღემდე ძალიან კარგად მახსოვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს